აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი დალილა ხორავა 23-24 ოქტომბერს ქუთაისში, ხობში, ზუგდიდსა და წალენჯიხაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდება.
დალილა ხორავა ზუგდიდში კოდორის ხეობიდან ჩასახლებულ 65 ოჯახს მოინახულებს. ქუთაისში, ხობსა და ჯვარში ვიზიტისას კი ის იმ უნარშეზღუდულ პირებს და მრავალშვილიან ოჯახებს შეხვდება, რომლებიც მათი სოციალური სტატუსიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ინვალიდებს ინვალიდის სავარძლებსაც გადასცემს. გარდა ამისა, ყველა ოჯახს, რომელსაც დალილა ხორავა ესტუმრება, ჰუმანიტარული დახმარების სახით ჰიგიენური საშუალებები დაურიგდება.
აღნიშნული შეხვედრების დროს დალილა ხორავა სმენადაქვეითებულ პირთა პრობლემების შესწავლას და მათი რაოდენობის განსაზღვრას გეგმავს.
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის პროგრამას საერთაშორისო ორგანიზაციების Counter-Part International-ისა და USAID ის მხარდაჭერით ახორციელებს.
|