Главная » 2008»აგვისტო»26 » თემურ იაკობაშვილი: "რუსეთმა ვერ გათვალა, რასთან აქვს საქმე, აფხაზეთს და ე.წ სამხრეთ ოსეთს კი ვერსად წაიღებს"
თემურ იაკობაშვილი: "რუსეთმა ვერ გათვალა, რასთან აქვს საქმე, აფხაზეთს და ე.წ სამხრეთ ოსეთს კი ვერსად წაიღებს"
22:26
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, "რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საკუთარი გადაწყვეტილებით საქართველოს მისცა საშუალება და საფუძველი, მთელი რიგი საკითხები დააყენოს". "რუსეთმა ვერ გათვალა, რასთან აქვს საქმე და საკუთარი ნაჩქარევი გადაწყვეტილებით აფხაზეთს და ე.წ სამხრეთ ოსეთს ვერსად ვერ წაიღებს" – განუცხადა ჟურნალისტებს იაკობაშვილმა. მისივე განმარტებით, "მზადდება მთელი რიგი გადაწყვეტილებებისა, თუმცა რუსული მხარის მიერ მიღებულისგან განსხვავებით, ეს არა ნაჩქარევად მიღებული, არამედ კარგად აწონილ-დაწონილი და ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებული გადაწყვეტილებებია".