მივმართავთ ყველას – ხალხს, ადამიანებს, რათა სოლიდარულები იყვნენ ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც უთანასწორო ბრძოლაში ცდილობს დაიცვას საკუთარი თავისუფლება და რომელიც ძლიერი და უზარმაზარი სახელმწიფოს თავდასხმის ობიექტად იქცა. რუსეთი არასოდეს შეურიგდება იმპერიის დაშლას.
უნდა გავითვალისწინოთ: დღეს – საქართველო, ხვალ – უკრაინა, ესტონეთი, ლატვია, აზერბაიჯანი, პოლონეთი... რუსეთს სურს თავისი პოზიცია მთელ ევროპას მოახვიოს. მისი ენერგეტიკული პოლიტიკა ამის საუკეთესო დადასტურებაა.
ჩვენ, პოლონელებს, სიტყვები - „არ გვსურს მოვკვდეთ საქართველოსთვის” - გვახსენებს 1937 წელს წარმოთქმულ სიტყვებს – ”არ გვსურს დავიღუპოთ გდანსკისთვის”. ისინი, ვინც ამ სიტყვებს წარმოთქვავდნენ, შემდეგ იღუპებოდნენ საფრანგეთისთვის, ბელგიისთვის, ჰოლანდიისთვის, ინგლისისთვის... აგრესორი, როდესაც წინააღმდეგობას არ აწყდება, უბრალოდ თავხედდება. ჩეჩნეთი მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპებოდა! ახლა უკვე საქართველოს ჯერი დადგა.
რუსეთმა ჭკვიანურად შექმნა კონფლიქტის კერები ყარაბახში, დნესტრისპირეთში, აფხაზეთში, ცხინვალში.
ტყუილია, თითქოს ერთი, ცალკე აღებული ადამიანი, უძლურია. მივმართავთ მთავრობას, პარლამენტარებს, დაეხმარონ საქართველოს. მოვაწყოთ მანიფესტაციები რუსეთის საელჩოსთან.
გთხოვთ ყველას, გამამხნევებელი წერილებით მიმართონ საქართველოს საელჩოს და ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება გავუწიოთ საქართველოს.
პოლონელ ხალხს ახსოვს თავისუფალი სამყაროს ხალხთა ის სოლიდარობა, რომელიც პოლონეთს იმ ავადსახსენებელ დღეებში გამოუცხადეს, როდესაც მოსკოვის ბრძანებით პოლონეთში სამხედრო მდგომარეობა იქნა შემოღებული.
მრავალი უბრალო ადამიანის ამ დახმარების წყალობით იყო, პოლონურმა საზოგადოებამ რომ არ დაიჩოქა.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხებმა ბრძოლის შედეგად მიაღწიეს დამოუკიდებლობას. პერესტროიკის პროცესი გამოვიდა კრემლის კონტროლიდან და იმპერია დაიშალა.
დღეს კრემლის სურვილია, აღადგინოს კონტროლი ამ ტერიტორიებზე. ვიყოთ სოლიდარულები!!!
ჯადვიგა შმიელოვსკა, პიოტრ ხლებოვიჩ, კაზიმირ მიხალჩუკ
|