შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საქართველო ერაყში სამშვიდობო მისიით მყოფ კონტინგენტს სრული შემადგენლობით გამოიწვევს, რომელიც 2000 სამხედრო მოსამსახურეს ითვლის, იუწყება სააგენტო ”როიტერი”.
”ბრიგადა სრული შემადგენლობით გაემგზავრება ერაყიდან. ჩვენ ველოდებით ამერიკულ მხარეს, რომელიც ჩვენს ტრანპორტირებას უზრუნველყოფს”, - აცხადებს სააგენტო, კონტინგენტის სარდალზე დაყრდნობით.
გუშინ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, რომ საქართველო ერაყიდან კონტინგენტის ნაწილს - ათას სამხედრო მოსამსახურეს უკან იწვევს. --0--