ხუთშაბათი, 26.12.2024, 17:06
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » აგვისტო » 10 » გაეროს წარმომადგენელი უშიშროების საბჭოს აფხაზეთში სამხედრო ძალების ზრდაზე ინფორმაციას აწვდის
გაეროს წარმომადგენელი უშიშროების საბჭოს აფხაზეთში სამხედრო ძალების ზრდაზე ინფორმაციას აწვდის
23:49

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ სამშვიდობო ოპერაციებში ედმონდ მულეტმა 10 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს ინფორმაცია მიაწოდა თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე მას შემდეგ, რაც დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აპირებს ზემო კოდორის ხეობაზე კონტროლის დამყარებას.

”დღეს აფხაზურმა მხარემ თავისი ძალები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა კონფლიქტის ზონაში. ამგვარი ქმედება თავდაპირველად აღკვეთა დსთ-ს სამშვიდობო ძალებმა, მაგრამ მათმა სარდალმა გენერალმა ჩაბანმა გუშინ აცნობა UNOMIG-ს, რომ ისინი ვეღარ აჩერებენ აფხაზებს იარაღისა და ძალების კონფლიქტის ზონაში შეყვანისგან.  UNOMIG-მა დაადასტურა, რომ სამშვიდობოები არც ეცადნენ შეეჩერებინათ ამგვარი ქმედება. ამჟამად აფხაზური ძალები და მძიმე ტექნიკა ცეცხლის შეწყვეტის ზოლის გასწვრივაა განლაგებული,” განაცხადა მან. 

მისი თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სთხოვა UNOMIG-ს გაეყვანა დამკვირვებლები ზემო კოდორის ხეობიდან, რადგანაც მათი უსაფრთხოება გარანტირებული ვეღარ იქნებოდა. შედეგად, UNOMIG-მა 15-ივე დამკვირვებელი გაიყვანა ხეობიდან.

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწის განცხადებით, UNOMIG-ს ასევე აცნობეს სხვადასხვა წყაროებიდან, რომ ზემო კოდორის ხეობა თითქმის დატოვა მშვიდობიანმა მოსახლეობამ.

”გასული ღამის მანძილზე და დღეს UNOMIG-მა მიიღო ინფორმაცია კონფლიქტის ზონაში და მის მახლობლად აფხაზური და რუსული ძალების ზრდის თაობაზე,” - განაცხადა მან. ”აფხაზური ძალები და მძიმე ტექნიკა საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრისკენ დაიძრა”.

”მოხდა ზუგდიდის მახლობლად დაბომბვა, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის პანიკა გამოიწვია, რომლებიც დაცვისთვის UNOMIG-ს რეგიონალურ ოფისებს მიმართავენ. ამ მზარდი დაძაბულობის და დაბომბვების შედეგად, UNOMIG-ს მოუხდა თავისი ოპერაციების შემცირება და ახლა ის მხოლოდ აუცილებელ პატრულირებას ახორციელებს. მისია განაგრძობს მხარეებთან და დსთ-ს სამშვიდობოებთაბ კავშირს.”

მისივე თქმით, ამჟამად UNOMIG-ს არ შეუნიშნავს კონფლიქტის ზონაში რაიმე მნიშვნელოვანი გადაადგილებები ქართულ მხარეს. ”მხოლოდ ძალებმა გააძლიერეს თავიანთი პოზიციები ცეცხის შეწყვეტის ზოლის გასწვრივ,” - განაცხადა მან.

”UNOMIG0მა ითხოვა, რომ დსთ-ს სამშვიდობოებმა უზრუნველყონ უსაფრთხოება გალსა და ზუგდიდში მათი რეგიონალური შტატების მეშვეობით,” - დასძინა მან. 

Просмотров: 846 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz