პარასკები, 27.12.2024, 04:06
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » აგვისტო » 26 » ლავროვის უწყება: "რუსეთს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ ქართულმა აგრესიამ უბიძგა"
ლავროვის უწყება: "რუსეთს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ ქართულმა აგრესიამ უბიძგა"
20:56
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "რუსეთს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ ქართულმა აგრესიამ უბიძგა". როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა იმდენად, რამდენადაც ამ ხალხების გადარჩენაზეა პასუხისმგებელი". "რუსეთმა აღიარა მათი დამოუკიდებლობა იმდენად, რამდენადაც პასუხისმგებელია ამ ორი მოძმე ერის გადარჩენაზე, რომლებიც თბილისის აგრესიული და შოვინისტური კურსის პირისპირ აღმოჩნდნენ", - ნათქვამია განცხადებაში. "2008 წლის 8 აგვისტოს სამხრეთ ოსეთზე აგრესიული თავდასხმით, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამშვიდობოების მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა და აფხაზეთის მისამართითაც ანალოგიური აქციის მზადებით მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას თავადვე დაუსვა ჯვარი", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, ლავროვის უწყების მტკიცებით, "იმ ხალხების მისამართით, რომელთა ნახვაც მიხეილ სააკაშვილს საკუთარი სახელმწიფოს შემადგნელობაში სურდა, მუდმივად უხეში სამხედრო ძალის გამოყენებამ აფხაზ და ოს ხალხს სხვა არჩევანი აღარ დაუტოვა გარდა იმისა, რომ თავადვე ეზრუნათ საკუთარ უსაფრთხოებაზე და უფლებებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით".
Просмотров: 792 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz