ცენტრალურ სარკინიგზო მაგისტრალზე მოძრაობა სრულად აღდგა.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ გააკეთა.
სარკინიგზო მიმოსვლა აღდგენილია როგორც სოფელ სკრასთან, ასევე კასპის რაიონში სარკინიგზო ხიდის აფეთქებისას დაზიანებულ მონაკვეთზე.
მინისტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე რკინიგზაზე დაგროვებული ტვირთების გატარება იგეგმება, მომავალი კვირისთვის კი სავარაუდოდ, აღდგება სამგზავრო მარშრუტებიც.
|