ხუთშაბათი, 26.12.2024, 16:58
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 570
Главная » 2008 » აგვისტო » 10 » ირაკლი ალასანიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რუსული აგრესიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
ირაკლი ალასანიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რუსული აგრესიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა
22:10
გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ უშიშროების საბჭოს საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და უშიშროების საბჭოს საქართველოს ოკუპაციის შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
"ბოლო 12 საათის განმავლობაში რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის არაადამიანურ დაბომბვას. რუსეთის სახმელეთო ჯარები საქართველოს ოკუპაციის და მოსახლეობის განდგურებას ახორციელებს. რუსულმა მხარემ ცხინვალის რეგიონში 150 ერთეული ჯავშანტექნიკა და 300 საარტილერიო დანადგარი შეიტანა, ოჩამჩირეში შესულია 4 ათასი რუსი ჯარისკაცი. ჩვენი ჯარები კონფლიქტის ზონიდან შორს იმყოფებიან, მაგრამ რუსული ავიაცია საჰაერო დარტყმებს მაინც ახორციელებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მან რუსული სამხედრო საჰაერო ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვებზე დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსული გემები საქართველოს პორტებში ჰუმანიტარული ტვირთების შეტანას ხელს უშლიან.
ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო მოქმედებებში ჩართვას და მეორე ფრონტის გახსნას აფხაზეთს აიძულებს. მისი თქმით, ზემო აფხაზეთზე სერიოზული შეტევა მზადდება და ამ ფონზე რუსი სამშვიდობოები სრულიად პასიურები არიან.
"ვთხოვთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს, აღდგეს მონიტორინგის საშუალებები და ყველა ზომა იქნას მიღებული საქართველოს მოსახლეობის განადგურების აღსაკვეთად", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისი შეფასებით, რუსეთის მცდელობა, საქართველოში შეჭრა სამშვიდობო ოპერაციად წარმოაჩინოს, სრულიად აბუსრდულია. ალასანიას განცხადებით, რუსულ მხარეს საერთაშორისო სამართლისა და არსებული კანონმდებლობის მიხედვით, არ ჰქონდა არანაირი საფუძველი ამგვარი მქედებები განეხორციელებინა.
საქართველოს წარმომადგენელი აგრესორს თავად რუსეთს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ქვეყანა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ჩანაცვლებას ცდილობს.
"საქართველოს ხელისუფლება დაუკავშირდა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მაგრამ პრეზიდენტმა მედვედევმა ქართველ კოლეგასთან საუბარზე უარი განაცხადა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა დღეს ქართული და აშშ-ის დელეგაციების მოთხოვნის საფუძველზე გაიმართა.
Просмотров: 809 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz