ხუთშაბათი, 26.12.2024, 17:06
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » აგვისტო » 10 » ზემო აფხაზეთი ცეცხლის ალში
ზემო აფხაზეთი ცეცხლის ალში
20:57
აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა აფხაზეთის რამდენიმე რაიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ბაღაფშის ბრძანებულებით, 10 დღის ვადით საომარი მდგომარეობა გამოცხადდა გალის, ტყვარჩელის, ოჩამჩირის, გულრიფშის რაიონებში და სოხუმის რაიონის ნაწილში, კერძოდ, სოფლების – ფსხუს, აგრას, გუმას, აკაფას, ძიგუთასა და ზემო კელასურის საზღვრებთან.

გალის რაიონის სოფლებში – ფიჩორაში, გაგიდასა და ბარღებში რუსული შეიარაღებული ძალების მძიმე ტექნიკა და პირადი შემადგენლობა შევიდა. რუსი ჯარისკაცების ერთ-ერთი შტაბი გაგიდას საშუალო სკოლაშია განთავსებული.

”ტექნიკა, უმთავრესად, განმუხურის მხარეს, შავი ზღვის სანაპიროზეა განლაგებული. რუსულმა მხარემ ძალიან დიდი დამატებითი ძალა შემოიყვანა. თუმცა, ისინი აცხადებენ, რომ მიზანი მხოლოდ გალის რაიონში პოზიციების გამაგრებაა და ზუგიდიდს რაიონის მიამრთულებით გადაადგილებას არ აპირებენ”, - აცხადებს გალის რაიონის მოსახლეობა.

სამი საათისთვის აფხაზურმა და რუსულმა ძალდებმა კოდორის ხეობის ზედა ნაწილის შტურმი დაიწყეს, რასაც წინ ინტენსიური საჰაერო თავდასხმა უძღვოდა. განსაკუთრებული სისასტილით დაიბომბა სოფლები აჟარა და გენწვისი.

მიუხედავად გააფთრებული სეტევებისა ქართულმა სამთავრობო ძალებმა ზემო აფხაზეთზე რუსული და აფხაზური მხარეების სახმელეთო შეტევა მოიგერიეს.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თემურ იაკობაშვილი თქმით, მიუხედავად ქართველების მოწოდებისა, აფხაზები რუსეთის პროვოკაციას წამოეგნენ და კოდორის ხეობაზე მიიტანეს შეტევა. იაკობაშვილი აცხადებს, რომ ქართველებს არანაირი იერიშის არ ეშინიათ და ქართულ სამხედრო ძალებს შეუძლიათ დაიცვან კოდორის ხეობა.

Просмотров: 948 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz