|
Главная » 2008 » ოქტომბერი » 09
2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესი პარლამენტში იმაზე მეტ ხანს გაგრძელდება, ვიდრე ეს გასულ წლებში ხდებოდა. საბიუჯეტო განხილვების გახანგრძლივება იმ ტენდენციებს უკავშირდება, რომელიც ქართულ ეკონომიკაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ იკვეთება.
როგორც ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განმარტა, ერთის მხრივ, მთავრობა ისევ განაგრძობს რუსეთის მიერ მიყენებული ზარალის შესწავლას და ამასთან, ელოდება მკაფიო სურათს იმისა, თუ რამდენად სრულფასოვნად ამუშავდა ქართული ეკონომიკა რუსეთის აგრესიის შემდეგ.
”გამომდინარე აქედან, საბიუჯეტო პროექტის განხილვა შედარებით მეტი ხნით გაგრძელდება. სამაგიეროდ მივიღებთ დაზუსტებულ სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც დამყარებული იქნება ზუსტ და გადამოწმებულ მონაცემებზე” - განაცხადა ბაქრაძემ.
2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვებს საპარლამენტო კომიტეტები და ფრაქციები მომავალი კვირიდან შეუდგებიან.
წაკითხულია: 819 |
თარიღი: 09.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ოფიციალური მოსკოვი უკრაიანას საქართველოსთვის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს იარაღის მიწოდებაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.
ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის დიმიტრი როგოზინის მტკიცებით, უკრაინამ საქართველოს იარაღი 8 აგვისტოსაც მიაწოდა.
“საქართველოსთვის იარაღის მიწოდების ანალიზი აჩვენებს, რომ იარაღის თბილისისთვის მიყიდვა 8 აგვისტოსაც განხორციელდა, იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო აკვირდებოდა, თუ როგორ გლეჯდა ქართული არმია დაუცველ ცხინვალს”, - განაცხადა როგოზინმა.
მისივე თქმით, აღნიშნული მონაცემები ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს წევრი ქვეყნების ელჩებს გუშინ ბრიუსელში გააცნეს.
“ჩვენ გვაქვს სრული სია დღეების – როდის, სად, რა გზებით და რა სახის ტვირთი მიაწოდა უკრაინამ საქართველოს. საქართველოსთვის იარაღის მიწოდების ბოლო დღე 8 აგვისტოთი თარიღდება, ტვირთის მიწოდება საზღვაო გზით მოხდა”, - განაცხადა ნატო-ში რუსეთის წარმომადგენელმა.
წაკითხულია: 826 |
თარიღი: 09.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აშშ ნატო-ს წევრ ქვეყნებს დაარწმუნებს, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გასაწევრიანებლად მზად არის. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა დღეს ბუდაპეშტში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან რობერტ გეიტსთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხებზე დეტალურად ისაუბრეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მინისტრებმა განაცხადეს, იმის შესახებ, რომ საქართველო მზად არის ალიანსში გასაწევრიანებლად, აშშ ნატო-ს იმ წევრ ქვეყნებს დაარწმუნებს, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ყოყმანობენ.
ამასთან, პენტაგონის ხელმძღვანელმა საქართველოს ტერიტორიებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებაც გააკეთა კომენტარი და ე.წ. ბუფერული ზონებიდან რუსეთის ჯარების გაყვანას მიესალმა.
”რუსეთმა საქართველოში შეჭრით საკუთარ მიზანს ვერ მიაღწია”, - აღნიშნა რობერტ გეიტსმა.
დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინელ და რუმინელ კოლეგებს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ბუდაპეშტში ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისრტების არაფორმალური სამიტი მიმდინარეობს.
წაკითხულია: 844 |
თარიღი: 09.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აშშ-ის შემდგომი დახმარების ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გამყარება იქნება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ დღეს ბუდაპეშტში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან რობერტ გეიტსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. “ეს ჩვენთვის აუცილებელია არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც. დეტალურად ამ საკითხებს ჩვენ ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრაზე განვიხილავთ”, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
წაკითხულია: 844 |
თარიღი: 09.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მიერ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ეხმაურება და მის წინამორბედს წარმატებებს ”გულწრფელად” უსურვებს. “ქალბატონი ნინოს უფლებაა, პოლიტიკური პარტია შექმნას, მე კი ვუსურვებ წარმატებას ნებისმიერ პარტიას საქართველოში, რომელიც ორიენტირებული იქნება ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე და ამ ქვეყნის ინტერესების დაცვაზე” _ განაცხადა დავით ბაქრაძემ. როგორც ცნობილია, დღეს ნინო ბურჯანაძემ ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა დაადასტურა, რომლის სახელწოდება სავარაუდოდ, “დემოკრატიული ალიანსი” იქნება. პარტიის პრეზენტაცია ოქტომბრის ბოლოს გაიმართება.
წაკითხულია: 812 |
თარიღი: 09.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ცხინვალი ე.წ. ბუფერული ზონიდან რუსი სამხედროების გასვლით უკმაყოფილოა. როგორც სააგენტო “რეს”-ი იუწყება, ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა იური ძიცოითიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკეთესი იქნებოდა, რუსი სამხედროები ბუფერულ ზონაში დარჩენილიყვნენ.
“მაგრამ რამდენადაც მედვედევი და სარკოზი სხვა რამეზე შეთანხმდნენ, ჩვენ მათი შეთანხმება უნდა დავიცვათ. უნდა დავიცვათ სწორედ ეს შეთანხმება, რადგან საქართველოში რაღაც სხვა ვარიანტი გაჩნდა და ქართული, პრეზიდენტ მედვედევთან შეუთანხმებელი ვარიანტი არ უნდა დავუშვათ”, - განაცხადა ძიცოითიმ.
მისი თქმით, მედვედევი-სარკოზის შეთანხმება მიხეილ სააკაშვილმაც უნდა დაიცვას. ძიცოითი აცხადებს, რომ აღნიშნული შეთანხმება ცხინვალისთვის იმით არის მომგებიანი, რომ მის მიხედვით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არა სამშვიდობო ძალები, არამედ რუსული ჯარი იქნება და იქ რუსული სამხედრო ბაზები გაიხსნება.
ძიცოითი აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების არსებობას მოსკოვი-ცხინვალის შეთანხმება გულისხმობს.
“ჩვენმა პარლამენტმა ამ ხელშეკრულების რატიფიცირება უკვე მოახდინა. ჩვენ ველოდებით, როდის გააკეთებს იგივეს რუსეთის პარლამენტი. ამის შემდეგ შეთანხმება ძალაში შევა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები კანონიერად იქნებიან, რათა კვლავაც დაიცვან მშვიდობა”, - განაცხადა ძიცოითიმ.
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთმა ახლა სახელმწიფო საზღვარი უნდა მოაწყოს, საზღვრის მთელს პერიმეტრზე მავთულხლართი გაავლოს და საქართველოსთან ურთიერთობაში ისე მ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 787 |
თარიღი: 09.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ უწყებაში აცხადებენ, კუშნერი თბილისში საღამოს ჩამოფრინდება. 10 ოქტომბერს იგი გორს ეწვევა და ევროკავშირის დამკვირვებელთა ავტომანქანით რეგიონში არსებულ ვითარებას შეისწავლის.
კუშნერი გაეცნობა ინფორმაციას, თუ რამდენად დაგეგმილ ვადებში ხორციელდება რუსი სამხედროების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა. რუსმა სამხედროებმა ე.წ. ბუფერული ზონები 10 ოქტომბრისთვის უნდა დატოვონ.
კუშნერი საქართველოს 10 ოქტომბერს დატოვებს.
წაკითხულია: 791 |
თარიღი: 09.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, ფორუმი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ინიციატივით და ხელისუფლების მხარდაჭერით ეწყობა.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ჰოლანდიიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, სომხეთიდან და ლიტვადან.
“გარდა ფორუმისა, სვეტიცხოვლობის კვირეულში, დაგეგმილი იყო სხვა მრავალი ღონიძისებაც და ყველაფერი ეს უნდა ქცეულიყო კათოლიკოს-პატრიარქის დაბადებიდან 75-ე და აღსაყდრებიდან 30-ე წლისთავის დამაგვირგვინებელ ზეიმად, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო მისმა უწმინდესობამ ამ ღონისძიებებზე უარი თქვა”, - აცხადებენ საერთაშორისო სამშვიდობო ფორუმის საორგანიზაციო კომიტეტში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩატარდება მხოლოდ საერთაშორისო სამშვიდობო ფორუმი. ფორუმის ფარგლებში გაიმართება III საერთაშორისო სიმპოზიუმი, თემაზე: ,,ცივილიზაციათა დიალოგი - განათლება და აღზრდა, როგორც საშუალება მხარეთა თანამშრომლობისა“.
სიმპოზიუმის ორგანიზატორები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი და გელათის მეცნიერებათა აკადემიაა. სიმპოზიუმზე სამი სექცია იმუშავებს. კერძოდ, განათლება, ეთიკური აღზრდა და რელიგია; გამოყენებითი პედაგოგიკა და საგანმანათლებლო ტექნოლოგიები და კულტურათა ინტერფერენცია და ცივილიზაციათა დიალოგი.
სიმპოზიუმი 10 ოქტომბერს დაიხურება.
დღესვე იგეგმება საქართველოს ფოსტის აქცია დევიზით - “მშვიდობის წ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 820 |
თარიღი: 09.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ უმაღლესი რადა დაითხოვა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 7 დეკემბრისთვის დანიშნა.
“2008 წლის 2 სექტემბერს პარლამენტში დე-ფაქტო შეიქმნა ახალი კოალიცია - იულია ტიმოშენკოს ბლოკის, რეგიონების პარტიის და კომუნისტური პარტიის შემადგენლობით”, - აღნიშნა იუშჩენკომ გუშინდელ გამოსვლაში.
მისივე თქმით, ამ პერიოდში მიღებული კანონების ნაწილი არაკონსტიტუციური იყო, რის გამოც მას ვეტოს უფლების გამოყენება მოუწია.
2 სექტემბერს, პრეზიდენტის თქმით, იყო უკრაინის და მისი ფასეულობების დემონტაჟის მცდელობა. “ხელისუფლების ბალანსი, ეროვნული უსაფრთხოება, პოლიტიკური კურსი, უკრაინული ენა - ეს გახდა სპეციალური შეთანხმებების სამიზნე. დემოკრატიული კოალიცია, ჩემი აზრით, დაანგრია ერთი ადამიანის ამბიციამ”, - განაცხადა იუშჩენკომ.
მისივე თქმით, მთავრობის ამომრჩეველზე ორიენტირებამ უკრაინა ევროპაში ყველაზე მაღალ ინფლაციამდე მიიყვანა.
ვიქტორ იუშჩენკოს თქმით, საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიულად ჩატარდება. “როგორც ერთი წლის წინ, მე ვიცავ ჩვენს პერსპექტივას. მე მოვუწოდებ აქტიურობისკენ ყველა უკრაინელ ამომრჩეველს, ყველა მოაზროვნეს, ყველა უკრაინის მოქალაქეს და ყველა უკრაინელ პატრიოტს”, - დასძინა იუშჩენკომ.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორ იუშჩენკო ამჟამად იტალიაში იმყოფება, გუშინდელი მიმართვა კი დილით იყო ჩაწერილი.
ბოლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 2007 წლის 30 სექტემბერს ჩატარდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “იულია ტიმოშენკოს ბლოკი” უკრაინი
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 888 |
თარიღი: 09.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა ბადრი ბიწაძემ, შესაძლოა, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღოს. ამის შესახებ ბიწაძემ გაზეთ “რეზონანსს” განუცხადა.
ინტერვიუს მიხედვით, იგი ბოლო პერიოდში მესაზღვრეების დაკავებისა და სასაზღვრო უწყების ბიუჯეტის 39-პროცენტიან შემცირებას საკუთარ პიროვნებას უკავშირებს.
“თუ ხალხი დააშინეს, დააშანტაჟეს და ჩემს გამო უდანაშაულო ხალხი დაიჭირეს, მთლიანად თუ დაზარალდა მთელი უწყება იმის გამო, რომ მე ვარ ხელძღვანელი, ასე თუ გაგრძელდა და, როგორც ჩანს, ასე გაგრძელდება, თანამდებობიდან წასვლაზე ვიფიქრებ”,-განცხადა ბიწაძემ გაზეთთნ საუბრისას.
მისივე თქმით, ვერ აუხსნია, რატომ ხდება უდანაშაულო ადამიანების დაკავება და ბიუჯეტის შემცირება.
“როგორ უმატებენ ძალოვან სტრუქტურებს ბიუჯეტს და ამ დროს ჩვენ, სასაზღვრო უწყებას გაგვინახევრეს. რა თქმა უნდა, ეს ხდება ჩემი დევნის გამო. არ დავუშვებ, რომ ჩემი დევნისა და შანტაჟის გამო, ჩვენი უწყების თანამშრომლები დაზარალდნენ. ისე, როგორც ჩანს, უდანაშაულო ხალხის დაცვა არ შემიძლია”,- აღნიშნა ბიწაძემ.
სასაზღვრო პოლიციის უფროსი უწყების მიმართ განხორციელებულ ზეწოლას მეუღლის, ნინო ბურჯანაძის გააქტიურებასაც უკავშირებს. “ერთი ერთზე დაემთხვა ყველაფერი ერთმანეთს - ბურჯანაძის კითხვები, ბურჯანაძის გაქტიურება და უცებ ასეთი შანტაჟის გზით ჩვენი თანამშრომლის დაკავება. ახლა ბიუჯეტის შემცირება ბოლო წერტილია. ამ ბიუჯეტით სასაზღვრო პოლიცია ფუნქციონირებას ვერ შეძლებს”,-განაცხადა ბიწაძემ “რეზონანსთან” საუბრისას.
ჟურნალისტის შეკითხვაზე არის თუ არა ამ ყვ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 838 |
თარიღი: 09.10.2008
| რეიტინგი: 5.0/1
| კომენტარი (0)
|
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ 15 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებები ყოვლისმომცველი იქნება.
“წარმატების მისაღწევად საჭიროა, რომ ამ მოლაპარაკებებში ჩაერთოს ყველა მხარე და ასევე პატივი ეცეს ყველა მხარის პოზიციას,” - იტყობინება AFP სარკოზის სიტყვებზე დაყრდნობით. საფრანგეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება ევიანის საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა თავის რუს კოლეგასთან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის წინ.
რუსეთი დაჟინებით მოითხოვს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მონაწილეობას ჟენევის მოლაპარაკებებში, რასაც თბილისი ეწინააღმდეგება.
AFP-ი ასევე იტყობინება უცნობი ევროპელი დიპლომატის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს კრიზისის საკითხებში, პიერ მორელი მუშაობს იმაზე, თუ რა გზით შეიძლება ჩაერთვნენ ორი თვითგამოცხადებული რეგიონის წარმომადგენლები მოლაპარაკებებში.
“ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალო დეტალი,” - განაცხადა მან, თან იქვე დასძინა, რომ არსებობს გზები იმისათვის, რომ “ისინი იქ იყვნენ, კონკრეტულად მაგიდასთან ჯდომის გარეშე”.
წაკითხულია: 842 |
თარიღი: 09.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
“ჯერ ის უნდა დავიბრუნოთ, რაც კანონით გვეკუთვნის, მათ შორის - “იმედი” და მთაწმინდის პარკი”
საქართველოს ხელისუფლების მიერ ახალი “დემოკრატიული ტალღის” დაწყების გამოცხადებამ, ზეწოლისგან ქართული მედიის, ძირითადად, ელექტრონული მედიის გათავისუფლებისა და სასამართლოების დამოუკიდებლობის საკითხები დააყენა დღის წესრიგში. ბევრი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე ალაპარაკდა ტელეკომპანია
“იმედზეც”, რომლის დაბრუნებისთვისაც გარდაცვლილი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოში უწევს ბრძოლა. ამ საკითხზე კომენტარი ბადრი პატარკაციშვილის ქვრივს, ქალბატონ ინა გუდავაძეს ვთხოვეთ:
- ბოლო დღეებში უამრავი განცხადება გაკეთდა ,,იმედის~ შესახებ. თუმცა ყველაზე საინტერესო თქვენი პოზიციაა.
- ცოტა ხნის წინ საქართველოს სახალხო დამცველმა, ბატონმა სოზარ სუბარმა მთხოვა, მისი წლიური ანგარიშის მომზადების კონტექსტში, მთელი რიგი კითხვებისათვის გამეცა პასუხი. ეს კითხვები იმ ვითარებას ეხება, რომელშიც ჩვენს ოჯახს, ჩემი გარდაცვლილი მეუღლის, ბადრი პატარკაციშვილის ქონებაზე მემკვიდრეობითი უფლების მოპოვებისათვის უხდება ბრძოლა, უფრო კონკრეტულად კი, ეს კითხვები ტელეკომპანია ,”იმედისა” და მთაწმინდის პარკის გარშემო შექმნილ სიტუაციას ეხება. ჩემს პასუხებში სახალხო დამცველს განვუმარტე - დარწმუნებულები ვართ, რომ “იმედი” და მთაწმინდის პარკი ჩვენს ოჯახს უსაფუძვლოდ წაართვეს, მე პოლიტიკოსი არ გახლავართ და ასეთ განცხადებას პოლიტიკური მიზეზებით არ ვაკეთებ. მე ჩემი ოჯახისათვის სამართალს ვეძებ. “იმედი” და მთაწმინდის პარკი ჩვენს ოჯახს უნდა დაუბ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 1079 |
თარიღი: 09.10.2008
| რეიტინგი: 5.0/2
| კომენტარი (1)
|
გორის რაიონის სოფელ საქაშეთში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
აფეთქება მოხდა გორის რაიონის სოფელ საქაშეთის ტერიტორიაზე, რომელიც ვარიანიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
აფეთქება სწორედ იმ ადგილას მოხდა, სადაც რუსი ოკუპანტები ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად გადაადგილდებოდნენ.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა სოფელ საქაშეთის მკვიდრი, 45 წლის მამაკაცი. ორი მოქალაქე კი, მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებებით გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, გუშინ რუსმა ოკუპანტებმა გორის რაიონის 15-მდე სოფლეი დატვეს. შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი, დაახლოებით, ერთ საათში აღნიშნულ სოფლებში გაემგზავრება და ადგილზე გაეცნობა ვითარებას.
წაკითხულია: 884 |
თარიღი: 09.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ტერიტორია დატოვეს. ე.წ. ბუფერული ზონებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალები მთლიანად გავიდნენ. მედვედევმა აღნიშნულის პირობა გუშინ კიდევ ერთხელ მისცა საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზს.
აგვისტოს მოვლენების შემდეგ ქართულ სოფლებს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. შიდა ქართლსა და სამეგრელოში ოკუპანტებს რამდენიმე ათეული უკანონო ბლოკ- საგუშაგო ჰქონდათ გახსნილი. რუსმა ჯარისკაცებმა გუშინ ევროკავშირის დამკვირვებელების დასწრებით დაშალეს პოსტები და მიწა მიაყარეს სანგრებს. კარალეთი, ტყვიავი, წალენჯიხა... რუსებისაგან განთავისუფლდა, თუმცა დანგრეულია და გადამწვარი სახლები,აქ საცხოვრებელი პირობები ფაქტობრივად აღარაა.
რთულია სიტუაცია ქსნის ხეობაში. ახალგორში კვლავ სეპარატისტების სიმბოლო ფრიალებს. მობილიზებულია ასამდე ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს სანგრების გათხრა.
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 873 |
თარიღი: 09.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოში გაეროს მისია ცხინვალში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას ვერ ახერხებს, რამდენადაც სეპარატისტული ხელისუფლება ტვირთის არა საქართველოს, არამედ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან შეტანას ითხოვს.
ამის შესახებ დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა საქართველოში გაეროს მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ჰუმანიტარული ტვირთის თუნდაც საომარი მოქმედებების დროს მისაღებად არსებობს გაწერილი ნორმები და სეპარატისტული ხელისუფლების მსგავსი ქმედებები ძნელად ასახსნელია”, - განაცხადა წერეთელმა.
მისივე თქმით, გაეროში ცხინვალის რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილად განიხილავენ და აღნიშნული რეგიონის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების საქართველოს ტერიტორიის გავლით აღმოჩენა ამიტომ გადაწყდა.
წაკითხულია: 884 |
თარიღი: 09.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს თვადაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრები საქართველოში აგვისტოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ქვეყნის ხელისუფლებას აკისრებენ და აცხადებენ, რომ “თავდაცვის სამინისტროს გათავისუფლებული მაღალჩინოსნების მიმართ პოლიტიკური და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება”.
“უკლებლივ ყველას, დაწყებული პრეზიდენტიდან, დამთავრებული თავდაცვის სამინისტროს მოქმედი და გათავისუფლებული მარლჩინოსნებით, მოუწევს პასუხის გაცემა იმ კითხვებზე, რომლებიც საზოგადოებაში ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაჩნდა. აღნიშნული პირები ადრე თუ გვიან პასუხს აგებენ შეცდომებსა და დანაშაულზე. ჩვენ ამისათვის ყველა ინსტანციას მივმართავთ”, - განაცხადა “პირველთან” საუბრისას მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ და დასძინა, რომ “ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული ბოლო დადგენილების მეხუთე პუნქტი საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხზე პირდაპირ მიუთითებს”.
წაკითხულია: 827 |
თარიღი: 09.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
პარლამენტი ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე მეგობართა ჯგუფებს დაამტკიცებს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ხვალინდელ სხდომაზე დასამტკიცებლად შემდეგი ქვეყნების მეგობართა ჯგუფებს წარადგენს: ავსტრია, აზერბაიჯანი, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, თურქმენეთი, იაპონია, ინდოეთი, ირანი, ირლანდია, ისრაელი, იტალია, კანადა, კვიპროსი, კორეა, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, სომხეთი, უკრაინა, უნგრეთი, ფინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთი და ჩინეთი.
ამასთან, ყველაზე მრავალრიცხოვანი აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის მეგობართა ჯგუფებია.
ერთადერთი სახელმწიფო, სადაც საქართველოს პარლამენტს მეგობართა ჯგუფი არ ეყოლება, რუსეთის ფედერაციაა.
”დღეს ჩვენ რუსეთთან არ გვაქვს ის ურთიერთობა, რომელსაც შეიძლება, მეგობრული ეწოდოს” - განმარტა ჟვანიამ და აქვე იმედი გამოთქვა, რომ „რუსეთი გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომლის შედეგად შესაძლებელი გახდება მასთან მეგობრობა, მათ შორის - საპარლამენტო დონეზეც“.
წაკითხულია: 802 |
თარიღი: 09.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე არ გამორიცხავს მთავრობაში საკადრო ცვლილებების განხორციელებას, თუმცა ამ ცვლილებების დროსა და დეტალებზე არ საუბრობს.
მისი თქმით, საკადრო ცვლილებებს ასევე განაპირობებს მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები, რაც იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გაერთიანებას და მომავალი წლიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი სამინისტროს შექმნის გეგმებს უკავშირდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.
მთავრობაში ცვლილებები არ გამორიცხა ასევე პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ, რომლის თანამდებობიდან წასვლაზეც ქართული პრესა ბოლო დროს სულ უფრო აქტიურად წერს.
”ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა,”- განუცხადა გურგენიძემ ჟურნალისტებს, ”უცვლელი არავინ არ არის და თავის დროზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.
რამდენიმე დღის წინ დეპუტატებმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან, რომელთაც არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების ”სატელიტებს” უწოდებს, ღიად მოითხოვეს პრემიერ-მინისტრის შეცვლა.
წაკითხულია: 812 |
თარიღი: 09.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მოუწოდებს პარლამენტის ყველა წევრს, “პარტიული კუთვნილების განურჩევლად, საზოგადოების მხარეს დადგნენ და არ დაუჭირონ მხარი მთავრობის ანტისოციალურ პოლიტიკას”.
ედპ 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის სოციალური დახმარებების ნაწილს უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ “სახეზეა სოციალური კოლაფსი, რადგან რეალური სახელმწიფო დახმარების მიღმა აღმოჩნდა მილიონზე მეტი მოქალაქე, რაც ქვეყანაში სოციალურ სტაბილურობას ანგრევს”.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ედპ-ის თავმჯდომარის მოადგილემ გურამ ჩახვაძემ განაცხადა, “სოციალური პოლიტიკა კვლავ რჩება ხელისუფლების “აქილევსის ქუსლად” და ითხოვს ძირეულ, სისტემურ რეფორმას, ორიენტირებულს მოქალაქეების ღირსეულ ყოფაზე”.
“შეუძლებელია, სერიოზულად ვილაპარაკოთ თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპზე, როცა ხანდაზმულობის მინიმალური პენსია (55 ლარი) საარსებო მინიმუმის მხოლოდ მესამედს შეადგენს, ობოლ ბავშვებზე და ინვალიდებზე ხელისუფლება თვეში მხოლოდ 22 და 65 ლარის ოდენობით “ზრუნავს”; შეუძლებელია, სერიოზულად ვილაპარაკოთ დემოგრაფიულ პოლიტიკაზე, როცა უმწეო მდგომარეობაში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახის თითოეულ ბავშვზე სახელმწიფო მხოლოდ 35 ლარს გამოყოფს. მთავრობა ასეთი პოლიტიკით მაღალი ინფლაციის პირობებში თავის მოქალაქეებს ხელს ჰკრავს და ბედის ანაბრად ტოვებს. ამით სახელმწიფო უარს ამბობს იმაზე, რომ იტვირთოს სოციალური ფუნქცია”, _ განაცხადა ჩახვაძემ.
ედპ აღნიშნულ საკითხს ანტიკრიზისული საბჭოს ფარგლებშიც დააყენებს, სადაც წ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 861 |
თარიღი: 09.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე 11 ოქტომბერს ვაშინგტონში გაემგზავრება.
პრემიერი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ ერთობლივ შეხვედრაში, რომელიც 13 ოქტომბერს გაიმართება. შეხვედრაზე განიხილება მსოფლიო ბანკისა და სსფ-ს მუშაობა, სამომავლო გეგმები, დაგეგმილია გურგენიძის მოხსენებით გამოსვლა.
წინასწარი მონაცემებით, პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა JP Morganis ინვესტორთა კონფერენციაზე. პრემიერის აშშ-ში ვიზიტის პროგრამის სხვა დეტალები ზუსტდება. ვლადიმერ გურგენიძე საქართველოში 16 ოქტომბერს დაბრუნდება.
წაკითხულია: 838 |
თარიღი: 09.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|