Главная » 2008»აგვისტო»10 » საფრანგეთი რუსეთს ხვალ საქართველოსთან დაკავშირებულ სამპუნქტიან გეგმას წარუდგენს
საფრანგეთი რუსეთს ხვალ საქართველოსთან დაკავშირებულ სამპუნქტიან გეგმას წარუდგენს
02:53
საფრანგეთში საქართველოს ელჩის, მამუკა კუდავას განცხადებით, საფრანგეთს უკვე მომზადებული აქვს და ხვალ რუსეთს წარუდგენს სამპუნქტიან გეგმას, სადაც მითითებულია, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი, პატივისცემა გამოიხატოს საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ და რუსეთის სამშვიდობოების ჩანაცვლება მოხდეს საერთაშორისო ფორმულით. ამის შესახებ კუდავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა და დასძინა, რომ საფრანგეთი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. პრეზიდენტი სარკოზი კი მზადა არის პირადად ჩაერთოს კონფლიქტის მოგვარების საქმეში. მამუკა კუდავას ინფორმაციით, ორშაბათს ან სამშაბათს ევროკავშირის ქვეყნების 27 მინისტრი შეიკრიბება, სადაც სწორედ საქართველოს საკითხზე იქნება მსჯელობა. მომავალი კვირის ბოლოსთვის კი, საჭიროების შემთხვევაში, სარკოზი სამიტს მოიწვევს, რომელსაც 7 ქვეყნის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.