პარასკები, 27.12.2024, 03:50
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » 2008 » აგვისტო » 26 » ”რუსეთის დღევანდელი გადაწყვეტილება მკაცრი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს”
”რუსეთის დღევანდელი გადაწყვეტილება მკაცრი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს”
01:05

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ლაშა ჟვანიას შეფასებით, რუსეთის დღევანდელი გადაწყვეტილება მკაცრი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის მხრიდან ამგვარი პრეცედენტის შექმნის გამო მსოფლიოს სერიოზული პრობლემები შეექმნება.

როგორც ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები შეიძლება დახასიათდეს, როგორც მტრული სახელმწიფოს ქმედებები საქართველოსთან მიმართებაში.

მისივე თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება ამ ქმედებების გვირგვინია და რუსეთმა საკანონმდებლო ორგანოს საშუალებით უკვე იურიდიულად ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
მანვე დასძინა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით რუსეთმა მთელ მსოფლიოს უჩვენა, რასაც საქართველო აქამდე მუდმივად ამბობდა, რომ რუსეთის ყველა ქმედება საქართველოსთან მიმართებაში იყო საქართველოს ტეტიტორიული მთლიანობის ხელყოფა, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შებღალვა.

ლაშა ჟვანიამ აღნიშნა, რომ რუსეთი საკუთარ ქმედებებში მარტო არ ყოფილა და მას მხარს უჭერდნენ სირია, ვენესუელა, კუბა, ტერორისტული ორგანიზაცია "ჰეზსბოლა" და, სავარაუდოდ, რუსეთი არც ბოლო გადაწყვეტილებაში დარჩება მარტო და ისინი მხარდაჭერას განაგრძობენ.

"ეს მიანიშნების რუსეთის სრულ თვითიზოლაციურ პოლიტიკაზე, რაზედაც დასავლეთი აფრთხილებდა და ახლაც აფრთხილებს", – მიიჩნევს კომიტეტის თავმჯდომარე.

მისივე თქმით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება არალეგიტიმურია, ეწინააღმდეგება საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს და მთავარია, ეს ფაქტი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მკაცრი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოს სერიოზული პრობლემები შეექმნება რუსეთის მხრიდან ამდაგვარი პრეცედენტის შექმნის გამო.

რეაგირებად კი ჟვანია რუსეთის იზოლცაიას ასახელებს, თუმცა დასძენს, რომ სრული იზოლაცია არარეალურია, რადგან რუსეთს აუცილებლად დაუტოვებენ დერეფანს, "სადაც შეეძლება გაიაროს და საერთაშორისო ურთიერთობების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს.

"რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ამ დერეფანში აუცილებლად უნდა გაიაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სრული იზოლაცია ექნება",-აღნიშნა ჟვანიამ.

ლაშა ჟვანია დარწმუნებულია, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებას მხარს არც ერთი ევროპული ქვეყანა არ დაუჭერს, აგრეთვე, არც საქართველოს მეზობელი ქვეყნები – თურქეთი, სომხეთი, ირანი და ა.შ.
რუსეთის ფედერაციის საბჭომ დღეს რუსეთის პრეზიდენტ მედვედევს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართა.

მედვედევისადმი მიმართვა ფედერაციის საბჭომ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით – 130 ხმით დაამტკიცა.

Просмотров: 752 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz