ხუთშაბათი, 26.12.2024, 16:56
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » აგვისტო » 10 » საქართველოზე აგრესია რუსეთს უკვე 2 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა.
საქართველოზე აგრესია რუსეთს უკვე 2 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა.
00:18
 
რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული გამოუცხადებელი ომის ყველაზე მძიმე მომენტი დღევანდელი დღე იყო. რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ქალაქ გორის დაბომბვა დილის 10 საათიდან დაიწყეს და ეს თითქმის მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. სუ 24 და სუ 25-ის ტიპის რუსულმა თვითმფრინავებმა ბომბები ჩამოყარეს გორის სატანკო დივიზიაში.

დაბომბვების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა. აგრესორებმა ასევე იერიში მიიტანეს გორის მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ რაიონებშიც. დაიბომბა კომბინატისა და წმინდაწყლის დასახლებები. დაინგრა 4 საცხოვრებელი კორპუსი. ქართველების მიერ ჩამოგდებული ერთ-ერთი რუსული ბომბდამშენის ცოცხლად გადარჩენილი მფრინავი იგორ ზინოვი, “ვერ იხსენებდა”, თუ კონკრეტულად რა დავალებით იყო საქართველოში შემოფრენილი.

გააფთრებული ომი გაგრძელდა უშუალოდ კონფლიქტის ზონაშიც. ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლების განსაკუთრებული შემართების მიუხედავად, ჩრდილოკავკასიიდან შემოსულმა რუსეთის 53-ე ბრიგადის რუსმა მებრძოლებმა ცხინვალის რამდენიმე უბნის დაკავება მაინც მოახერხეს. ქართული სოფლის მოსახლეობა ამ დროს უკვე უსაფრთხო ადგილზე იყო გახიზნული და ამან ქართულ არმიას საშუალება მისცა, დაცარიელებულ სოფლებში ძლიერი გამაგრებული პუნქტები შეექმნათ.

გორგი ქარუმაშვილი, დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი: “ჩვენმა ბიჭებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს და ახლაც ლომებივით იბრძვიან. ახლა მთავარია ამერიკამ მოგვხედოს, თორემ მარტო ჩვენ რუსეთთან ვერაფერს გავხდებით. მსხვერპლი ჩვენთანაცაა, მაგრამ ჩვენებმა რუსები მართლა არ გაახარეს და მე როგორც მითხრეს, რუსებმა გვამებით სავსე ორი დიდი ტრაილერი გადაიყვანეს ვლადიკავკაზში. ადგილობრივები ძირითადად გასულები არიან კონფლიქტის ზონიდან. სოფლებში მარტო ბრძოლისუნარიანი მამაკაცები ვართ და ჩვენი სახლების დათმობას არ ვაპირებთ”.

დროებითი წარმატება რუსებს საკმაოდ დიდი მსხვერპლის ფასად დაუჯდათ. დაუდასტურებელი მონაცემებით, ქართველი მებრძოლების მიერ 100-ზე მეტი რუსი აგრესორის ლიკვიდაცია მოხდა. გარდა ამისა, ჯავასთან ახლოს მომხდარი შეტაკებების დროს, განადგურდა 20-მდე ერთეული რუსული მძიმე ტექნიკა. ამ მონაცემებს თუ ჩამოდგებულ რუსულ თვითმფრინავებს და წინა დღეებში განადგურებულ მტრის ტექნიკას დავუმატებთ, აღმოჩნდება, რომ რუსეთს საქართველოზე აგრესია 2 მილიარდ დოლარზე მეტი უკვე დაუჯდა.

აგრესია განხორციელდა კოდორის ხეობაზეც. კოდორში განლაგებული ქართული სამშვიდობო ძალების ავიაციიდან დაბომბვის შემდეგ, მათზე რუსებმა სახმელეთო იერიში მიიტანეს, თუმცა ქართული შენაერთები მტერს მომზადებულნი დახვდნენ და რუსებმა ხეობაში წინ წაწევა ვერ მოახერხეს. როგორც ჩანს, კოდორში კიდევ უფრო გააფთრებულ ბრძოლებს უნდა ველოდოთ

Просмотров: 911 | Добавил: admin | Рейтинг: 5.0/2 |
Всего комментариев: 2
07.03.2010
2. კლეოპატრა ქარუმაშვილი [სტატია]
თუ გიორგი ქარუმაშვილზე გაქვთ რაიმე ინფორმაცია ძალიან გთხოვთ მომწეროთ იმეილზე: kleopatra_10@posta.ge მეც ქარუმაშვილი ვარ და ძალიან მინდა მისი გაცნობა. ქარუმაშვილები ვართ დზაან ცოტანი და ძალიან გაგვიხარდება კიდევ ერთი ქარუმაშვილის გაცნობა.

19.12.2009
1. ქარუმაშვილი [სტატია]
თუ ვინმემ იცით გორგი ქარუმაშვილის რაიმე საკონტაქტო ინფორმაცია მომწერეთ იმეილზე: nick@ank.ge ჩემი მოგვარეა და ქარუმაშვილები არც თუ ისე ბევრი ვართ. მეგონა რო ყველა ქარუმაშვილს ვიცნობდი მარა თურმე ვცდებოდი. მოკლედ თუ ვინმემ იცით ამ ადამიანზე რამე მომწერეთ :)

სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  აგვისტო 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz