პარასკები, 29.03.2024, 18:21
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » აგვისტო » 26 » ტურიზმის ასაღორძინებლად ახალი ”მითები და ლეგენდებია” საჭირო
ტურიზმის ასაღორძინებლად ახალი ”მითები და ლეგენდებია” საჭირო
13:04
მთავრობა და პრეზიდენტი ყოველ წუთს გაიძახის, რომ ქვეყანაში ყველაფერი ძველებურადაა, არც ეკონომიკური კრიზისი გვემუქრება და არც ინვესტიციების ნაკლებობა იქნება. სინამდვილე კი სხვაგვარია. სერიოზული პრობელემები აქვთ ბანკებს, სამშენებლო კომპანიებს, სოფლის მეურნეობას და ტურიზმს. ეს დარგი, შეიძლება ითქვას, დიდი ხნით გამოეთიშა ქვეყნის პრიორიტეტულ სფეროებს.

ერთ-ერთი რეგიონი, რომელიც საომარი მოქმედებების დროს არ დაზარალებულა აჭარაა. მართალია, რეგიონს პირდაპირი ზარალი არ მიუღია, მაგრამ ტურიზმის სეზონის ჩავარდნამ და საინვესტიციო შეფერხებამ, შესაძლოა, საკმაოდ ნეგატიური შედეგები მოიტანოს.

ჯერერჯობით სხვაგვარად მეტყველებენ აჭარის ხელისუფალნი. მათი ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე საომარი მდგომარეობის მიუხედავად აჭარაში ინვესტიციების შემოდინება არ შეჩერებულა, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის ინისტრის ვაჟა ბოლქვაძის განმარტებით, ომის პერიოდში სამინისტროს წარმომადგენლებს აქტიური ურთიერთობა ჰქონდათ უცხოური კაპიტალით შექმნილ საწარმოებთან, რომლებიც მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განარძობდნენ.

- ”გარკვეული პრობლემები წარმოიქმნა სამკერვალო საწარმოებში 11-12 აგვისტოს, როდესაც მუშათა გარკვეული ნაწილი სამსახურში არ გამოცხადდა, რაც ფსიქოლოგიური მომენტიდან გამომდინარეობდა, თორემ სხვა მხრივ შეფერხებები არ დაფიქსირებულა. უფრო მეტსაც გეტყვით, ამ პერიოდში საწარმოთა გარკვეული ნაწილი საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და რათა მოსახლეობისათვის გაცლებით მეტი პროდუქტი მიეწოდებინათ, ვიდრე ეს ომის დაწყებამდე ხებოდა. ეს ძირითადად, წისქვილ-კობინატებს ეხებათ, რომლებიც ცდილობდნენ, რომ რეგიონის მოსახლეობისათვის პური შეუფერხებლად მიეწოდებინათ”, - განაცხადა ბოლქვაძემ.

2008 წლის ბოლომდე აჭარაში 255 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიციას ელიან, თუმცა ექვს თვეში რეგიონში მხოლოდ 77 მლნ დოლარის ინვესტიცია განხოციელდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-ივნისში.

შემოსულ ინვესტიციებში ლიდერობას ტურისტულ სექტორში შემოსული ინვესტიციები ინარჩუნებს, სადაც ექვს თვეში 32 მლნ დოლარის ინვესტირება განხორციელდა. ტურიზმის გარდა, რეგიონში მიმზიდველად გამოიყურება ასევე სამშენებლო სექტორიც, სადაც იანვარ-ივლისში უკვე 24 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული.

დღევანდელი გადასახედიდან აჭარა და საერთოდ საქართველო ტურისტული ინვესტიციებს კარგა ხნით უნდა დაემშვიდობონ. ”ჯერჯერობით, ნაადრევად მიმაჩნია იმაზე ლაპარაკი, თუ რა ბედი ეწევა საქართველოში ტურიზმს. ვიდრე რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, ძნელია ვივარაუდოთ რა იქნება მომავალში. მათ გაანადგურეს უნიკალური ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, სადაც მრავალი ეკო-ტურისტული მარშუტი გადოდა და რაც ასე იზიდავდა როგორც შიდა ასევე უცხოელ ტურისტებს. ჯერჯერობით არც ისაა ცნობილი, ამ ხანძრის შედეგად რა ეკოლოგიური პრობლემები შეექმნება როგორც ბორჯომს ასევე ბაკურიანს”, - განუცხადა ”ჯი-ეიჩ-ენს” ექსპერტმა ტურიზმის საკითხებში მარინა მეტრეველმა.

ექსპერტის განმარტებით, რუსეთ-საქართველოს კრიზისის დასრულების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გაკეთოს იმისათვის, რომ ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გააუმჯობესოს.

- ”კონფლიქტის დასრულების შემდეგ საჭიროა გამოვნახოთ რაღაც ”ლეგენდა”, რომელიც ტურისტების მოზიდვაში დაგვეხმარება”, - აღნიშნა მეტრეველმა.

Просмотров: 787 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz