ეუთო რუსეთის მიერ ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ”ორგანიზაციის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევად” აფასებს.
როგორც ეუთოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ”ეუთოს ყველა წევრი ქვეყანა და მათ შორის რუსეთიც ვალდებულია, პატივი სცეს სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას”.
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ”რუსეთი ვალდებულია, დაიცვას ეუთოს პრინციპები და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”.
- ”რუსეთი ასევე ვალდებულია, დაუყონებლივ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან ყველა სამხედრო შენაერთი და დაიცვას ცეცხლის შეყვეტის შესახებ არსებული შეთანხმება. საერთაშორისო თანამეგობრობა ასევე ვერ მიიღებს ცალმხრივი წესით განსაზღვრულ უსაფრთხოების ზონებს”, - განაცხადა სტუბმა.
|