საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნიკა გვარამიას განცხადებით, საქართველოს მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს.
როგორც მან განაცხადა, მდგომარეობა რთულია, თუმცა ხელისუფლება მისი განმუხტვისათვის ყველაფერს აკეთებს. გააქტიურებულია საქართველოსადმი საერთაშორისო მხარდაჭერაც.
მისი თქმით, მოსახლეობას არც ენერგომომარაგების და არც სურსათის მიწოდებით შეწყვეტა ემუქრება. ჯერჯერობით შეზღუდული არ არის მიმოსვლა იმ რეგიონების მიმართულებითაც კი, სადაც რთული ვითარებაა შექმნილი. თუმცა, საჭიროებისამებრ, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გადაადგილებაზე შეზღუდვებიც დაწესდება. „რუსეთი 1921 წლის განმეორებას ცდილობს, მაგრამ დღეს არსებული ვითარება მაშინდელისაგან მკვეთრად განსხვავდება. ჩვენ დღეს მარტონი არა ვართ და რუსეთს 1921 წლის ისტორიის განმეორების საშუალებას არ მივცემთ“, _ აღნიშნა ნიკოლოზ გვარამიამ.
მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო თანამეგობრობის ბევრი გავლენიანი ფიგურა სატელეფონო საუბრებს მართავს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ეკატერინე ტყეშელაშვილთან. მათი ნაწილი უახლოეს საათებში საქართვლეოში ჩამოსვლას აპირებს.
|