პოლიტოლოგ ჰენრი კუპრაშვილს მიაჩნია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ცხინვალში შექმნილ საომარ ვითარებაში საქართველოს დამარცხება არ უნდა დაუშვას.
პოლიტოლოგმა განუცხადა, რუსეთის ხელისუფლება ისევე როგორც 1921 წელს, ამჯერადაც ომის გამოუცხადებლად მისმა არმიამ ვერაგულად გადმოლახა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და აგრესიას ახორციელებს. 1921 წელსაც ევროპამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გადასარჩენად თითიც კი არ გაანძრია და მხოლოდ მათ საქართველოს მიმართ არაფრისმთქმელი სიტყვიერი მხარდაჭერა გამოხატეს, რის შედეგადაც მოხდა ის, რომ საქართველო საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო.
ჰენრი კუპრაშვილის თქმით, ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, მსოფლიო პოლიტელიტის სინდისზეა. კერძოდ კი, გერმანიისა და საფრანგეთის, რომლებმაც საქართველოს მაპ-ის მინიჭებისთვის მხარი არ დაუჭირეს. რითაც მათ რუსეთის ხელისუფლებას აგრესიისკენ უბიძგეს.
მისივე თქმით, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს ქვეყანას დახმარება არ აღმოუჩენს, მაშინ მისი დიდება და ის სახელი, რაც მან ამ დრომდე მოიპოვა, დამსხვრეული იქნება.