როგორც რუსული ინტერნეტ-გამოცემა ლენტა.რუ იუწყება, ცხინვალის მოვლენებმა რუსეთის საფონდო ბირჟაზე გავლენა მოახდინა.
მოსკოვის დროით 15:30 რუსეთის საფონდო ინდექსები 3-4 პროცენტით დაეცა. სავაჭრო სესიის დაწყებისას ისინი ამერიკული და აზიური ინდექსების ვარდნის გამო ეცემოდნენ, მაგრამ ამის შემდგომ ტრეიდერებმა ყურადღება სამხრეთ ოსეთში განვითარებულ მოვლენებზე გადაიტანეს.
რუსული საბირჟო მონაცემების ვარდნა უფრო მეტად იგრძნობა, როდესაც მათ მოძრაობას ევროპული საფონდო ინდექსების მოძრაობას ადარებენ. საერთოდ, როგორც წესი, აღინიშნება ხოლმე მსგავსი დინამიკა, თუმცა, დღეს, 8 აგვისტოს, აღინიშნება ევროპული მონაცემების ზრდა.
გრაფიკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, 13-დან 14 საათამდე ტრეიდერებს პრაქტიკულად არც ერთი აქცია არ გაუყიდიათ.
ამის შემდეგ, ყიდვა-გაყიდვა კვლავ გაგრძელდა, რაც დროში დაემთხვა რამდენიმე რუსი ოფიციალური პირის ერთდროულ რეაქციას, რომელიც მათ სამხრეთ ოსეთში არსებულ სიტუაციასთან მიმართებაში გამოხატეს.