ხუთშაბათი, 26.12.2024, 17:51
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » აგვისტო » 10 » რუსებმა მიზანში ”თბილავიამშენი” ამოიღეს
რუსებმა მიზანში ”თბილავიამშენი” ამოიღეს
14:19
რუსული ავიაციის მიერ თბილისზე მიტანილი იერიშის შედეგად დაბომბილია ”თბილავიამშენის” ტერიტორია. თავდაპირველად ითქვა, რომ ჭურვები აეროდრომის ასაფრენი ბილიკზე ჩამოვარდა. ”პრესა.გე”-ს ინფორმაციით აფეთქება ღამის 5:40 საათზე მოხდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ ჭურვები ტერიტორიაზე აფეთქდა და საფრენი ბილიკი არ დაზიანებულა. მის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” შემთხვევის ადგილზე მისულმა სამხედრო-პოლიტიკური ჟურნალი ”არსენალის” წარმომადგენელმა გიორგი ჟორჟოლიანმა აცნობა.

მისი განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვა ერთი თვითმფრინავიდან განხორციელდა, რომელმაც 500 კგ-იანი რამდენიმე ჭურვი ჩამოაგდო.

დამობმვის შედეგად ჭურვების ნამსხვრევებით მსუბუქი დაზიანებები მიიღეს ტერიტორიის დაცვის თანამშრომლებმა. დამომბვის ფაქტი უკვე დაადასტურა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

გამთენიისას რუსულმა ბომბდამშენებმა ზემო აფხაზეთის სოფელი აჟარა დაბომბეს. აღნიშნული ინფორმაცია აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაში დაადასტურეს, თუმცა მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

დაბომბვის ხმა ისმის ასევე ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში, თუმცა მოსახლეობა ჯერჯერობით ვერ არკვევს, სად ხდება ჭურვების ჩამოყრა.

რუსეთის ავიაციამ იერიში მიიტანა აგრეთვე ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთასა და ზუგდიდიდან 6 კმ-ით დაშორებულ სოფელ ძველ აბასთუმანზე. სოფელ ურთაში დაბომბილია ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი.

რამდენიმე ჭურვი ჩამოვარდა სოფელ ძველს აბასთუმანშიც. ეს სოფელი მჭიდროდაა დასახლებული და იქ რუსი სამშვიდობოების ბაზაც არის განთავსებული.

ქართულმა მხარემ საზენიტო ცეცხლი გახსნა, თუმცა მოიერიშე თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ არაფერს იტყობინებიან. არ ვრცელდება ცნობები დაშავებულების შესახებაც.

ამასობაში, როგორც იქნა, რუსეთმა შეიმუშავა თითიდან გამოწოვილი ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ ბომბავს ქართულ სოფლებს და ქალაქებს.

გაეროში რუსეთის ელჩის ვიტალი ჩურკინის განცხადებით, რუსეთი 60 წელია მშვიდობისმყოფელია, - ასეთი პასუხი გასცა ჩურკინმა ”სი-ე-ენის” ჟურნალისტის შეკითხვას - ”რატომ ებრძვის რუსეთი საქართველოს, როცა ის მედიატორის როლს უნდა თამაშობდეს?”.

ჩურკინის განცხადებით, ამ დღეებში მიმდინარე კონფლიქტის დროს 50 სამშვიდობო დაიღუპა და 150 დაშავდა. ”საქართველო არღვევს სამშვიდობო ხელშეკრულებებს და ებრძვის სამშვიდობო ძალებს. ჩვენ არ დაგვიკარგავს მოთმინება, ჩვენ უბრალოდ ვიცავთ ჩვენს მოქალაქეებს”, – აღნიშნა მან.

- “ჩვენ ვახშობთ საქართველოს აგრესიას სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, რაც აგრეთვე გულისხმობს ქართველების სამხედრო ინფრასტრუქტურების განადგურებას” - დასძინა ვიტალი ჩურკინმა.

Просмотров: 839 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz