|
Главная » 2008 » ოქტომბერი » 23
რამდენჯერაც წავიდნენ პოლიტიკიდან, იმდენჯერვე უკან დაბრუნდნენ, მხოლოდ - ახალ ამპლუაში. ძალაუფლების ტკბობით ცდუნება იმდენად დიდია, რომ წასულები ამჯერადაც მოსასვლელად ემზადებიან. თითოეული მათგანი ქვეყნის სიყვარულში ისე გეჯიბრება, ეჭვი გეპარება: იქნებ შენ იჩუქე მილიონიანი აგარაკი ერთ ლარად… იქნებ, შენ ჩაახუტე ქართული ენერგეტიკა რუსებს… ან, იქნებ, შენი მმართველობის დროს ატერორებდა პროკურატურა ბიზნესს…
ისეთი განცდა გეუფლება, მოსახლეობა ამნეზიით დაავადდა, ან ისეა გაბითურებული, რომ პასუხს არც წამსვლელს სთხოვს და არც მომსვლელის მიზანს კითხულობს. ყოველი მომსვლელი დროდადრო ლოზუნგებს ცვლის, მაგრამ საბოლოოდ, ქართულ პოლიტიკურ პროტესტს ერთი სახელი აქვს - ყველა ერთის წინააღმდეგ.
ერთ დროს ყველანი ერთად, შევარდნაძესთან სინქრონულად მოქმედებდნენ და ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე ხმას არ იღებდნენ. მას შემდეგ, რაც მოძლიერდნენ, მეტი მოინდომეს და ”მოქალაქეთა კავშირს” გამოეყვნენ. თანდათან დაიწყეს თავიანთი პროტესტის გამოხატვა და ბოლოს, შევარდაძესთან დაპირისპირებით (რაშიც დასავლეთის მხარდაჭერა მიიღეს), ძალაუფლება ხელში აიღეს.
მაშინ საზოგადოება მათ უპირობოდ გაყვა, რადგან მათ ჰქონდათ ძალა, რომელმაც ხალხში რწმენა გააჩინა. მაშინ, ”ვარდების რევოლუციის” გარიჟრაჟზე, ყველანი ერთად იდგნენ - ჟვანია, სააკაშვილი, ბურჯანაძე, ოქრუაშვილი, ნოღაიდელი და მათ მზეს ეფიცხებოდა კიწმარიშვილი. დღეს ყველა მათგანი სააკაშვილს დაუპირისპირდა, რადგან ის ”ერთი” ახლა განსაცდელშია და პოლიტიკაში დღეებს უთვლიან.
ერთი ხელისუფლება, სამი ოპოზიცია და სამი ამომრჩეველი ოპოზიციის სურვილის მიუხედავად, სააკაშვილი,
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 832 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გუშინ საღამოს, თბილისის დროით 21.45 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა “თბილისი-ამსტერდამის” რეისი, რომლითაც საქართველოში დიეგო მარადონა მეგობრებთან ერთად ჩამოფრინდა.
დიეგო მარადონა 20 წუთის განმავლობაში ავტოგრაფებს არიგებდა, რის შემდეგაც მან აეროპორტი უკომენტაროდ დატოვა. მარადონა და მისი მეგობრები სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” დაბინავდნენ.
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, არგენტინელი დიეგო არმანდო მარადონა, თავისი “მეგობრების გუნდით”, 25 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე “მეგობრობის თასისთვის” საქართველოს ვეტერანთა ნაკრებს დაუპირისპირდება.
მარადონა საქართველოს დედაქალაქს მეგობრების 16-კაციანი შემადგენლობით ესტუმრა. ესენი არიან: სერხიო გოიკოეჩეა, ფერნანდო კასერესი, ლუის მედერო, დიეგო სონორა, ალეხანდრო მანკუსო, ექტორ ალნეიდა, ალბერტო აკოსტა, ხუან ბორელი, ლეონარდო რუისი, მარსელო გომესი, გაბრიელ ამატო, ალბერტო კარანსა და ხოსე ფლორესი.
წაკითხულია: 906 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ცხინვალის რეგიონში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსი სამხედროების რაოდენობა 2000-ით გაიზარდა.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოთა უტიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დამატებით 2000 ჯარისკაცი ჯავის რაიონის ტერიტორიაზეა განლაგებული.
“ორი დღის წინ კი, 40 ერთეული მძიმე ტექნიკა ცხინვალიდან ახალგორის რაიონში გადაადგილდა. ტექნიკას თან ახლდა რამდენიმე ასეული ჯარისკაცი. ამგვარად, რუსების რაოდენობა ცხინვალის რეგიონში 7000 კაცს აღწევს, რაც მიგვაჩნია, რომ შემაშფოთებელია”, - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ბოლო დროს რამდენიმე პროვოკაციული აქტიც განხორციელდა. კერძოდ, იყო ქართველი პოლიციელების პოსტის აფეთქების მცდელობა.
“ეს ყოველივე გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ რუსული მხარე ვითარების ესკალაციას ამზადებს”, - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება იმის შესახებ, რომ კონფლიქტის ზონაში რუსი სამხედროების ოდენობა გაიზარდა, რეალობას არ შეესაბამება”,- განცხადება ამის შესახებ სერგეი ლავროვმა გააკეთა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ საკითხზე მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“რთულია კომენტარის გაკეთება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე. მათში ძალიან ცოტა სიმართლეა. ცრუ ინფორმაციის გავრცელების მეთოდს კი უკანასკნელ პერიოდში რეგულარულად მიმართავენ”,- განაცხადა ლავროვმა.
საქა
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 920 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთისგან მისალოდნელ ახალ აგრესიასთან დაკავშირებით პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობას სპეციალური განცხადებით გააფრთხილებს.
საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების მიმართვის შემდეგ, პარლამენტი დღეს განცხადებასაც შეიმუშავებს.
განცხადების ტექსტზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქარაძესთან აღნიშნული კომიტეტები, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარე გია თორთლაძე კონსულტაციებს დღესვე გამართავენ.
განცხადების შემუშავების მიზეზი ახალგორსა და ცხინვალში ვითარების დაძაბვა გახდა.
როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, 21 ოქტომბერს ახალგორში 40 ერთეული ჯავშანტექნიკა იქნა შეყვანილი, გუშინწინ კი, მთელი კონფლიქტის ზონის ტერიტორიაზე ტექნიკის ინტესიური გადაადგილება მიმდინარეობდა, რასაც რუსეთის არმიის ხელმძღვანელობა სწავლებას უწოდებს.
ამასთან, გუშინ ცხინვალში დამატებით 2 ათასი სამხედრო მოსამსახურე შევიდა.
ამას გარდა, თარგამაძემ მოითხოვა, პარლამენტმა სთხოვოს საგარეო საქმეთა მინისტრს ეკა ტყეშელაშვილს, მიმართოს ფრანგ კოლეგას ბერნარდ კუშნერს, რათა მან მოიპოვიოს რუსი კოლეგებისგან პასუხი კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებაზე.
სიტუაციის დაძაბვასთან დაკავშირებით თარგამაძეს დაეთანხმა ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანიც და განაცხადა, რომ აგრესორები გამომწვევად იქცევიან და როგორც ჩანს, მზადდება ახალი პროვოკაციები, არსებობს ამის ყველა სიმპტომი.
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 901 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამ წუთებში ონლაინრეჟიმში მოსახლეობის შეკითხვებს პასუხობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე www.police.ge-ზე გახსნილ ფორუმში მონაწილეოა და შეკითხვების დასმა მინისტრთან 18:00 საათამდეა შესაძლებელი.
ამ დროისთვის ფორუმზე უკვე უამრავი კითხვაა შესული. შეკითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა აგვისტოს მოვლენებამდე საერთაშორისო დამკვირვებლების კონფლიქტის ზონებში შეყვანა მინისტრი პასუხობს:
“სამწუხაროდ, ომამდე საერთაშორისო საზოგადოების ინტერესი გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე შემდეგ. სამწუხაროდ, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა არ დაიჯერეს ჩვენი გაფრთხილება რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. ჩვენ ვთვლიდით, რომ მათი სისტემატური გაფრთხილება ჯავაში, ცხინვალში, ოჩამჩირესა და გუდაუთაში ახალი სამხედრო ბაზების მშენებლობის, დამატებითი ძალების შემოყვანის, კომუნიკაციების აღდგენისა და პროვოკაციების მოწყობის ფონზე, ჩვენი პარტნიორებისთვის საკმარისი საფუძველი უნდა ყოფილიყო შეშფოთებისთვის”,-ასეთია მერაბიშვილის პასუხი.
მინისტრი შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა საომარი მოქმედებების განახლება, პასუხობს, რომ არაფერია გამორიცხული.
შეკითხვა დაისვა ახალგორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითაც, რაზეც მერაბიშვილის პასუხი ასეთია:
“დღეს ახალგორში რუსებმა დამატებითი ძალები შეიყვანეს, ამჟამად იქ არის 15 ტანკი, 40 ჯავშანტრანსპორტიორი და 4 ვერტმფრენი”,-აღნიშნა საქართველოს შს მინისტრმა.
წაკითხულია: 893 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გია ცაგარეიშვილი რამდენიმე დღის წინ ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის “ავადსახსენებელ” სათაო ოფისში მომხდარ ინციდენტს ამაზრზენ ფაქტს უწოდებს და საკითხში გარკვევას ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილისგანაც ითხოვს.
როგორც ცაგარეიშვილმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, როცა დევნილი დევნილს უმოწყალოდ უსწორდება და სცემენ ბავშვებს და ქალებს, არ შეიძლება იქნეს მოწონებული არც პარლამენტის მხრიდან და არც ვინმე “ჭკუათმყოფელი” ადამიანის მხრიდან.
მისი თქმით, ფაქტი აღმაშფოთებელია და საინტერესოა ვინ გეგმავს ასეთ ფაქტებს, “ვის გონებაში მწიფდება ასეთი ოპერაციები, რომელიც თბილისის საპატრულო პოლიციის შემადგენლობის თვალწინ ვითარდება”.
“ვის უნდა, რომ ადამიანებმა, რომლებმაც ამდენი უბედურება გამოიარეს, ახლობლები დაკარგეს, გადაკიდონ ერთმანეთს”, - კითხულობს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ ამ ფაქტზე სასაუბროდ მას შესაძლოა სხვა ტრიბუნა გამოეყენებინა, რომ არა ამ ინციდენტში ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის მონაწილეობა.
ცაგარეიშვილს აინტერესებს, რატომ არ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ასევე, “სად არის” ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო მაშინ, როდესაც არიან დაუბინავებელი დევნილები და ა.შ.
“მაგრამ ყველამ კარგად იცით, რა ხდება იმ ავადსახსენებელ შენობასთან დაკავშირებით, რაც საქართველოში ყველას მობეზრდა”, - განაცხადა ცაგარეიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ვინმემ უნდა ურჩიოს დეპუტატსაც და ნებისმიერ ადამიანს, “რომ ასეთი რაღაცეების კეთება არ შეიძლება იმ ქვეყანაში, სადაც
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 851 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
“ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი საზოგადოებას 7 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილ მიტინგზე მისვლისკენ მოუწოდებს.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე კობა დავითაშვილმა აღნიშნა, ხშირად ისმის განცხადებები, რომ დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსეთის საოკუპაციო ჯარი დგას და ამიტომ ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვის დრო არ არის.
“როცა ხელისუფლებამ დაბრუნების ნაცვლად ტერიტორიები დაკარგა და ამის აღსანიშნავად კონცერტები გამართა, როცა გაურკვეველ საცირკო სანახაობებს ატარებს თბილისსა და აჭარაში, არჩევნების სახით, ამის გამო ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და საერთო ძალისხმევით გააპროტესტოს ხელისუფლების ქმედება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით”,-აღნიშნა დავითაშვილმა.
ამასთან, “ხალხის პარტიის” ლიდერი 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციების გამართვას არ აპირებს.
მისი თქმით, ამ პოლიტიკური სუბიექტების გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდება, მაგრამ პარლამენტში შესულ ოპოზიციას ოპოზიციონერებად ვერ შეაფასებს, რადგან “ისინი ხელისუფლების იდეების გამტარებლები არიან და ხელისუფლების რადიკალურ ფრთას წარმოადგენენ”.
წაკითხულია: 850 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო აპირებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მეგობრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შესაძლებლობა განიხილოს.
როგორც “რია ნოვოსტი” იუწყება, დუმის კომიტეტების წევრები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული საკითხი, შესაძლოა, ქვედა პალატამ დღეს განიხილოს.
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სახელმწიფო სათათბიროს სარატიფიკაციოდ უკვე წარუდგინა სეპარატისტულ რეგიონებთან - აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობისა და მეგობრობის შესახებ შეთანხმება და აღნიშნული საკითხის პრიორიტეტულად განხილვა ითხოვა.
რუსეთის მთავრობის ეს გადაწყვეტილება ქართული მხარის და მსოფლიო თანამეგობრობის მორიგი აღშფოთების საბაბი გახდა, რაც თავის მხრივ, მედიასასუალებებს არცთუ სახარბიელო პროგნოზების გაკეთებისკენ უბიძგებს.
აზრი იმის შესახებ, რომ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მოსალოდნელია კიდევ ერთი დაპირისპირება, უპირველესად ქართული მოსახლეობის შეშფოთებს იწვევს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ საქართველოში არიან ძალები, რომლებიც რუსების ტანკებს ელოდებიან როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებში.
“არ გეგონოთ, რომ აქ ვიღაცეები თავის ხალხს ჩამოიყვანენ და დასვამენ, როგორც ჩანს, ვიღაც ელოდება ამ ტანკებს თბილისში და საქართველოს დიდ ქალაქებში”, - განაცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთნ საუბრისას, თუმცა ასეთი ადამიანების დასახელებაზე კატეგორიული უარი თქვა.
მაჭავარიანმა მხოლოდ იმედი გამოთქვა, რომ ასეთ ხალხს საქართველოს მოსახლეობა “ვერ ნახავს”.
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 810 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ე.წ. საზღვარს დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ჯარები დაიცავენ.
როგორც სააგენტო “რეგნუმი” იუწყება, ამის შესახებ დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ბორის ატოევმა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მიერ საზღვრის შესაძლო გაკონტროლების შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.
ატოევის თქმით, რუსეთი ოს მესაზღვრეებს ტექნიკური საშუალებებითა და სპეციალისტებით დაეხმარება.
“ძირითადი ამოცანა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვრის დელიმიტაციაა. ამისათვის უახლოეს მომავალში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც საზღვრის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გავლას განსაზღვრავს. მოლაპარაკებების დაწყებასთან ერთად საზღვრის დემარკაციაც დაიწყება, თუმცა, ეს უახლოეს მომავალში სავარაუდოდ, არ მოხდება”, - განაცხადა ატოევმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხრიდან ტერაქტებია მოსალოდნელი და შესაძლო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად დე-ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
“ძირითად გზები გადაკეტილი გვაქვს. ეწყობა მოძრავი პოსტებიც. თუმცა, საქართველოსთან 300 კილომეტრიანი საზღვრის სრულად გადაკეტვა ჯერჯერობით ვერ ხერხდება”, - განაცხადა ატოევმა.
წაკითხულია: 856 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩო სოხუმის ცენტრში, ლაკობას ქუჩაზე აშენდება.
როგორც სააგენტო “აპსნი პრესი” იუწყება, ამის შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და შესაბამისმა სპეციალისტებმა მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია უკვე დაათვალიერეს.
“ჩვენ ტექნიკურ დოკუმენტაციას მოვამზადებთ, რომელსაც შესაბამისი წესით გავაფორმებთ. მართალია, შენობის პროექტი ჯერ არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ მშენებლობა სწრაფად დასრულდება”, - განაცხადა ანქვაბმა.
წაკითხულია: 932 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დსთ-დან საქართველოს გასვლა ოფიციალურად 2009 წლის 18 აგვისტოს გაფორმდება. “რია ნოვოსტის” ცნობით, ამის შესახებ თანამეგობრობის აღმასრულებელი სამდივნოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნაურიზ აიდაროვმა განაცხადა.
მისივე თქმით, დსთ-დან გასვლა ფორმალურად ქვეყნის მიერ განაცხადის გაკეთებიდან ერთი წლის შემდეგ ხდება.
აიდაროვმა დსთ-ს სახელმწიფოთა განათლების მინისტრთა მე-15 კონფერენციას მიაწოდა ინფორმაცია, რომ აღმასრულებელმა კომიტეტმა საქართველოს გასვლასთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურების შესრულება დაიწყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა თანამეგობრობის დატოვების შესახებ აღმასრულებელ კომიტეტში რუსეთის აგრესიის გამო 18 აგვისტოს შევიდა.
თანამეგობრობის შექმნის დეკლარაცია 1991 წლის დეკებმერს გაფორმდა. საქართველო ოფიციალურად დსთ-ში 1993 წელს გაწევრიანდა.
საქართველოს დსთ-დან გასვლა არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც თანამეგობრობაზე დარტყმა.
ამის თაობაზე დღეს თანამეგობრობის აღმასრულებელმა მდივანმა სერგეი ლებედევმა დსთ-ს შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, - იუწყება “რია ნოვოსტი”.
ლებედევის თქმით, საქართველოს თანამეგობრობიდან გასვლამ უმრავლესობაში წუხილი გამოიწვია. ამსთანავე, მან აღნიშნა, რომ “საქართველოსთვის ორგანიზაციის კარი ღია რჩება”.
პროცედურულად, საქართველო დსთ-ს ოფიციალურად 2009 წლის 18 აგვისტოს დატოვებს.
წაკითხულია: 878 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე დღეს მთავრობის კანცელარიაში ნატო-ს შემფასებელთა მისიასთან შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს.
მისია საქართველოში ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) შეფასების მიზნით 20 ოქტომბერს ჩამოვიდა.
IPAP-ის შეფასება ნატო-ს ექსპერტთა მიერ ყოველწლიურად ხორციელდება. დელეგაციამ შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში. დღეს მთავრობის კანცელარიაში ნატო-ს შემფასებელთა მისია ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიას შეხვდება.
წაკითხულია: 890 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ლეიბორისტების” განცხადებით, სადაზღვევო კომპანიებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ოჯახების წევრთა ჯიბეებში დაილექება.
როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე “ლეიბორისტების” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ განაცხადა, სადაზღვევო კომპანია “ირაოს” მფლობელი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ხოლო სადაზღვევო კომპანია “ალდაგის” მფლობელი პრემიერ-მინისტრ ვალდიმერ გურგაენიძის ოჯახები არიან.
გუგავას თქმით, ბიუჯეტიდან წელს სადაზღვევო კომპანიებისთვის 78 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. მომავალი წლის ბიუჯეტში კი, შეჭირვებული ადამიანებისთვის სოციალური, სამედიცინო მომსახურებისა თუ დახმარების ხარჯები შემცირებულია, სამაგიეროდ 132 მილიონ 779 ათას ლარამდეა გაზრდილი სადაზღვევო კომპანიების დაფინანსება.
“თუ 2009 წლის ბიუჯეტის პარმეტრებს გადავხედავთ, აღმოჩნება, რომ გაჭირვებული, მიუსაფარი და უპატრონო ყოფილან სააკაშვილისა და გურგენიძის ოჯახები, რადგანაც თანხები, რომლებიც აქამდე სოცილაურად შეჭირვებული ადამიანებისათვის იყო გათვალისწინებული, მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია იმ სადაზღვევო კომპანიებისთვის, რომელთა მესაკუთრეებიც სააკაშვილისა და გურგენიძის ოჯახები არიან. ჯერ ამ პოლისებით განკურნებული ხალხი არ მინახავს. წელს 1000-მდე საჩივარი შევიდა ამ სადაზღვევო კომპანიების წინააღმდეგ. ესენი არიან კარგად ორგანიზებული მონოპოლიური მდგომარეობის მქონე კომპანიები, რომლებიც მშვენივრად ახრამუნებენ ბიუჯეტის ფულს”,-განაცხადა გიორგი გუგავამ.
წაკითხულია: 867 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ჟან-პიერ ჟუიე საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება, - იუწყება “უკრაინსკაია პრავდა”. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ ჟუიემ ჟურნალისტებს სტრასბურგში, ევროპარლამენტის სესიის მსვლელობისას განუცხადა. მინისტრის თქმით, ამ ქვეყნების ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ევროპის ინტერესებში არ შედის. “ვფიქრობ, რომ უკრაინისა და საქართველოს წევრობა ნატოში არ არის აქტუალური”, - დასძინა ჟუიემ.
საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხს ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დეკემბერში განიხილავენ.
წაკითხულია: 858 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გუშინ ბრიუსელში დონორთა კონფერენციამ საქართველოს ეკონომიკის აღდგენაზე იმსჯელა. საერთაშორისო კონფერენციაზე გადაწყდა, რომ საქართველოს 4.55 მილიარდ დოლარს გამოუყოფენ. აღნიშნული თანხა ომის შემდგომ რეაბილიტაცისათვის გადაეცემა ქვეყანას. თანხა 3 წლის განმავლობაში ეტაპებად გადმოირიცხება. 2 მილიარდი გრანტის სახით გამოიყო, ხოლო 2,5 მილიარდი კრედიტია.
უშუალოდ ევროკავშირი საქართველოს 2008 წელს 250 მლნ ევროს გადაურიცხავს, 2009 წელს კიდევ 250 მლნ ევროს. საჭიროების შემთხვევაში, საქართველო ევროკავშირისგან თანხას 2010 წელს კიდევ მიიღებს.
"მსოფლიო ბანკი საქართველოს ინფრასტრუქტურის აღსადგენად 2008 წელს 1,7 მლრდ-ს გამოუყოფს, 2009 წელს – 1,6 მლრდ-ს, ხოლო 2010 წელს – 1 მლრდ-ზე ოდნავ მეტს. ასე გვაქვს გათვალისწინებული. თუმცა, არ არის გამორიცხული ვითარება შეიცვალოს და ციფრების კორექტირე
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 876 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს “არ სჯერა, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები მის რესპუბლიკაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეძლებენ”. “საქართველოს მიერ განხორციელებული ბოლო ტერაქტი – აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვენელის მკვლელობა გალის რაიონში ამტკიცებს, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები აფხაზეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფენ”, - განაცხადა ბაღაფშმა. მისივე თქმით, “ევროპელ დამკვირვებლებს საქართველოს ტერორისტული და დივერსიული ქმედებების აღკვეთა არ შეუძლიათ”. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ედუარდ ემინზადე გალის რაიონში დღეს მოკლეს.
წაკითხულია: 925 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
მოსკოვი თბილისს სარკოზი-მედვედევის გეგმის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართული მხარე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და ჯარებს მუდმივი დისლოკაციის ადგილზე არ აბრუნებს”. “სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შემდეგ ჯარების მუდმივი დილოკაციის ადგილზე დაბრუნება მედვედევი-სარკოზის გეგმის ერთ-ერთი პუნქტია, თუმცა ქართული მხარე არ ასრულებს აღებულ ვალდებულებას და შეიარაღებულ ძალებს დისლოკაციის ადგილზე არ აბრუნებს”, - განაცხადა ლავროვმა. მისივე თქმით, “საქართველო პერიოდულად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე სპეცრაზმელებსა თუ სხვა შეიარაღებულ ფორმირებებს აგზავნის”. “ჩვენ ძალიან გვაღელვებს, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები ამ ასპექტს ძალიან მცირე ყურადღებას უთმობენ”, - აღნიშნა რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა.
წაკითხულია: 886 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი და უმრავლესობის წარმომადგენელი მურთაზ ზოდელავა პარლამენტის სესიაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი, რამდენიმე დღის წინ, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის სათაო ოფისში მომხდარი ინცინდენტი გახდა. გიორგი ცაგარეიშვილმა სესიაზე მოითხოვა ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი ამ საკითხში გაერკვეს. ცაგარეიშვილის თქმით “არ შეიძლება არათუ პარლამენტარმა, არამედ რომელიმე ჭკუათმყოფელმა ადამიანმა მოიწონოს ის, რომ დევნილები დევნილებს უმოწყალოდ უსწორდებიან და ბავშვებსა და ქალებს სცემენ”. ცაგარეიშვილი ამ ფაქტს ამაზრზენს უწოდებს. “საინტერესოა ვის გონებაში მწიფდება ასეთი ოპერაციები, რომელიც თბილისის საპატრულო პოლიციის შემადგენლობის თვალწინ ვითარდება? ვის უნდა, რომ ადამიანები, რომელთაც ამდენი უბედურება გამოიარეს, დაკარგეს ყველაფერი, დაკარგეს ახლობლები ახლა ერთმანეთს გადაეკიდნონ”, - აცხადებს ცაგარეიშვილი და დასძენს, რომ ამ თემაზე სასაუბროდ ის სხვა ტრიბუნას გამოიყენებდა, რომ არა ამ ინცინდენტში ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის მონაწილეობა. გია ცაგარეიშვილს აინტერესებს ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე რატომ არ აღიძრა. ბადრი ბასიშვილს უმრავლესობის წარმომადგენლები მიხეილ მაჭავარიანი და მურთაზ ზოდელავა გამოექომაგნენ. როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, ბასიშვილი ოჯახთან და სხვა დევნილებთან ერთად თბილისის ერთ ერთი საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრობს და უარს ამბობს ყველანაირ დახმარებასა და პრივილეგიაზე რაც დეპუტატს ეკუთვნის. თუმცა მაჭავარიანმა ცაგარეიშვილს მაინც დაავალა, რომ ეს საკითხი ანტ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 847 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საფრანგეთი საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია. ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში ჟან-პიერ ჟუიემ განაცხადა. „რუსეთთან ურთიერთობების გართულება ევროპის ინტერესებში არ შედის“ – განმარტა მინისტრმა. როგორც ცნობილია, საქართველოსთვის და უკრაინისთვის ნატო-ს პროგრამა MAP-ის მინიჭების საკითხის მორიგი განხილვა ნატო-ს დეკემბრის სამიტზე იგეგმება. წინა სამიტზე, ბუქარესტში საფრანგეთმა და გერმანიამ საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებას მხარი არ დაუჭირეს.
წაკითხულია: 819 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ევროკავშირის დამკვირვებელთა საქციელი მოსკოვს აშფოთებს. “ევროკავშირის დამკვირვებელთა რბილად რომ ვთქვათ, “მსუბუქი” დამოკიდებულება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მოქმედი მისიისადმი მოსკოვი შეშფოთებულია”, _ აცხადებს სერგეი ლავროვი და დასძენს, რომ არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის დამკვირვებლებს მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა ავალიათ. “ამიტომაცაა, რომ იმ პროცესების მიმართ, რაც დღეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ან მათ ირგვლივ ხდება, ევროკავშირის დამკვირვებელთა ასეთი მსუბუქი დამოკიდებულება მოსკოვს აშფოთებს”, _ განაცხადა ლავროვმა მოსკოვში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
წაკითხულია: 857 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
27 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი ჩეხეთს ეწვევა. როგორც სამინისტროში განაცხადეს, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჩეხეთის პრეზიდენტს შეხვდება. გარდა ამისა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეკა ტყეშელაშვილი თავის ჩეხ კოლეგასთან და რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებთან გამართავს შეხვედრებს.
წაკითხულია: 898 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
მოსკოვი საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვაზე მკაცრი კონტროლის დაწესებას მოითხოვს. რუსეთი ეჭვობს, რომ საქართველო დონორი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების მიერ გამოყოფილ თანხას სამხედრო შეიარაღებისთვის დახარჯავს და მოითხოვს, რომ საქართველოსთვის გამოყოფილ თანხას ეფექტური მონიტორინგი გაეწიოს. როგორც ცნობილია, დონორთა გუშინდელი კონფერენციის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეტაპობრივად 4,5 მლრდ დოლარის ოდენობის დახმარება გამოეყოფა.
წაკითხულია: 899 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წევრი ნიკა ლალიაშვილი სემეკის ხელმძღვანელს, გურამ ჩალაგაშვილს წინასაარჩევნო პროცესში მონაწილეობისათვის კანონდარღვევაში ადანაშაულებს. დღეს, პარლამენტის სესიაზე ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ მას ხელთ აქვს საკმაოდ გრძელი სია აჭარაში წინასაარჩევნოდ მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით და გეგმავს ეს სია, რეაგირებისთვის ანტიკრიზისულ საბჭოს, ასევე ინტერფრაქციულ ჯგუფს გადასცეს, რომელიც სწორედ აჭარის არჩევნების გასაკონტროლებლად შეიქმნა. ლალიაშვილმა აღნიშნავს, რომ ამ სიას დაემატება კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც მას “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ დღეს, დილით მიაწოდა, რომლის თანახმად, სემეკ-ის თავმჯდომარე, გურამ ჩალაგაშვილი აქტიურად არის ჩართული აჭარაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესში და ბათუმში სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად აქტიურ წინასაარჩევნო აგიტაციას ეწევა. რაც, ლალიაშვილის განცხადებით, კანონის უხეში დარღვევაა. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის განცხადებით, კანონს არღვევს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეც, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობს და პირადად აძლევს მითითებებს, როგორ წარიმართოს წინასაარჩევნო აგიტაცია. ნიკა ლალიაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს ეს ფაქტები რეაგირების გარეშე არ დატოვოს. ლალიაშვილის ამ განცხადების შემდეგ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა განმარტა, რომ სემეკის თავმჯდომარე არ არის საჯარო მოხელე და შესაბამისად მას წინას
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 884 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საპარლამენტო უმრავლესობა ბრიუსელის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოსთვის გამოჩენილი მხარდაჭერისთვის თითოეულ დონორს მადლობას უხდის და საქართველოსთვის 4 მლრდ. 500 მლნ. დოლარის გამოყოფის გადაწყვეტილებას ქვეყნისათვის უდიდეს მორალურ, პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერად აფასებს. ”დონორთა კონფერენციაზე მიღწეული შედეგები ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ ტოვებს და როგორ იზიარებს საქართველოს გაჭირვებას და პრობლემებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა” - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა. მაჭავარიანი ირწმუნება, რომ საქართველოსთვის გამოყოფილი თითოეული ცენტი “მიზნობრივად, გამჭვირვალედ და ტრასფარენტულად დაიხარჯება”. უმრავლესობის ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის აზრით კი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ის ფაქტია, რომ საქართველო სოლიდურ ფინანსურ დახმარებას მსოფლიო გლობალური კრიზისის დროს იღებს. “გუშინდელი გადაწყვეტილებით მსოფლიომ დაამტკიცა, რომ თავად საქართველო არის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, რადგან აგრესორ ქვეყანას არავინ ეხმარება. საერთაშორისო თანამეგობრობა ყველა ტრიბუნას იყენებს, რომ ხაზი გაუსვას რუსეთის აგრესიულ ქმედებებს” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
წაკითხულია: 851 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” აჭარის რეგიონში გამოვლენილ ”უხეშ საარჩევნო დარღვევებზე” საუბრობს და სახელმწიფო თანამდებობის პირებს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. როგორც მოძრაობის წევრმა ნიკა ლალიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, წინასაარჩვენო კამპანიაში ადგილობრივ მოხელეებთან ერთად აქტიურად არის ჩართული სემეკ-ის ხელმძღვანელი გურამ ჩალაგაშვილი. ამ კონტექსტში დეპუტატმა კიდევ ერთხელ გააჟღერა აჭარის მეთაურის ლევან ვარშალომიძის გვარი და ხელისუფლებას რეაგირება მოსთხოვა.
წაკითხულია: 837 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია გამთენიისას ბრიუსელიდან დაბრუნდა, სადაც გუშინ დონორთა კონფერენცია გაიმართა.
როგორც დელეგაციის წევრები აღნიშნავენ, შეხვედრაზე ევროპის მხრიდან საქართველოს მიმართ დიდი პოლიტიკური მხარდაჭერა დაფიქსირდა, თანხის ოდენობამ კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭრაბა.
მათივე განცხადებით, დონორთა კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებზე.
დონორთა კონფერენციაზე გაირკვა, რომ საქართველო მთალიანად 4,5 აშშ დოლარის დახმარება მიიღებს, საიდანაც 2 მლნ აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 2,5 მლნ აშშ დოლარი - კრედიტი. თანხა ქვეყნაში ეტაპობრივად, სამი წლის განმავლობაში შემოვა.
წაკითხულია: 869 |
თარიღი: 23.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|