Главная » 2008»აგვისტო»26 » მიხეილ სააკაშვილი: "რუსეთმა წარმოუდგენელი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა"
მიხეილ სააკაშვილი: "რუსეთმა წარმოუდგენელი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა"
20:55
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება სრულიად უკანონოა და ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ნორმას აღვევს. "რუსეთმა თავისი გადაწყვეტილებით წარმოუდგენელი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, რაც რუსეთის ფედერაციასვე მოუტანს ზიანს. ჩვენ მთელი ცივილიზებული მსოფლიო მხარში გვიდგას და სოლიდარობას გვიცხადებს. საქართველოს ისტორიაში პირველად, მთელი მსოფლიო თვალებში შემოგვყურებს", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მოსახლეობისადმი მორიგი სატელევიზიო მიმართვისას.