Главная » 2008»აგვისტო»26 » რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა
რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა
15:47
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ რეკომენდაციას მედვედევმა ხელი რამდენიმე წუთის წინ მოაწერა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, მან დე ფაქტო პრეზიდენტების ”ედუარდ კოკოითის, სერგეი ბაღაფშისა და ამ ორი რეგიონის მოსახლეობის თხოვნაც გაითვალისწინა და ხელი მოაწერა საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას”.