ქმედებები სამხრეთ ოსეთში აბსოლუტურად დასაბუთებულია იურიდიული თვალსაზრისით, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, - იუწყება ”რია ნოვოსტი”.
”იურიდიული თვალსაზრისით ჩვენი ქმედებები აბსოლუტურად დასაბუთებული და ლეგიტიმურია”, - განაცხადა პუტინმა შაბათს ვლადიკავკაზში გამართულ თათბირზე.
მისი თქმით, ”ეს ქმედებები აუცილებელია”.
ქვემოთ მოყვანილია ამონარიდები პუტინის გამოსვლიდან:
”ჩვენ მშვენივრად გვესმის, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვისწრაფით კონფლიქტური სიტუაციების სამართლიან, მშვიდობიან გადაჭრისკენ, რომელიც ჩვენ წარსულიდან გვერგო”, - აღნიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.
”მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ შეწყვიტოს აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, შეწყვიტოს ყველა დადებული შეთანხმების დარღვევა და პატივისცემით მოექცეს სხვა ხალხების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს”, - განაცხადა პუტინმა.
”თუ ვინმეს სურს, რომ მას პატივისცემით ეპყრობოდნენ, თვითონ უნდა სცეს პატივი სხვებს”, - განაცხადა მან.
”მიყენებულია სასიკვდილო დარტყმა თვითონ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ანუ, ზიანი მიადგა მის სახელმწიფოებრიობას: წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ყოველივე ამის შემდეგ, რაც ეხლა ხდება, დაარწმუნო სამხრეთ ოსეთი, შევიდეს საქართველოს შემადგენლობაში”, - აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, ”გაჩაღებულმა აგრესიამ მრავალრიცხოვაინ მსხვერპლი გამოიწვია, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობას შორის და გამოიწვია ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა”.
”ეს, რა თქმა უნდა, დანაშაულია ოსი ხალხის წინააღმდეგ”, - განაცხადა პუტინმა.
”რუსეთში საქართველოს ყოველთვის დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ, ხოლო ქართველ ხალხს - ძმებად მიიჩნევენ. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად დღევანდელი ტრაგიკული მოვლენებისა, ასე გაგრძლდება მომავალშიც”, - განაცხადა პუტინმა.
”ასეთი ურთიერთობა მომავალშიც იქნება, მიუხედავად ამ ქვეყნის დღევანდელ ხელისუფალთა დანაშულებრივ პოლიტიკისა”, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, გავა დრო, ”და თვითონ ქართველი ხალხი მისცემს ობიექტურ შეფასებას საკუთარი დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობას”.
|