პარასკები, 03.05.2024, 16:27
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
კმაყოფილი ხართ ჩვენი მუშაობით?
ნახვა: 56
Главная » ძველი სიახლები
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო სათათბიროში რატიფიკაციისთვის რუსეთის ფედერაციას და “აფხაზეთის რესპუბლიკასა” და “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს” შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებების შეტანას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული იმპერიალიზმის მიერ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს უწოდებს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ არის მიმართული.

“მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან - საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული - რუსეთის ფედერაცია თანმიმდევრულად ატარებს ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას, რომლის მთავარი იარაღია მოსახლეობის ეთნიკური წმენდა საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამ ამოცანის გადასაწყვეტად მოსკოვი არ ერიდება მარიონეტული რეჟიმების შექმნას და მათი თუ საკუთარ ე.წ. მშვიდობისმყოფელთა ხელით მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორსა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას”, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, საკუთარი მოქალაქეების დაცვის პროფაშისტური მოტივაციით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ სცნო ზემოხსენებული მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი “სახელმწიფოები” და მათი “საზღვრების” უსაფრთხოების დაცვა სუკ-ის მემკვიდრე რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურს ჩააბარა, რაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ბაზების შექმნასთან ერთად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აშკარა წინააღმდეგობაში მოდის ... წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 823 | თარიღი: 22.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე მოსკოვის მიერ სრული კონტროლის დაჩქარებულად დაწესების მიზეზებზე, ნიცაში 18 ნოემბრისათვის დაგეგმილი შეხვედრისა და მედვედევის ერევანში ვიზიტის ჩვენთვის სავარაუდოდ ცუდ შედეგებზე, ასევე ოპოზიციის ნოემბრისათვის გააქტიურების სავარაუდო სცენარებზე პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძემ ისაუბრა.

- ბატონო არჩილ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მოსკოვის სურვილი დაჩქარებული ტემპებით “სამართლებრივად” გააკონტროლოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია?

- ეს იმ პროცესის ნაწილია, რომელიც მოსკოვმა 26 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით დაიწყო. ეს პროცესი პრაქტიკულად უფრო ადრეც დაიწყო, როცა პუტინის 16 აპრილის განკარგულებით რუსეთის სამინისტროებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის დამყარება დაევალა.

ახლა ხდება სოხუმთან და ცხინვალთან მოსკოვის მიერ დადებული ხელშეკრულებების რატიფიცირება. რუსეთი ცდილობს ამ რეგიონებში მის საქმიანობას სამართლებრივი სახე მისცეს.

რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გაკონტროლება, ამ რეგიონებში ბაზების მშენებლობა, მოსკოვის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გასაკონტროლებლად “სრულფასოვანი სამართლებრივი ბაზის შექმნა”, ამ რეგიონების მაქსიმალურად კონტროლს ქვეშ აყვანას ემსახურება. მოსკოვი ცდილობს ის, რაც ცეცხლითა და მახვილით მოიპოვა, მაქსიმალურად გააკონტროლოს და დიპლომატიური გზით ვინმემ არ დაათმობინოს.

- აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრების სრულფასოვნად გაკონტროლების შემდეგ ეს რეგიონები დასავლეთისათვის და ჩვენთვის პრაქტიკულად სრულად ჩაიკეტება. ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 785 | თარიღი: 22.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ფონდიძმები ბაგრატიონებიბაგების #-3 კორპუსში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას ჰუმანიტარულ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 931 | თარიღი: 22.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დღეს, 16:00 საათზე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების დეპარტამ,ენტის ხელმძღვანელი ჟან კლოდ ერო პრესკონფერენციას გამართავს. 

იგი ევროკავშირის მიერ გამყოფილი დახმარების შესახებ ისაუბრებს. 

ჯან კლოდ ერო საქართველოს 18 ოქტომბერს ეწვია. ვიზიტი 23 ოქტომბრამდე გასტანს.  იგი აკვირდება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 6 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას.

წაკითხულია: 836 | თარიღი: 22.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მივა. 

კუბლაშვილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ანტიკრიზისულმა საბჭომ დაიბარა. 

როგორც ჟურნალისტებს საბჭოს თავმჯდომარემ გია თორთლაძემ განუცხადა, დეპუტატები კოტე კუბლაშვილისგან მოისმენენ ინფორმაციას და დაუსვამენ შეკითხვებს უზენაეს სასამართლოში გატარებულ და დაგეგილ რეფორმებთან დაკავშირებით. 

ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.

წაკითხულია: 842 | თარიღი: 22.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დღეს ბრიუსელში საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილი დონორთა კონფერენცია გაიმართება. 

კონფერენციის მთავარი მიზანი საქართველოსთვის დახმარების სახით ფულადი თანხის გამოყოფაა.

კონფერენციაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას.

კონფერენციის თანათავმჯდომარეები ევროკომისარი საგარეო საქმეთა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სფეროში ბენიტა ფერერო ვალდნერი და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შიგეო კაცუ იქნებიან. 

შეხვედრაზე განცხადებებს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძის ხელმძღვანელობით ბრიუსელში უკვე გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებთან, ევროკომისიის ეკონომიკურ და საგარეო საქმეთა გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან მარკო ბუტისთან.

ამასთან, ბრიუსელში საქართველოს პრემიერისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხოსე მანუელ ბაროზოს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

გარდა ამისა, ბრუსელში ვიზიტისას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 893 | თარიღი: 22.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დღეს პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება. 

ინტერფრაქციული ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ინიციატივით 3 ნოემბრის არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით შეიქმნა და მის შემადგენლობაში ყველა საარჩევნო სუბიექტია წარმოდგენილი. 

ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები დეპუტატები ლევან ვეფხვაძე, პავლე კუბლაშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, აკაკი მინაშვილი და ჯონდი ბაღათურია არიან.  

ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში 13.00 საათისთვის დაინიშნა.

წაკითხულია: 836 | თარიღი: 22.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

როინ შავაძის მკვლელობის დეტალებთან დაკავშირებით  პლენარულ სხდომაზე გიორგი და გივი თარგამაძეებმა იდავეს.

პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებას სენაკის ბატალიონის ჯარისკაცის როინ შავაძის მკვლელობის საქმის განსაკუთრებულ კონტროლზე აყვანის თაობაზე, დღის მეორე ნახევარში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე გამოეხმაურა.

გივი თარგამაძის განცხადებით, მან გადაამოწმა ინფორმაცია და შეიტყო, რომ როინ შავაძე ნარკოტიკების შენახვისთვის იყო დაპატიმრებული, გაქცევა სცადა, ბადრაგს იარაღი წაართვა და გაისროლა. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ შავაძე ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. ამ ფაქტის გახმაურებისას, გივი თარგამაძემ კოლეგა გიორგი თარგამაძეს რჩევაც მისცა, რომ „ადამიანის ტრაგედიები არ არის ის თემა, რომელიც წინასაარჩევნო სპეკულაციისთვის შეიძლება გამოიყენოს".

გაქცევისას ლიკვიდირების ვერსია საეჭვოდ მიაჩნია გიორგი თარგამაძეს, რომელმაც შემდეგ განაცხადა, რომ როინ შავაძეს წინა მხრიდან 22 ტყვიაზე მეტი აქვს მოხვედრილი და გაქცეულ ადამიანს წინიდან არ ესვრიან. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა კვლავ მიმართა გენპროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანონ ეს საქმე და უზრუნველყონ ოჯახის წევრების უსაფრთხოება.
გიორგი თარგამაძის ინფორმაციით, 16 აგვისტოს, ბათუმის ცენტრალური ქუჩიდან ნიღბიანმა პირებმა როინ შავაძე გაიტაცეს, რომელიც საღამოს პროზექტურაში მკვდარი იპოვეს.

თარგამაძემ ეს ფაქტი სახელმწი ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 848 | თარიღი: 22.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

წითელა-წითურას ინდური ვაქცინის მიერ რამდენიმე მოზარდში გამოწვეული უკურეაქციის მიუხედავად, ქართველი მედიკოსები მშობლებს აცრების ჩატარებისკენ მოუწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, თბილისის 67-ე და მე-5 საჯარო სკოლების 9 მოსწავლეს სკოლაში ჩატარებული აცრების შემდეგ გულისრევა, თავის ტკივილი, შემცივნება, კიდურების შეშუპება და თავბრუსხვევა აღენიშნათ, რამაც მოზარდებსა და მათ მშობლებში პანიკა გამოიწვია.

როგორც ”პირველს” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ვაქცინაციას სხვადასხვა ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვაგვარად იტანს და რიგ შემთხვევებში აცრას შესაძლოა, გარკვეული უკურეაქციაც მოჰყვეს, მაგრამ ეს ვაქცინის უვარგისობაზე არ მიუთითებს და მოსახლეობის შეშფოთების საფუძველი არ უნდა გახდეს.

საყოველთაო აცრები საქართველოს მასშტაბით გუშინ დაიწყო. წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინა ინდოეთიდან შემოიტანეს და ის საქართველოში მცხოვრებ 6-დან 27-წლამდე ასაკის 1 მილიონ ადამიანზეა გათვლილი.

წაკითხულია: 795 | თარიღი: 22.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველო საერთაშორისო საზოგადოებისგან მიმდინარე წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების შედეგად მიღებული ზარალის ასანაზღაურებლად დაახლოებით 4 მილიარდს მიიღებს.

აღნიშნული საკითხი დღეს ბრიუსელში დონორთა კონფერენციაზე გადაწყდება. როგორც ცნობილია, ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძის ხელმძღვანელობით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილ დონორთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებთან, ევროკომისიის ეკონომიკურ და საგარეო საქმეთა გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან მარკო ბუტისთან.

ამასთან, ბრიუსელში საქართველოს პრემიერისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხოსე მანუელ ბაროზოს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. გარდა ამისა, ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორი და საგარეო დახმარების დირექტორი ჰენრიეტა ფორე საქართველოსა და აშშ-ს შორის ბიუჯეტის თანადგომის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

წაკითხულია: 836 | თარიღი: 22.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 6 7 ... 122 123 »
Форма входа
Календарь новостей
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz