Главная » 2008»აგვისტო»26 » ალექსანდრ სტუბი: "საქართველოში რუსეთის ჯარების ქმედებები არცერთ საერთაშორისო ნორმას არ შეესაბამება"
ალექსანდრ სტუბი: "საქართველოში რუსეთის ჯარების ქმედებები არცერთ საერთაშორისო ნორმას არ შეესაბამება"
13:13
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრ სტუბის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებული ქმედებები არცერთ საერთაშორისო ნორმას არ შეესაბამება. "საკუთარი თვალით ვნახე, როგორ ჩამოჰყავდათ სატვირთო მანქანებით ქართველი მოხუცები, რომლებიც საკუთარი სახლებიდან გამოყარეს და ქუჩებში იმყოფებოდნენ", - განაცხადა სტუბმა. მისივე შეფასებით, "ის ქმედებები, რომელსაც რუსი ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ, საერთაშორისო ურთიერთობის ნორმებს არანაირად არ შეესაბამება".