სამშაბათი, 19.03.2024, 05:08
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » ოქტომბერი » 11
დეპუტატებმა 2008 წლის ბიუჯეტის ცვლილებბს მხარი დაუჭირეს, მაგრამ მომავალ ბუიჯეტს ცხვირი აუბზუეს. პარლამენტარებს 2009 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში ასახული სოციალური პრიორიტეტების ფორმა არ მოსწონთ. გამორიცხული არ არის, მთავრობას ბიუჯეტის კანონპროექტი ხელხლა დასაწერი გაუხდეს.

პარლამენტმა დღეს 2008 წლის ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა. 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 325 მილიონი ლარით გაიზრდება, გაზრდილი ბიუჯეტიდან თავდაცვის სამინისტროს 150 მილიონი დაემატა, შინაგან საქმეთა სამინისტროს - 100, რეგიონების ფონდს - 170 მილიონი, სარეზერვო ფონდებს - 48 მილიონი, თბილისის ბიუჯეტის - 36 მილიონი, ენერგეტიკის სამინისტროს - 25 მილიონი, ჯანდაცვის სამინისტროს - 22 მილიონი, სადაც რუსული აგრესიის შედეგად დაშავებულების მკურნალობისთვის 9 მილიონი 660 ათასი ლარია გათვალისწინებული, დევნილებისთვის ფულადი დახმარებისთვის - 2 მილიონი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსიის 10 ლარიანი ზრდისთვის - 4 მილიონი ლარი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 14 მილიონი ლარი ებოძა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს - 11 მილიონი ლარი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს - 5 მილიონი, ცესკოს - 91 ათასი ლარი.

დეპუტატებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის გაზრდა-გაფართოებას მხარი კი დაუჭირეს, მაგრამ საგაისო ბიუჯეტის კანონპროექტი თვალში მანც და მაიცნ არ მოსდით. ჰოდა, არ არის გამორიცხული, პარლამენტმა მთავრობას ნაუცბათევად შედგენილი კანონპროექტი უკან მიუბრუნოს და ხელხელა გადაამუშავებინოს.

პარლამენტს 2009 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში ასახული სოციალური პრიორიტეტების ფორმა არ მოსწონს და შესაძლოა 2009 წლის ბიუჯეტის პროექტი თ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 737 | თარიღი: 11.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, დღეს კვლავ აქტუალურ პოლიტიკურ ფიგურად რჩება. სამჯერ ხელისუფლებაში მოსულ და ორჯერ პრეზიდენტად მოვლენილ ბურჯანაძეს პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი დღესაც ამოძრავებს.

მის უახლოეს პოლიტიკურ წარსულს თუ გადავხედავთ, იოლად დავრწმუნდებით, რომ ამ ქალბატონისთვის პოლიტიკის კეთება გარკვეული აზარტია, მითუმეტეს მაშინ,როცა ის ხელისუფლებას ოპოზიციონერის სტატუსით უტევს. სხვათაშორის, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთ ბრძოლებში გაწაფული ბურჯანაძე წაგებული არასოდეს რჩებოდა...

დიახ, მთავრობიდან გაბრაზებით წასული ნინო ბურჯანაძე დღეს ხელისუფლებას უტევს. ის აყალიბებს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ფარულად თუ აშკარად ყველა მის მომხრეს აერთიანებს, ის ჩნდება ყველგან, არ ერიდება თამამ გამოსვლებს და ბოლოს, სვამს შეკითხვებს იმ მთავრობის მიმართ,რომლის ერთ-ერთ მთავარ ფიგურასაც თავად წარმოადგენდა.

43 შეკითხვა, რომელიც გასულ კვირას მან პრეზიდენტ სააკაშვილს დაუსვა, კვლავ პასუხგაუცემელია. ასე ყბადაღებული დარჩა თავის დროზე ზურაბ ჟვანიას მიერ ედუარდ შევარდნაძისადმი დასმული შეკითხვებიც...

”პრესა.გე” დაინტერესდა, თავად ნინო ბურჯანაძესთან თუ აქვს საზოგადოებას თუნდაც ერთი შეკითხვა.

საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ადამიანების მხრიდან, ყოფილი პარლამენტის თავჯდომარის მიმართ დასმული შეკითხვები არცთუ მრავალფეროვანია.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს აინტერესებს – ”როდემდე დაელოდება ქალბატონი ბურჯანაძე კითხვებზე პასუხს? ხომ არ შეიძლება კითხვები უსასრულოდ გაგრძელდეს. რამდენადაც ვიცი უკვე ერთი კვირა შესრულდა რაც ეს კითხვები დაისვა. ამიტომაც მაინტერესებს, როდე ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 809 | თარიღი: 11.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პარლამენტში არსებული ერთადერთი ოპოზიციური ფრაქციის გაყოფა უკვე შესაძლებელია.
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციაში ცვლილება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც პარლამენტში ფრაქციის შექმნა შვიდის ნაცვლად, უკვე ექვს დეპუტატს შეუძლია.

პარლამენტში არსებული ფრაქცია "ძლიერი საქართველო-ქრისტიან-დემოკრატები", რომელიც 12 დეპუტატისგან შედგება, ორ ნაწილად გაიყოფა. კერძოდ, "ქრისტიან-დემოკრატები" ცალკე ფრაქციად ჩამოყალიბდებიან, რომელსაც გიორგი ახვლედიანი უხელმძღვანელებს. მეორე ფრაქციას კი, რომელსაც, სავარაუდოდ, "ძლიერი საქართველო" ერქმევა - გია თორთლაძე.

წაკითხულია: 831 | თარიღი: 11.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აშშ-ს რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება სურს, - განაცხადა სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

"ამერიკელების მიერ თბილისსა და კიევში ჩამოყალიბებული რეჟიმების მიზანი - რუსეთთან ურთიერთობების გამწვავებაა და ამ მიზანს მათ მიაღწიეს. ეს იმიტომ კეთდება, რომ მათი მცდელობა, ჩამოეყალიბებინათ საკუთარი რეჟიმები ავღანეთსა და ერაყში სრულად ჩავარდა. ავღანეთისა და ერაყის ხალხს ნატოს სამხედროები ანადგურებენ, ხოლო ქართველები და უკრაინელები მათთან ძმურ კავშირში არიან. ეს არის ის, რაც ამერიკელებს სურთ - საქართველოსა და რუსეთს შორის და უკრაინასა და რუსეთს შორის შუღლის ჩაგდება სამხედრო სფეროში", - განაცხადა ჟირინოვსკიმ.

საქართველოსთვის უკრაინიდან შეიარაღების მიწოდების შესახებ, დეპუტატმა თავისი მოსაზრება გამოთქვა და აღნიშნა, რომ ეს აშშ-ის ფულით კეთდება.

"ეს ეშმაკური მანევრია: ამერიკელები აძლევენ ფულს, ქართველები უკრაინისგან იარაღს ყიდულობენ, ხოლო უკრაინა ფულს ამერიკაში აგზავნის. საქართველო ხდება შეიარაღებული ფაქტიურად უფასოდ - ფული ხომ ამერიკისაა. შედეგად, ქვეყნებს ერთმანეთზე აქეზებენ", - განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.

წაკითხულია: 839 | თარიღი: 11.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გურგენიძე დღეს ვაშინგტონში გაემგზავრება.
პრემიერი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ ერთობლივ შეხვედრაში, რომელიც 13 ოქტომბერს გაიმართება.
შეხვედრაზე განიხილება მსოფლიო ბანკისა და სსფ-ს მუშაობა, სამომავლო გეგმები, დაგეგმილია გურგენიძის მოხსენებით გამოსვლა.

წინასწარი მონაცემებით, პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ინვესტორთა კონფერენციაზე. პრემიერის აშშ-ში ვიზიტის პროგრამის სხვა დეტალები ზუსტდება.
ვლადიმერ გურგენიძე საქართველოში 16 ოქტომბერს დაბრუნდება.
 

წაკითხულია: 789 | თარიღი: 11.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პარლამენტმა  პლენარულ სხდომაზე 110 ხმით ერთსულოვნად დაამტკიცა საპარლამენტთაშორისო მეგობართა ჯგუფები.

ავსტრიის ჯგუფს უხელმძღვანელებს გიორგი არსენიშვილი, აზერბაიჯანის ჯგუფს-ფრიდონ თოდუა, აშშ-ს-გიორგი წერეთელი, ბელგიის-პეტრე მამრაძე, ბულგარეთის-გურამ მისაბიშვილი, გერმანიის-გიორგი გაბაშვილი, დანიის-აკაკი მინაშვილი, დიდი ბრიტანეთის-პეტრე ცისკარიშვილი, ესპანეთის-რუსუდან კერვალიშვილი, ესტონეთის-პაატა ლეჟავა, თურქეთის-დილარ ხაბულიანი, თურქმენეთის-ანზორ ბოლქვაძე, იაპონიის-ხათუნა გოგორიშვილი, ინდოეთის-ოთარ თოიძე, ირანის-ნუგზარ წიკლაური, ირლანდიის-ნიკა რურუა, ისრაელის-ფრიდონ თოდუა, იტალიის-ირაკლი კენჭოშვილი, კვიპროსის-ბეჟან ხურციძე, კორეის-აკაკი ბობოხიძე, ლატვიის-ზაზა გამცემლიძე, ლიტვის-გიორგი კანდელაკი, მოლდოვას-კახაბერ ოქრიაშვილი, ნიდერლანდების-პეტრე ცისკარიშვილი, ნორვეგიის-ზურაბ არსოშვილი, პოლონეთის-ვანო ხუხუნეიშვილი, რუმინეთის-მურთაზ ზოდელავა, საბერძნეთის-ზურაბ მელიქიშვილი, საფრანგეთის-ჩიორა თაქთაქიშვილი, სლოვაკეთის-გიორგი ტატიშვილი, სლოვენიის-სამსონ ქუთათელაძე, სომხეთის-მიხეილ მაჭავარიანი, უკრაინის-კობა ხაბაზი, უნგრეთის-პაპუნა დავითაია, ფინეთის-გიგი წერეთელი, ყაზახეთის-დავით ბეჟუაშვილი, ყირგიზეთის-ლაშა დამენია, შვედეთის-რუსუდან კერვალიშვილი, ჩეხეთის-გიორგი გოგუაძე და ჩინეთის-ლაშა ჟვანია.

აქედან, ყველაზე მრავალრიცხოვანი აშშ-ს, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და თურქეთის მეგობართა ჯგუფებია. ერთადერთი სახელმწიფო, სადაც საქართველოს პარლამენტს მეგობართა ჯგუფი არ ეყოლება, რუსეთის ფედერაციაა, თუმცა პარლამენტის თავმჯდო ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 894 | თარიღი: 11.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გაერთიანების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება უკვე მიღებულია. კონსტიტუციაში ცვლილება მესამე მოსმენით პარლამენტმა 110 ხმით ერთხმად მიიღო.

რაც შეეხება მის თანმდევ კანონპროექტებს, რომლებიც გაერთიანებული უწყების ფუნქციებსა და ვალდებულებებს, ასევე, სასჯელაღსრულების სამინისტროს ჩამოყალიბებას და ა.შ ითვალისწინებს, მათ მესამე მოსმენით გარკვეული კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.

ცვლილებები იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის გაერთიანების შედეგად "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ", "პატიმრობის შესახებ", "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასამართლო ექსპერტიცის ეროვნული ბიუროს შექმნისა და სასამართლო – საექსპერტო მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ", "ნორმატიული აქტების შესახებ" კანონებში შედის. ამასთან, ძალადაკარგულად ცხადდება "პროკურატურის შესახებ" მოქმედი ორგანული კანონი, რომელსაც სრულიად ახალი საკანონმდებლო დოკუმენტი ჩაანაცვლებს.
როგორც საკანონმდებლო პაკეტის ავტორები განმარტავენ, აღნიშნული ცვლილებების მომზადება იმ გარემოებამ განაპირობა, რომ თავდაპირველად კონსტიტუციით პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება იყო. 2004 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით კი პროკურატურას სასამართლო ხელისუფლების დაწესებულების სტატუსი ჩამოშორდა, თუმცა დღეის მდგომარეობით არც კონსტიტუციით და არც "პროკურატურის შესახებ" კანონით არ არის განსაზღვრული პროკურატურის ადგილი სახელმწიფო ორგანოთა სისტემაში.

მათ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 784 | თარიღი: 11.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანა აცხადებს, რომ რუსეთის ჯარებმა შეასრულეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანის ვალდებულება.

როგორც  ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პრესისა და ინფორმაციის ოფისის მიერ გავრცელებულ ცნობაშია აღნიშნული, ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ რუსეთის ჯარმა დემონტაჟი განახორციელა აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 საგუშაგოსა და ერთი სამხედრო ბაზის, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე - 5 საგუშაგოსა და ერთი სათვალთვალო პოსტის.

"ბედნიერი ვარ განვაცხადო, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დამიდასტურა, რომ რუსეთის ჯარმა შეასრულა დაგეგმილი გაყვანა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან. ვიმედოვნებ, რომ ჯარის გაყვანა საშუალებას მისცემს დევნილებს, დაუბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებს", - განაცხადა სოლანამ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფის ყოფნა რეგიონში შეამცირებს დაძაბულობასა და უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმებისადმი პატივისცემას გააძლიერებს.

წაკითხულია: 778 | თარიღი: 11.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz