როგორც BBC იტყობინება, რუსეთის ფედერაცია ცდილობს მაქსიმალურად გაზარდოს ტანკების რაოდენობა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ამვდროულად, რუსეთის ავიაციამ ქალაქ გორის ცენტრალურ უბნებს საავიაციო დარტყმა მიაყენა.
მათ სამიზნეებს სავარაუდოდ სამხედრო ბაზები წარმოადგენდა, თუმცა საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა. BBC-ს რეპორტიორებმა იხილეს ძლიერ დაზარალებული მოსახლეობა, რომლებიც თავისსავე საცხოვრებელ სახლებში რუსული ჭურვებით არიან დაჭრილები.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ იღწვის იმისთვის, რათა ”საქართველოს მშვიდობა აიძულოს”. რუსეთის სამხედეროებმა ასევე განაცხადეს, რომ გააგრძელებენ ჯარის შეყვანას სამხრეთო სეთში და განახორციელებენ სამხედრო ოპერაციებს.
BBC-ს კორესპონდენტმა ჯეიმს როჯერსმა, მოსკოვიდან გვამცნო, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება ფიასკოთი დამთავრდა. გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ვერ შეძლო შეეჯერებინა იმ განცხადების ტექსტი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.
რუსეთი გაეროს საბჭოს მუდმივი წევრია და მას შესწევს უნარი, ვეტო დაადოს ნებისმიერ რეზოლუციას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. დიდი ბრიტანეთი, აშშ და საფრანგეთი აგრესიაში დამნაშავედ რუსეთს თვლიან.
სანამ რუსეთის ფედერაცია სამხრეთ ოსეთში ჯავშანტექნიკის გადასროლას აწარმოებს, სერგეი ლავროვმა 1500 მშვიდობიანი მოქალაქის და 15 დაღუპული ჯარისკაცის შესახებ გააკეთა განცხადება.
ამ დროს კი კრემლში
- ”ჩვენი მშვიდობისმყოფელები და სამხედრო ქვედანაყოფები ცდილობენ შეაჩერონ ქართული ცეცხლი. ისინი ასევე პასუხს აგებენ იაფფასიან პროვოკაციაზე” - განაცხადა სერდიუკოვმა. პარალელურად, რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას სამხრეთ ოსეთში, რუსეთის ფედერაციის ელიტური სადესანტო ქვედანაყოფის გადასროლის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ შეტევა ცხინვალზე შაბათის ღამეს არ იყო ინტენსიური, რუსულმა თვითმფრინავებმა განახორციელაეს ავიაიერიში იმ სამხედრო ბაზებზე, საიდანაც ხორციელდებოდა შეტევა ცხინვალის მიმართულებით.
BBC-ს კორესპონდენტმა რიჩარდ გალკინმა დაინახა აფეთქება ქალაქ გორის ცენტრში. ერთ-ერთი რაკეტა სამხედრო ბაზას მოხვდა. ჯარისკაცებმა მოასწრეს ევაკუირება. აფეთქების შედეგად არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ამ დროისათვის მიმდინარეობს დაჭრილთა და დაღუოულთა გამოყვანა დანგრეული სახლებიდან.
პრეზიდენტ სააკაშვილის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქართველო სააგანგებო მდგომარეობის შემოღებას გეგმავს. უსაფრთხოების მიზნით, საქართველოში მიმდინარეობს სამთავრობო შენობების ევაკუირება.