ორშაბათი, 29.04.2024, 02:53
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » ძველი სიახლები
შს მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის ინფორმაციით, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები შეუფერხებლად მუშაობენ. არც ერთი რეისი ამ დროისთვის გადადებული არ არის. მისივე ინფორმაციით, შეუფერხებლად მუშაობს საქართველოს რკინიგზაც.
წაკითხულია: 932 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის სანდრო კვიტაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაღუპულია 45 სამხედრო მოსამსახურე და 40 მშვიდობიანი მოსახლე. "იმ მონაცემების მიხედვით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს გააჩნია, დაღუპულია 45 სამხედრო მოსამსახურე და 40 მშვიდობიანი მოსახლე. ონის რაიონის დაბომბვის დროს დაიჭრა 6 მოზარდი, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ასევე, მეტ-ნაკლებად მძიმეა სხვა დაჭრილების მდგომარეობაც. მობილიზებულია ყველა სამედიცინო სამსახური და ჯერ გამოყენებული არ არის რეზერვი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სისტემა შეუფერხებლად მუშაობს და რაიმე გართულებებს არ ველოდებით", - განაცხადა სანდრო კვიტაშვილმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.
 
წაკითხულია: 778 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველო ხვალ პეკინის ოლიმპიადას ოფიციალურად დატოვებს. როგორც "პირველისთვის" გახდა ცნობილი, საქართველოს პირველი ლედი სანდრა რულოვსი, რომელიც ამჟამად ოლიმპიადაზე იმყოფება, შესაბამის ოფიცილაურ განცხადებას სავარაუდოდ, ხვალ გააკეთებს. განცხადების ტექსტი ამ წუთებში მზადდება. როგორც ცნობილია, რამდენიმე ხნის წინ ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა მსოფლიოს ყველა ოლიმპიელს პეკინის ოლიმპიადიდან რუსეთის დელეგაციის მოხსნის თხოვნით მიმართა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ოლიმპიადას ბოიკოტს თავად ქართული დელეგაცია გამოუცხადებს
წაკითხულია: 858 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საფრანგეთში საქართველოს ელჩის, მამუკა კუდავას განცხადებით, საფრანგეთს უკვე მომზადებული აქვს და ხვალ რუსეთს წარუდგენს სამპუნქტიან გეგმას, სადაც მითითებულია, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი, პატივისცემა გამოიხატოს საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ და რუსეთის სამშვიდობოების ჩანაცვლება მოხდეს საერთაშორისო ფორმულით. ამის შესახებ კუდავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა და დასძინა, რომ საფრანგეთი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. პრეზიდენტი სარკოზი კი მზადა არის პირადად ჩაერთოს კონფლიქტის მოგვარების საქმეში. მამუკა კუდავას ინფორმაციით, ორშაბათს ან სამშაბათს ევროკავშირის ქვეყნების 27 მინისტრი შეიკრიბება, სადაც სწორედ საქართველოს საკითხზე იქნება მსჯელობა. მომავალი კვირის ბოლოსთვის კი, საჭიროების შემთხვევაში, სარკოზი სამიტს მოიწვევს, რომელსაც 7 ქვეყნის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.
წაკითხულია: 789 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

სოხუმის უნივერსიტეტის  სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაცია აპროტესტებენ რუსეთის  სახელმწიფოს  მიერ განხორციელებულ აგრესიულ  საომარ  მოქმედებებს საქართველოს  მიმართ. "XXI საუკუნეში, მსოფლიო საზოგადოებრივი აზროვნების განვითარების ამ ეტაპზე, როდესაც არსებობს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის  დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და მსოფლიო საზოგადოებრიობა ცდილობს ნებისმიერი კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოაგვაროს, მაშინ როდესაც ადამიანის სიცოცხლე აღიარებულია უპირველეს ღირებულებად, რუსეთის მოდერნიზებული იმპერიის,  ნეობოლშევიკური და ნეოფაშისტური აგრესია სუვერენული ქვეყნის მიმართ, მიუთითებს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების საზოგადოებრივი აზროვნების საშინელ  ჩამორჩენილობაზე", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ საგანგებო მიმართვაში. "საქართველოს არაფერი აქვს გასაყოფი ოს ხალხთან, რადგან ჩვენ მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლის  შესანიშნავი  ისტორია გვაკავშირებს. მოვუწოდებთ ყველას ხმა აიმაღლოს რუსეთის ხელისუფლების ბარბაროსული ქმედების წინააღმდეგ. მსოფლიო თანამეგობრობამ უნდა აღკვეთოს რუსეთის ინტერვენცია საქართველოში. იმედი გვაქვს მსოფლიოს  შეგნებული  საზოგადოებრიობა და რუსი ხალხი ხმას აიმაღლებენ ამ  ბარბაროსობის  წინააღმდეგ", - ნათქვამია საგანგებო განცხადებაში.
წაკითხულია: 826 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

წაკითხულია: 794 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

წაკითხულია: 867 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთთან სამამულო ომს აწარმოებს.

იაკობაშვილმა აღნიშნული განცხადება დღეს საღამოს საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მან “სისულელე და ტყუილი” უწოდა.

მისი თქმით, რუსეთი ცხინვალის დატოვების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. იაკობაშვილმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტის გამო საქართველოს პრეზიდენტს სხვადასხვა ქვეყნების ხელმძღვანელი პირები უკავშირდებოდნენ და შეშფოთებას გამოთქვამდნენ.

- “ეს არის საქართველოს სამამულო ომი რუსეთთან და არა შეიარაღებული კონფლიქტი. იგი საქართველოს გამარჯვებით დასრულდება”, - აღნიშნა იაკობაშვილმა.

მისივე თქმით, გამოიკვეთა რუსეთის აგრესია, მაგრამ იგი ამით საქართველოს ვერ დააშინებს.

- “რუსეთის 4 თვითმფრინავი შემოვიდა და ჩამოვაგდეთ. კვლავაც ჩამოვაგდებთ. შემოყვანილი იყო მძიმე ტექნიკა, მაგრამ ჯავის აქეთ ვერ გადმოვიდა”, - აღნიშნა იაკობაშვილმა. იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს შესწევს ძალა, რათა დაამტკიცოს, რომ იგი თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანაა.

წაკითხულია: 813 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

 
ახალი ქართულ-ოსური ომი უკვე მომხდარი ფაქტია. უკვე ცნობილია გამარჯვებულიც – თბილისი. ოღონდ, რა თქმა უნდა, ერთი პირობით – ამის საშუალება მას მოსკოვმა უნდა მისცეს.

ოფიციალური რუსეთის შედარებითმა პასიურობამ უკანასკნელი დღეების მოვლენებს უკვე დაასვა გადამწყვეტი დაღი. საგარეო საქმეთა სამინისტროს გაბრაზებული ტონი და დეპუტატების თეატრალიზებული წყევლა-კრულვა არ ითვლება. სანამ საქმეში სამხედრო მუშტი არ ჩართულა, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ქართული ჯარების შეტევის ხმაურიანი თანხლებაა.

რეგიონში განლაგებულმა რუსულმა ძალებმა, იქ მყოფი ნომინალური სამშვიდობოების ჩათვლით, ვერ შეძლეს და, შესაძლოა, არც უცდიათ სისხლისღვრის შეჩერება.

ქართული არმიის სტარტზევე შეჩერება მათთვის არც ისე რთული იქნებოდა. მიუხედავად წესისამებრ განაწილებული როლებისა, ეს არ გაკეთდა.

რა არის ამის მიზეზი? სააკაშვილის ოსტატური საგარეოპოლიტიკური მანევრები? პუტინის ოლიმპიური მოგზაურობა? მედვედევის ვოლგისპირული ტურნე?

ან, იქნებ წინასწარვე იქნა მიღებული იოლად რეალიზებადი გადაწყვეტილება, რომ მოვლენებისთვის ბუნებრივად განვითარების საშუალება მიეცათ? თუ ასეა, მაშინ ეს იქნებოდა რუსეთის სამხრეთკავკასიური პოლიტიკის უდიდესი შემოტრიალება ბოლო 15 წლის განმავლობაში. და თუ ასე არ არის და მასშტაბური ძალისმიერი ჩარევა გველის, მაშინ მისი ფასი – პოლიტიკურიც და კონფლიქტის ყველა მონაწილის მიერ დაღვრილი სისხლისაც – გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე სულ ახლო წარსულში შესაძლოა ყოფილიყო.

და თუ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 827 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

 
 
 
 
წაკითხულია: 815 | თარიღი: 10.08.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 118 119 120 121 122 123 »
Форма входа
Календарь новостей
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz