Главная » 2008»აგვისტო»26 » რუსული მხარის მტკიცებით, ნატო საქართველოს სამხედრო ინფრაქსტრუქტურის აღდგენაში ეხმარება
რუსული მხარის მტკიცებით, ნატო საქართველოს სამხედრო ინფრაქსტრუქტურის აღდგენაში ეხმარება
14:01
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მტკიცებით, ნატო საქართველოს სამხედრო ინფრაქსტრუქტურის აღდგენაში ეხმარება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ანატოლი ნოგოვიცინმა განაცხადა, "ნატოს სპეციალისტების მხარდაჭერით საქართველოში ტარდება რიგი ღონისძიებები საჰაერო სივრცეზე კონტროლის აღდგენის ელემენტების შეტანისა და აეროპორტების აღდგენის მიზნით". მისივე თქმით, "საქართველოს ტერიტორიაზე, მთელი რიგი დასახლებული პუნქტების მიმდებარედ სამხედრო მოსამსახურეების შეკრება შეინიშნება".