ხუთშაბათი, 25.04.2024, 10:27
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო შევა ნატოში?
ნახვა: 348
Главная » 2008 » ოქტომბერი » 23 » 4.55 მილიარდი დოლარი საქართველოსთვის
4.55 მილიარდი დოლარი საქართველოსთვის
16:44

გუშინ ბრიუსელში დონორთა კონფერენციამ საქართველოს ეკონომიკის აღდგენაზე იმსჯელა. საერთაშორისო კონფერენციაზე გადაწყდა, რომ საქართველოს 4.55 მილიარდ დოლარს გამოუყოფენ. აღნიშნული თანხა ომის შემდგომ რეაბილიტაცისათვის გადაეცემა ქვეყანას.  თანხა 3 წლის განმავლობაში ეტაპებად გადმოირიცხება. 2 მილიარდი  გრანტის სახით გამოიყო, ხოლო 2,5 მილიარდი კრედიტია.

უშუალოდ ევროკავშირი საქართველოს 2008 წელს 250 მლნ ევროს გადაურიცხავს, 2009 წელს კიდევ 250 მლნ ევროს. საჭიროების შემთხვევაში, საქართველო ევროკავშირისგან თანხას 2010 წელს კიდევ მიიღებს.

"მსოფლიო ბანკი საქართველოს ინფრასტრუქტურის აღსადგენად 2008 წელს 1,7 მლრდ-ს გამოუყოფს, 2009 წელს – 1,6 მლრდ-ს, ხოლო 2010 წელს – 1 მლრდ-ზე ოდნავ მეტს. ასე გვაქვს გათვალისწინებული. თუმცა, არ არის გამორიცხული ვითარება შეიცვალოს და ციფრების კორექტირება მოხდეს", - განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა შიგეო კაცუმ.

მთლიანი თანხიდან 3.7 მილიარდი სახელმწიფოების მხარდაჭერაა, ხოლო 850 მილიონი - კერძო დონორების დახმარება.

დონორთა კონფერენციის დასრულების შემდეგ ბენიტა ფერერო-ვალდნერმა განაცხადა, რომ ”ეს ბევრად მეტია, ვიდრე ჩვენ ველოდით და ამიტომაც მიგვაჩნია, რომ დღეს სასიხარულო დღეა.”

დონორთა გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩა ქართული დელეგაციის ხელმძღვანელიც. საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბრიუსელში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ”ეს თანხა საკმაოდ აღემატება იმ ვარაუდებს, რომელიც ჩვენ გვქონდა, განსაკუთრებით ფინანსური კრიზისის დაწყების შემდეგ.”

ლადო გურგენიძის განცხადებით, ეს თანხა მოხმარდებათ ომის შედეგად დაზარალებულ პირებს. ასევე თანხის გარკვეული ნაწილი დაიხარჯება ბიზნესის მხარდასაჭერად.

”ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი საქართველოსთვის როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ფინანსური არეულობის დროს, ეს გზავნილი ძალიან უჩვეულოა,” - განაცხადა USAID-ის ადმინისტრატორმა ჰენრიეტა ფორმა .

დონორთა კონფერენციამდე კი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ 1 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს გამოუყოფდა საქართველოს.

კიდევ ერთი უმსხვილესი  დონორი იაპონიაა, რომელმაც ბრიუსელის კონფერენციაზე აღნიშნა, რომ 200 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფდა საქართველოსთვის.

ევროკომისიამ განაცხადა, რომ მომდევნო სამი წლის მანძილზე 500 მილიონ ევროს გამოუყოფს საქართველოს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდი 750 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

საქართველოსთვის ასევე  თანხას გამოყოფენ გერმანია, ნორვეგია და შვედეთი. გერმანია 33.7 მილიონ ევროს, ხოლო შვედეთი 40 მილიონ ევროს გადმორიცხავს.  რაც შეეხება ნორვეგიას , რუსეთის აგრესიის შედეგად დანგრეული ეკონომიკის აღსადგენად 235 მილიონ ნორვეგიულ კრონს გამოყოფს  (დაახლოებით 33.6 მილიონ აშშ დოლარს).

შეგახსენებთ, რომ დონორთა კონფერენცია ბრიუსელში გუშინ გაიმართა.

კონფერენცია ევროკომისიისა და მსოფლიო ბანკის ინიციატივით ჩატარდა.

შეხვედრაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და საერთაშორისო ორგანიზაციები იღებდნენ მონაწილეობას. 

კონფერენციის თანათავმჯდომარეები ევროკომისარი საგარეო საქმეთა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სფეროში ბენიტა ფერერო ვალდნერი და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შიგეო კაცუ იყვნენ.

ქართულ დელეგაციას კი პრემიერი ლადო გურგენიძე ხელმძღვანელობდა.

Просмотров: 847 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz