მიხეილ სააჯაშვილმა მოსახლეობას მიმართა. მან პირველ რიგში მიუსამძიმრა მიმდინარე ბრძოლებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს.
ეს დღეები ქვეყნისთვის გადამწყვეტია, ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობის გამძლეობა. მან ამისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს დაბომბვები, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს, გამიზნულია ხალხში პანიკის დასათესად.
პრეზიდენტის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი, რომელშიც ჩართულია როგორც საფრანგეთის ასევე აშშ.