ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს აფრთხილებს. თეთრი სახლის წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოში მიმდინარე კონფლიქტი შესაძლოა უარყოფითად აისახოს მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობაზე. ბუშის ადმინისტრაცია რუსეთის ქმედებებს საშიშსა და არა-ადეკვატურს უწოდებს. დანა პერინომ ბუშის პოზიცია სიენენის პირდაპირ ეთერში გაახმოვანა. მისი თქმით, ბუში მუდმივად იღებს ინფორმაციას კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ბუში პუტინსაც შეხვდა და სეპარატისტულ რეგიონში არსებულ კრიზისზე ესაუბრა.