ხუთშაბათი, 02.05.2024, 20:07
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » ძველი სიახლები
საპარლამენტო უმრავლესობა ბრიუსელის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოსთვის გამოჩენილი მხარდაჭერისთვის თითოეულ დონორს მადლობას უხდის და საქართველოსთვის 4 მლრდ. 500 მლნ. დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილებას ქვეყნისათვის უდიდეს მორალურ, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერად აფასებს. ”დონორთა კონფერენციაზე მიღწეული შედეგები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ ტოვებს და როგორ იზიარებს საქართველოს გაჭირვებას და პრობლემებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა” - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა. მაჭავარიანი ირწმუნება, რომ საქართველოსთვის გამოყოფილი თითოეული ცენტი “მიზნობრივად, გამჭვირვალედ და ტრასფარენტულად დაიხარჯება”. უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის აზრით კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ საქართველო სოლიდურ ფინანსურ დახმარებას მსოფლიო გლობალური კრიზისის დროს იღებს. “გუშინდელი გადაწყვეტილებით მსოფლიომ დაამტკიცა, რომ თავად საქართველო არის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, რადგან აგრესორ ქვეყანას არავინ ეხმარება. საერთაშორისო თანამეგობრობა ყველა ტრიბუნას იყენებს, რომ ხაზი გაუსვას რუსეთის აგრესიულ ქმედებებს” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
წაკითხულია: 827 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” აჭარის რეგიონში გამოვლენილ ”უხეშ საარჩევნო დარღვევებზე” საუბრობს და სახელმწიფო თანამდებობის პირებს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. როგორც მოძრაობის წევრმა ნიკა ლალიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, წინასაარჩვენო კამპანიაში ადგილობრივ მოხელეებთან ერთად აქტიურად არის ჩართული სემეკ-ის ხელმძღვანელი გურამ ჩალაგაშვილი. ამ კონტექსტში დეპუტატმა კიდევ ერთხელ გააჟღერა აჭარის მეთაურის ლევან ვარშალომიძის გვარი და ხელისუფლებას რეაგირება მოსთხოვა.
წაკითხულია: 812 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია გამთენიისას ბრიუსელიდან დაბრუნდა, სადაც გუშინ დონორთა კონფერენცია გაიმართა.

როგორც დელეგაციის წევრები აღნიშნავენ, შეხვედრაზე ევროპის მხრიდან საქართველოს მიმართ დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა დაფიქსირდა, თანხის ოდენობამ კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭრაბა.

მათივე განცხადებით, დონორთა კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე.

დონორთა კონფერენციაზე გაირკვა, რომ საქართველო მთალიანად 4,5 აშშ დოლარის  დახმარება მიიღებს, საიდანაც 2 მლნ აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 2,5 მლნ აშშ დოლარი - კრედიტი. თანხა ქვეყნაში ეტაპობრივად, სამი წლის განმავლობაში შემოვა.

წაკითხულია: 846 | თარიღი: 23.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მოსკოვი ევროკავშირს “საქართველოს პროვოკაციებზე ყურადღების გამახვილებისკენ” მოუწოდებს.

როგორც დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, “ქართულ-ოსური კონფლქტის ზონაში განლაგებულმა ევროკავშირის დამკვირვებლებმა ქართული მხარის პროვოკაციებს დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ”.

“ჩვენ გვინდა, ამ ზონაში მყოფმა დამკვირვებლებმა ქართული მხარის პერიოდულ პროვოკაციულ ქმედებებზე მეტი ყურადღება გაამახვილონ. მისიის წარმომადგენლებმა ყურდაღება უნდა მიაქციონ ასევე იმ ფაქტს, რომ იქ რეგულარულად ჩნდებიან ქართული სპეცრაზმელები, სხვა შეიარაღებული პირები, მაშინ, როდესაც აბსოლუტურად გასაგებია, რომ სიტუაციის დასამშვიდებლად იქ მხოლოდ პოლიციელები უნდა იმყოფებოდნენ”, - განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ევროკავშირის დამკვირვებლები თავისი საქმიანობით მხოლოდ მომხდარის დაფიქსირებით შემოიფარგლებიან, მაშინ, როდესაც მედვედევ-სარკოზის შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტად გამოდის”.

წაკითხულია: 823 | თარიღი: 22.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პარლამენტში შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფი ხვალიდან ყველა იმ სუბიექტთან შეხვედრებს დაიწყებს, რომელთა საქმიანობა არჩევნებს უკავშირდება. პირველი ასეთი შეხვედრა ხვალ NDI-ს ოფისში სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაიმართება.

სწორედ ასეთი შეთანხმებით დასრულდა დღეს პარლამენტში გამართული ინტერფქციული ჯგუფის პირველი შეხვედრა. 

როგორც ჟურნალისტებს ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, თავდაპირველად შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო და არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორის ჯგუფთან, საარჩევნო ადმინისტრაციასთან, ტელევიზიების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც მომზადდება დასკვნა იმ პრობლემებთან და ხარვეზებთან დაკავშირებით, რომელიც 3 ნოემბრის არჩევნებს უძღვის წინ.  

როგორც ცნობილია, სპეციალური ინტერფრაქციული ჯგუფი 3 ნოემბრის არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ინიციატივით შეიქმნა. ჯგუფის შემადგენლობაში ყველა საარჩევნო სუბიექტია წარმოადგენილი. ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები დეპუტატები ლევან ვეფხვაძე, პავლე კუბლაშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, აკაკი მინაშვილი და ჯონდი ბაღათურია არიან.

წაკითხულია: 945 | თარიღი: 22.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოსახლეობის დემოგრაფიულ გენოციდში ადანაშაულებს.

“ლეიბორისტების” მორიგი ბრალდება 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს უკავშირდება, რომელიც, ძაგანიას შეფასებით, “სრულიად უვარგისია”.

“მაშინ, როცა ყველა გუბერნატორს დაფინანსება 10%-ით გაეზარდა, სამეანო მომსახურების პროგრამა საერთოდ ამოგდებულია ბიუჯეტიდან, ხოლო ბავშვთა სამედიცინო მომსახურების პროგრამისთვის მხოლოდ 3 მილიონი ლარია გამოყოფილი”- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ძაგანიამ.

მან მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, “სააკაშვილის უვარგისი ბიუჯეტი არ დაამტკიცოს” და შეახსენა დეპუტატებს, რომ ისინი “ქართველი ხალხის და არა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ არიან დაქირავებულები”.

წაკითხულია: 816 | თარიღი: 22.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი დალილა ხორავა 23-24 ოქტომბერს ქუთაისში, ხობში, ზუგდიდსა და წალენჯიხაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდება.

დალილა ხორავა ზუგდიდში კოდორის ხეობიდან ჩასახლებულ 65 ოჯახს მოინახულებს. ქუთაისში, ხობსა და ჯვარში ვიზიტისას კი ის იმ უნარშეზღუდულ პირებს და მრავალშვილიან ოჯახებს შეხვდება, რომლებიც მათი სოციალური სტატუსიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ინვალიდებს ინვალიდის სავარძლებსაც გადასცემს. გარდა ამისა, ყველა ოჯახს, რომელსაც დალილა ხორავა ესტუმრება, ჰუმანიტარული დახმარების სახით ჰიგიენური საშუალებები დაურიგდება.

აღნიშნული შეხვედრების დროს დალილა ხორავა სმენადაქვეითებულ პირთა პრობლემების შესწავლას და მათი რაოდენობის განსაზღვრას გეგმავს.

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის პროგრამას საერთაშორისო ორგანიზაციების Counter-Part International-ისა და USAID ის მხარდაჭერით ახორციელებს.

წაკითხულია: 862 | თარიღი: 22.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ, რამდენიმე დღის წინ მოუწოდა თავის მხარდამჭერებს 7 ნოემბერს საპროტესტო აქცია გამართონ პარლამენტის წინ აქციის დარბევის ერთი წლისთავის აღსანიშნავად.

“ეს არის დღე პოლიციური აპარატის წინააღმდეგ, ეს არის ზოგადად ღირსების დღე,” - განაცხადა მან 20 ოქტომბერს პარლამენტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
“სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ყველა იმ ქმედებაზე, რომლითაც ზიანი მოუტანა საქართველოს და იმ სისხლის გამო, რომელიც აგვისტოში დაიღვარა”.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ “კონსერვატორული” პარტია ესწრებოდა პარლამენტის წინ გამართულ პრესკონფერენციას, რამდენიმე სხვა პარტიამ, რომლებიც ოპოზიციური კოალიციის წევრები იყვნენ, “ახალი მემარჯვენეების” ჩათვლით, განაცხადეს, რომ ისინი უერთდებიან აქციას. “რესპუბლიკური” პარტიის წარმომადგენლების თქმით, ისინიც “შესაძლოა” შეუერთდნენ აქციას, თუმცა მათი თქმით, ამ საკითხზე მიმდინარეობს შიდა კონსულტაციები და პარტიის გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ 7 ნოემბერს ერთდღიანი აქციის გამართვა იგეგმებოდა.

“თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამაზე გავჩერდებით,” - განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ ოპოზიცია იწყებს “საპროტესტო აქციების ახალ ტალღას”.

მისი თქმით, ოპოზიცია ითხოვს დემოკრატიზაციას, კერძოდ საარჩევნო კოდექსის რეფორმირებას და სამაუწყებლო მედიის თავისუფლებას.

მოგვიანებით იმავე დღეს რადიო “უცნობის” ეთერში საუბრისას, კახა კუკავა შეეცადა ზო ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 863 | თარიღი: 22.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აჭარის არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების მიზნით შექმნილი პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის პირველი სხდომა დღეს გაიმართება.

პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის ინიციატივით 9 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოვიდა და განაცხადა, რომ აჭარის არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ერთ-ერთ პლენარულ სხდომაზე ბაქრაძემ ისიც განაცხადა, რომ ცალკეული თანამდებობის პირების თავის გამოჩენის სურვილს, ხელისუფლება დემოკრატიულ არჩევნებს არ გადააყოლებს.

ინტერფრაქციული ჯგუფის პირველივე სხდომაზე, ჯგუფის წევრი და უმცირესობის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილ განკარგულების საკითხსაც დააყენებს, რომლის თანახმადაც ბათუმს 12 მილიონი უპროცენტო სესხის სახით გამოეყო. ვეფხვაძემ ამ თანხის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძის ვოიაჟებზე ასახვაზე უკვე ისაუბრა.

ჯერჯერობით უცნობია მოჰყვება თუ არა რაიმე რეაგირება ამ ფაქტს და “დაისჯება” თუ არა ვინმე, თუმცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია ლევან ვარშალომიძის მიხეილ მაჭავარიანის სიმამრის მიხეილ ჟღენტით ჩანაცვლების სურვილის შესახებ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, მისი შეცვლის შესახებ ინფორმაცია უკვე დიდი ხანია ვრცელდება, თუმცა შეცვლის ფორმა და შემცვლელის ვინაობა არ კონკრეტდება.

წაკითხულია: 909 | თარიღი: 22.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტები დღეს ერთობლივად საგანგებო განცხადებას შეიმუშავებენ.

საგანგებო განცხადების მიღების აუცილებლობა რუსეთის მიერ სარკოზის გეგმის შეუსრულებლობამ და ახალგორში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. განცხადება მეგობარი ქვეყნების პარლამენტებს გაეგზავნება.

გუშინდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პაატა დავითაიამ კიდევ ერთხელ დააყენა ახალგორის საკითხი და აღნიშნა, რომ რუსეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციები საქართველოს მხრიდან მოსალოდნელ ტერაქტებზე, ქართველების ოსურ ჯარში იძულებით გაწვევის თაობაზე და ხშირად დარღვეული საჰაერო სივრცე მეტყველებს, რომ რუსეთის მხრიდან დიდი პროვოკაცია მზადდება.

დავითაიამ კიდევ ერთხელ მიმართა პარლამენტს და საქართველოს ხელისუფლებას, რომ მსოფლიო თანამეგობრობა საქმის კურსში დროულად ჩააყენოს, რათა შემდეგ განვითარებული მოვლენები საქართველოს არ დაბრალდეს.

წაკითხულია: 788 | თარიღი: 22.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 6 ... 122 123 »
Форма входа
Календарь новостей
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz