აჭარის მთავრობა გორში რუსეთის აგრესიის შედეგად დაზიანებულ რამდენიმე ობიექტს რეკონსტრუქციას ჩაუტარებს.
“აჭარის მთავრობა შეძლებისდაგვარად დაეხმარება გორის რაიონს. ჩვენი ფინანსებით გორის ერთ საბაშვო ბაღსა და ერთ სკოლას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. ამასთან, ადგილზე დათვალიერების შემდეგ აჭარის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით კიდევ რამდენიმე ობიექტი გარემონტდება” – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ.
როგორც ცნობილია, რუსეთის ოკუპაციის შედეგად აჭარაში სულ 2 600 დაზარალებულია რეგისტრირებული. მათი დიდი ნაწილი უკვე დაუბრუნდა თავის კუთხეს. დაზარალებულების საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესი მთავრობისა და მერიის მიერ კონტროლდება
|