ხუთშაბათი, 26.12.2024, 17:30
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » აგვისტო » 10 » შოთა მალაშხია - აუცილებლად უნდა დადგეს რუსეთის დელეგაციის, როგორც სამარცხვინო ქვეყნის ოლიმპიადიდან დათხოვნის საკითხი
შოთა მალაშხია - აუცილებლად უნდა დადგეს რუსეთის დელეგაციის, როგორც სამარცხვინო ქვეყნის ოლიმპიადიდან დათხოვნის საკითხი
01:39
როცა რუსეთის მსგავს აგრესიას ახორციელებს საქართველოზე, არ შეიძლება იგი პეკინში მიმდინარე ოლიმპიადაში მონაწილეობდეს. ამის შესახებ დღეს დეპუტატმა შოთა მალაშხიამ განაცხადა.

“აუცილებლად უნდა დადგეს რუსეთის დელეგაციის, როგორც სამარცხვინო ქვეყნის ოლიმპიადიდან დათხოვნის საკითხი, წინააღმდეგ შემთხევაში, საქართველოს დელეგაციამ დატოვოს ოლიმპიადა”,-აღნიშნა მალაშხიმა.

მალაშხიას ინიციატივას უერთდება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ნიკა ლალიაშვილი.

მისივე თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო მასშტაბით ოლიმპიადის ტრიბუნის გამოყენებას პოლიტიკური განცხადებებისთვის.

“თუ არ ვცდები, სწორედ 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადაზე მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც 62 ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით არ დაესწრო ამ ოლიმპიადას იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირმა შეიყვანა თავის შეარაღებული ძალები ავღანეთში. ეს იყო უპრეცედენტო მასშტაბის ბოიკოტი და პროტესტი”, - აღნიშნა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა ოლიმპიადაზე გარკვეულმა დემარშმა, შესაძლებელია, ძალიან დიდ საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვიოს, მით უმეტეს, რომ მსოფლიო ყურადღება პეკინისკენ არის მიპყრობილი.

Просмотров: 818 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz