Главная » 2008»აგვისტო»10 » რუსეთის ავიაციამ იერიში მიიტანა ზუგდიდის რაიონის სოფლებზე, ურთასა და ძველ აბასთუმანზე
რუსეთის ავიაციამ იერიში მიიტანა ზუგდიდის რაიონის სოფლებზე, ურთასა და ძველ აბასთუმანზე
15:24
რამდენიმე წუთის წინ რუსეთის ავიაციამ იერიში მიიტანა ზუგდიდის რაიონის სოფელ ურთასა და ზუგდიდიდან 6 კმ-ით დაშორებულ სოფელ ძველ აბასთუმანზე. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სოფელ ურთაში დაბომბილია ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი. რამდენიმე ჭურვი ჩამოვარდა სოფელ ძველს აბასთუმანშიც. ეს სოფელი მჭიდროდაა დასახლებული და იქ რუსი სამშვიდობოების ბაზაც არის განთავსებული. როგორც ~ინტერპრესნიუსის~ კორესპონდენტი იუწყება, ქართულმა მხარემ საზენიტო ცეცხლი გახსნა, თუმცა მოიერიშე თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ არსებობს. არ ვრცელდება ცნობები დაშავებულების შესახებაც.