|
Главная » 2008 » ოქტომბერი » 16
შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ რუსეთ-საქართველოს შორის რომ ინფორმაციული ბრძოლა მიმდინარეობს, ეს თემა უცხო აღარავისთვის არის. საინფორმაციო ომი კი იმაზე მეტ სიბინძურეს მოიცავს, ვიდრე წმინდა წყლის შეიარაღებული ბრძოლა. რუსული საინფორმაციო საშუალებების მხრიდან გაჩაღებული აგრესიული დაპირისპირება დღეს უკვე მწვავე ფორმებს იძენს.
რუსული პრესის ცნობით, ქართული სპეცსამსახურები მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და სოჭში ტერაქტებს ამზადებენ.
გაზეთ “იზვესტიაში” გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ტერაქტებს რუსეთში ქართული რადიკალური დაჯგუფება “საქართველოს პატრიოტები” გეგმავენ.
ამის დამადასტურებელ საბუთად “იზვესტიას” ტელეგრამები მოჰყავს, რომელიც გამოცემას ჩაუვარდა ხელში და მილიციის ყველა განყოფილებას გადაუგზავნეს.
”საქართველო ვერ შეურიგდა რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დახმარებას, მის მიერ ამ რეგიონისა და აფხაზეთის აღიარებას და ქართული მხარე დივერსიულ ომზე გადავიდა. 3 ოქტომბერს სამხრეთ ოსეთში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. დაიღუპა 9 მშვიდობისმყოფელი. ორი დღის შემდეგ მუშები დაცხრილეს, ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. სამართალდამცველ ორგანოებს ორივე შემთხვევაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს აქციები ქართული სპეცსამსახურების მიერ არის ჩადენილი”,- წერს “იზვესტია”.
გაზეთის ცნობით, ქართული ტერორისტული დაჯგუფება “საქართველოს პატრიოტები” მანამდე არ არსებობდა და შესაძლოა ის აგვისტოს მოვლენების შემდეგ შეიქმნა.
აღნიშნული განცხადება ყურადღების მიღმა არ დარჩენია საქართველოს მთავრობას. მოგვიანებით მასზე კომენტარი გა
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 778 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი დღეს, თბილისის დროით 12:00 საათზე განახლდება.
სამიტის მთავარი თემა საქართველოა. ლიდერები განიხილავენ, როგორ სრულდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მედვედევი-სარკოზის გეგმა.
მანამდე კი, ნიკოლა სარკოზიმ პრესკონფერეციაზე ჟენევაში ჩაშლილ მოლაპარაკებებზე ისაუბრა.
საფრანგეთის პრეზიდენტისთვის ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, ასეთი კონფლიქტის შემდეგ მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა საკმაოდ რთულია.
სარკოზის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის დაწყებიდან ოთი თვის შემდეგ ცეცხლი შეწყვეტილია, ხოლო ე.წ ბუფერული ზონებიდან რუსული შეარაღება და ტექნიკა გაყვანილია.
“სამშვიდობო გეგმა არც თუ უნაკლოდ სრულდება, მაგრამ არ უნდა შევქმნათ დაპირისპირება რუსეთსა და ევროკავშირს შორის, ეს დღეს არავის სჭირდება”, - აღნიშნა სარკოზიმ.
მას იმედი აქვს, რომ რუსეთის ფედერაცია ნაკისრ ვალდებულებს სრულად შეასრულებს.
გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველო შემადგენელი ნაწილები არიან და ევროპა აღნიშნულ ტერიტორიებს მხოლოდ ასე აღიქვამს.
წაკითხულია: 827 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს რიგ ტერიტორიებზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის საკითხს პარლამენტი დღეს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, დღეს საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტს, კონფლიქტური რეგიონების გარდა, თუ სად უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა.
მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის საჯარისო ნაწილები იმყოფებიან, საგანგებო მდგომარეობა კვლავ შენარჩუნდეს.
“სამწუხაროდ, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, რომ რუსეთი ვალდებულებებს სრულად შეასრულებს”, - დასძინა დავით ბაქრაძემ.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზევე “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ და საბოლოოდ მიიღებენ. ამის შემდეგ, კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ საგანგებო მდგომარეობას უკვე ეს კანონი ჩაანაცვლებს, ხოლო სად გაგრძელდება საგანგებო რეჟიმი, დღევანდელი მონაცემების მიხედვით გადაწყდება.
საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მთელ რიგ ტერიტორიებზე 17 ოქტომბრამდეა გაგრძელებული.
წაკითხულია: 790 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ნიდერლანდების სამეფო, ჰააგა) საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შეტანილი განაცხადის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, სასამართლო მოუწოდებს კონფლიქტში მონაწილე მხარეებს, თავი შეიკავონ რაიმე სახის რასობრივი დისკრიმინაციისგან, ასევე ასეთი ქმედებების დაცვისგან და მხარდაჭერისგან.
შესაბამისად, ჰააგის სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა, დროებითი ზომების მიღების თაობაზე. გადაწყვეტილება 7 ხმით 6-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული.
საქართველო ითხოვდა, რუსეთის ფედერაციას დაკისრებოდა ვალდებულება ეთნიკური წმენდისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის დაუყოვნებლივ შეჩერების შესახებ.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში აღნიშნული დროებითი ღონისძიების დაკისრების მოთხოვნა 2008 წლის 14 აგვისტოს იქნა შეტანილი, ხოლო მისი ზეპირი განხილვა 2008 წლის 8-10 სექტემბერს შედგა.
რუსეთი კი აპირებს დაამტკიცოს, რომ ჰააგის სასამართლოს არ გააჩნია იურიდიული უფლებამოსილება საქართველოს სარჩელის არსებითი განხილვა გააგრძელოს.
ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთს ჰააგის სასამართლომ მხოლოდ დროებითი ღონისძიებების სახით გარკვეული ვალდებულებები დააკისრა. ამიტომ რუსული მხარე შე
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 841 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 3.0/1
| კომენტარი (0)
|
აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დახმარების მიზნით, რუსეთის ფედერაციის რეგიონების სამინისტროში აპარატის გაფართოება იგეგმება.
როგორც “ინტერფაქსი” იუწყება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი კოზაკმა განაცხადა.
“სამინისტროს მნიშვნელოვანი ამოცანა აკისრია, როემლიც სულ ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ამასთან დაკავშირებით სამინისტროში დამატებითი თანამშრომლების მიღება უკვე გადაწყვეტილია, რათა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დავეხმაროთ”, - განაცხადა კოზაკმა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ახალი ხელმძღვანელის, ვიქტორ ბასარგინის წარდგენისას.
კოზაკმა უწყების წარმომადგენლებს სთხოვა, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან ნორმალური ურთიერთობა დაამყარონ, რათა სამხრეთ ოსეთის მხარემ მიიღოს აქტები, რომლებიც აღდგენით სამუშაოებში მონაწილეთა ანაზღაურებისთვის არის აუცილებელი.
წაკითხულია: 797 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ რუსული მხარე, რომელმაც გუშინ ჟენევაში მოლაპარაკებები ჩაშალა, მომავალში მეტი პასუხისმგებლობით მოიქცევა და შინაარსიან, შედეგზე ორიენტირებულ დიალოგში ჩაერთვება. ამისთვის ახალ, ჟენევის ფორმატში ყველა სათანადო წინაპირობაა შექმნილი.
საქართველოს საგარეო უწყებამ, ჟენევის მოლაპარაკებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
“რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჟენევის მოლაპარაკებების აშკარა ობსტრუქციის მიუხედავად, ქართული მხარე კვლავაც რჩება სამშვიდობო პროცესის ერთგული და დარწმუნებულია, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები, დიალოგი ერთადერთი შესაძლებელი გზაა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასამყარებლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხოდ, ღირსეულად დასაბრუნებლად”, - აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საერთაშორისო საზოგადოების, განსაკუთრებით კი ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს ერთობლივი ძალისხმევით პირველად შეიქმნა ისეთი საერთაშორისო ფორმატი, რომლის ფარგლებშიც რუსეთს აღარ გააჩნია ადრე მითვისებული მონოპოლია სამშვიდობო პროცესზე. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები დასაწყისიდანვე შეუდგნენ მოლაპარაკების შეფერხებას რუსული საოკუპაციო ჯარების მეშვეობით შექმნილი რეჟიმების წარმომადგენლების მოლაპარაკებაში ოფიციალურ მხარეებად, სუვერენული სახელმწიფოების შესაბამის დონეზე ჩართვის მოთხოვნით. ამავე დროს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის-სამხრეთ ოსეთის, საქართველო, ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 797 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აზერბაიჯანში გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, წინასწარი ინფორმაციით, ილჰამ ალიევს ამომრჩეველთა 89,04 პროცენტმა დაუჭირა მხარი. აზერბაიჯანული სააგენტოების ინფორმაციით, 16 ოქტომბრის 01:00 საათისთვის უკვე დათვლილი იყო ბიულეტინების 70 პროცენტი.
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩვენო კომისიის თავმჯდომარის მაზიარ ანახოვის განცხადებით, პრეზიდენტობის დანარჩენი 6 კანდიდატი ამ დროისთვის ხმათა 3 პროცენტსაც ვერ აგროვებს.
“არჩევნებზე ამომრჩველეთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ხმის მიცემის დროს სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა”, - აღნიშნა ცესკო-ს თავმჯდომარემ
წაკითხულია: 820 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წლევანდელი სეზონის ბოლო მატჩი, საქართველოსა და ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე უგოლო ფრედ დასრულდა.
მატჩის პირველი ნახევარი ქართველთა ტერიტორიული უპირატესობით მიმდინარეობდა, მასპინძლებს გოლის გატანის სამი რეალური მომენტი ჰქონდათ, მაგრამ შაშიაშვილის თავური დარტყმის შედეგად, ბურთი მცირე მანძილით ასცდა მიზანს. შემდეგ, სტუმართა მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა რაზმაძემ ვერ იყოჩაღა და ბულგარელი გოლკიპერი ბურთს იოლად დაეუფლა; ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში კი კობიაშვილს ოდნავ სიზუსტე დააკლდა, ხოლო თავის მხრივ ტაიმის მიწურულს ბერბატოვმა ანგარიშის გახსნის კარგი შანსი გაუშვა.
მატჩის პირველ ტაიმში, მძიმე ტრავმა მიიღო მასპინძელთა ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ, რომელიც ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში მეტოქის მცველს საჰაერო დუელისას შეეჯახა, თუმცა თამაშის გაგრძელება მაინც შეძლო, მაგრამ ათიოდე წუთში შეცვლა მოითხოვა. მას ექიმებმა ტვინის შერყევა დაუდგინეს. იგი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და რეანიმობილით საავადმყოფოში წაიყვანეს.
“ჯვაროსნებს” უპირატესობა არც მეორე ნახევარში დაუთმიათ, მაგრამ საგოლე მომენტების შექმნისას აშკარად სიზუსტე აკლდათ, ხშირ შემთხვევაში კი სტუმართა გოლკიპერი მოწოდების სიმაღლეზე იდგა.
საბოლოოდ, ქართველმა ფეხბურთელებმა 2010 წლის მუნდიალის მიმდინარე შესარჩევ ციკლში კიდევ ერთი ქულა ჩაიწერეს.
2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. VIII ჯგუფი. 15 ოქტომბერი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 787 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ოფიციალური მოსკოვი ჰააგის სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ მას იურიდიული ძალა არ გააჩნია, რადგან სასამართლო ამ საკითხის განხილვის იურისდიქციას არ ფლობდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, რუსული მხარის პოზიცია, რომლის თანახმად, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის მიმართ საქართველოს პრეტენზიების განსახილველად შესაბამისი იურისდიქცია არ გააჩნდა, 15 მოსამართლიდან 7-მა გაიზიარა და საპირისპირო მგადაწყვეტილება მხოლოდ ერთი ხმის უპირატესობით იქნა მიღებული.
“იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ზომების კონტექსტში წინასწარ ხასიათს ატარებს, ჩვენ განხილვის შემდგომ სტადიაზე ვაპირებთ იმის მტკიცების გაგრძელებას, რომ სასამართლო აღნიშნული საქმის განხილვის იურისდიქციას არ ფლობს”, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, ლავროვის უწყების მტკიცებით, “მოსამართლეებმა ვერ იპოვეს საფუძველი როგორც საქართველოს მხარის მიერ მოთხოვნილი დროებითი ზომებისთვის, ასევე იმისათვის, რომ ეს ზომები მხოლოდ რუსეთის მიმართ ყოფილიყო გატარებული და შესაბამისი ვალდებულებები ორივე მხარე დააკისრეს; ამასთან, ამ ზომებს ზოგადი ხასიათი აქვს და ისინი მიუთითებენ მხარეებს აღნიშნული კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე”.
რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყება “იმედს გამოთქვამს, რომ ქართული მხარეც ისევე მკაცრად გაითვალისწინებს საერთაშორისო კონვენციის პრინციპებს, როგორც ამას რუსე
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 863 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
“ტრიბიუნ დე ჟენევის” აზრით, საბოლოო ჯამში თბილისს სეპარატისტების “ატანა” მოუწევს
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 798 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 3.0/1
| კომენტარი (0)
|
“ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას” სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა აქვს.
ედპ-ის წევრები მიიჩნევენ, რომ ქვეყნისთვის ყველა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის რკინიგზის გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრის შედეგად უნდა მიიღოს.
როგორც ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გურამ ჩახვაძემ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფომ სტრატეგიული ობიექტების მხოლოდ 49% უნდა გაყიდოს, აქციების ნაწილი კი უფასოდ უნდა გადაეცეს საქართველო-რუსეთის ომში დაღუპული მეომრების ოჯახებს.
“პრივატიზაციის ამ სახით ჩატარება სახელმწიფოს სტრატეგიულ ობიექტებზე კონტროლს შეუნარჩუნებს” - დასძინა ჩახვაძემ.
წაკითხულია: 834 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამერიკელ ხალხს 4 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ბარაკ ობამას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
“4 ნოემბერს თქვენს მიერ გაკეთებული საპრეზიდენტო არჩევანი განსაზღვრავს არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების ბედს, არამედ მთელი მსოფლიოს და ჩემი სამშობლოს - საქართველოს მომავალსაც, რის გამოც თავს უფლებას ვაძლევ, მოგმართოთ მოწოდებით, მხარი დაუჭიროთ მომავალს, პროგრესულ სიახლეს ბარაკ ობამას სახით, იმავდროულად უკუაგდოთ წარსული, რომელსაც “რესპუბლიკელი” ჯონ მაკკეინი წარმოადგენს” – განაცხადა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა.
მისივე აზრით, “ის, რომ დღეს საქართველო რუქაზე სამ სახელმწოფოდაა წარმოგდენილი, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ჯონ მაკკეინის დამსახურებაა”.
“ტირანი სააკაშვილი მაკკეინის პოლიტიკური შვილობილია” – დასძინა ნათელაშვილმა
წაკითხულია: 821 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გიორგი ცაგარეიშვილი და გია თორთლაძე ახლო მომავალში ერთობლივად ახალი პოლიტიკური
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 836 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
”რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი სხვა რომელიმე ოპოზიციურ პარტიასთან გაერთიანებას და ახალი ოპოზიციური ალიანსის ჩამოყალიბებას კატეგორიულად გამორიცხავს.
ხიდაშელმა კატეგორიულად უარყო გუშინ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში ჟურნალისტ ნოდარ მელაძის მიერ გაკეთებული შესაბამისი განცხადებები და აღნიშნა, რომ “არასერიოზული ჟურნალისტის განცხადებებზე კომენტარს ვერ გააკეთებს”.
ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ”რესპუბლიკელებისა” და ”მემარჯვენეების” პოზიციები ერთმანეთს ბევრ საკითხში ემთხვევა, უპირველესად კი - ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიმართულებით.
ცნობისთვის, ”მემარჯვენეებისა” და ”რესპუბლიკელების” შესაძლო გაერთიანების შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში გუშინ გავრცელდა. ტელეკომპანიის ჟურნალისტის ნოდარ მელაძის განცხადებით, პარტიების ლიდერები ალიანსის შესაძლო შექმნის შესახებ კონსულტაციებს უკვე აქტიურად აწარმოებენ .
წაკითხულია: 906 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ევროკავშირმა რუსეთთან ახალი საბაზისო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების აღდგენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება ნოემბრამდე გადადო.
“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რუსეთთან დაკავშირებული საკითხის შესახებ გადაწყვეტილების მიღება 14 ნოემბერს მოხდება”, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჰავიერ სოლანამ.
14 ნოემბერს ნიცაში ევროკავშირ-რუსეთის მორიგი სამიტი გაიმართება, რომელზეც ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.
შეგახსნებთ, რომ ევროკავშირ-რუსეთს შორის ახალი ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები საქართველოს აგვისტოს მოვლენების გამო შეწყდა.
წაკითხულია: 851 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ზედელაშვილი საკუთრების ხელყოფის
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 819 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ტყეების გრძელვადიანი იჯარით გაცემასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებებს დღეს
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 806 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს რიგ ტერიტორიებზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის საკითხს პარლამენტი დღეს, რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა, დღეს საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტს, კონფლიქტური რეგიონების გარდა, თუ სად უნდა გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა.
მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის საჯარისო ნაწილები იმყოფებიან, საგანგებო მდგომარეობა კვლავ შენარჩუნდეს.
“სამწუხაროდ, ოპტიმიზმის საფუძველი არ გვაქვს, რომ რუსეთი ვალდებულებებს სრულად შეასრულებს”, - დასძინა დავით ბაქრაძემ.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზევე “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ და საბოლოოდ მიიღებენ. ამის შემდეგ, კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ საგანგებო მდგომარეობას უკვე ეს კანონი ჩაანაცვლებს, ხოლო სად გაგრძელდება საგანგებო რეჟიმი, დღევანდელი მონაცემების მიხედვით გადაწყდება.
საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მთელ რიგ ტერიტორიებზე 17 ოქტომბრამდეა გაგრძელებული.
წაკითხულია: 794 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი დღეს, თბილისის დროით 12:00 საათზე განახლდება.
სამიტის მთავარი თემა საქართველოა. ლიდერები განიხილავენ, როგორ სრულდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მედვედევი-სარკოზის გეგმა.
მანამდე კი, ნიკოლა სარკოზიმ პრესკონფერეციაზე ჟენევაში ჩაშლილ მოლაპარაკებებზე ისაუბრა.
საფრანგეთის პრეზიდენტისთვის ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლა მოულოდნელი არ ყოფილა. მისი თქმით, ასეთი კონფლიქტის შემდეგ მხარეების მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა საკმაოდ რთულია.
სარკოზის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის დაწყებიდან ოთი თვის შემდეგ ცეცხლი შეწყვეტილია, ხოლო ე.წ ბუფერული ზონებიდან რუსული შეარაღება და ტექნიკა გაყვანილია.
“სამშვიდობო გეგმა არც თუ უნაკლოდ სრულდება, მაგრამ არ უნდა შევქმნათ დაპირისპირება რუსეთსა და ევროკავშირს შორის, ეს დღეს არავის სჭირდება”, - აღნიშნა სარკოზიმ.
მას იმედი აქვს, რომ რუსეთის ფედერაცია ნაკისრ ვალდებულებს სრულად შეასრულებს.
გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველო შემადგენელი ნაწილები არიან და ევროპა აღნიშნულ ტერიტორიებს მხოლოდ ასე აღიქვამს.
წაკითხულია: 812 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ჟენევაში გუშინ საქართველოში უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონსულტაციების პირველი ეტაპი გაიმართა, სადაც საქართველოს, რუსეთის, აშშ-ს, ეუთო-ს, ევროკავშირის და გაერო-ს წარმომადგენლებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაციების შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია ხელმძღვანელობდა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობისა და დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელებიც შედიოდნენ.
რაც შეეხება რუსული დელეგაციის შემადგენლობას, აქ იგივე ტერიტორიული ერთეულების დე-ფაქტო ლიდერები შედიოდნენ. შექმნილი რეალობა აშკარად იძლეოდა იმის საფუძველს, რომ კონსულტაციები დაძაბულ რეჟიმში წარიმართებოდა, თუმცა მისი ჩაშლა არავის უფიქრია. სამწუხაროდ, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ განვითარდა.
რუსული დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებების წევრები შეხვედრის პირველ სესიაზე არ დაუშვეს, რის გამოც რუსულმა დელეგაციამ სესია დატოვა. მეორე სესიაზე დასწრებაზე უარი კი უკვე ქართულმა მხარემ თქვა, იმ მიზეზით, რომ სხდომას სეპარატისტებიც ესწრებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის კონსულტაციები საქართველოს, რუსეთის, აშშ-ს, გაერო-ს ეუთო-სა და ევროკავშირის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა, ქართული და რუსული დელეგაციების პირდაპირ შეხვედრა არ შედგა. ხემოთ აღნიშნული ორგანიზაციები ქართულ და რუსულ მხარეებს ცალ-ცალკე შეხვდნენ.
“ჟენევის ფორმატით წარმოებულ მოლაპარაკებაში საქართველო აღარ არის უმცირესობაში და სწორედ ამიტომ რუსეთი ცდილობს პრობლემე
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 860 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
- ”ქვეყანა რომ რუსული შეთქმულებისგან ეხსნა, საქართველოს პრეზიდენტს სამხრეთ ოსეთზე შეტევის გარდა სხვა გზა არ ჰქონდა!” - აცხადებს ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი Observer-თან ინტერვიუში.
რუსული ოფიციალური პირების ოფიციალური განმარტებები - რომ ისინი რუსეთის მოქალაქეების ”სიცოცხლეს”, ”ჯანმრთელობას” და ”ღირსებას” იცავდნენ (სხვა საკითხია, ეს ხალხი როგორ გახდა რუსეთის მოქალაქე) - ვერავითარ მტკიცებულებას ვერ უძლებს, რამდენადაც ჩეჩნეთსა და ბესლანში მათ არასოდეს უზრუნიათ თავიანთ მოქალაქეებზე, ამბობს ილარიონოვი.
ამჟამად ვაშინგტონის Cato-ს ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი, 2000-2005 წლებში პუტინის ყოფილი მთავარი მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, აცხადებს, რომ რუსული ოფიციალური ვერსიის საწინააღმდეგოდ, კონფლიქტი 7 აგვისტოს არ დაწყებულა; ის 2004 წლის ზაფხულიდან დეტალურად იგეგმებოდა და მზადდებოდა, როცა რუსეთის ხელისუფლება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს საომარი აღჭურვილობით ამარაგებდა, მათ შეიარაღებულ ძალებს წვრთნიდა, სამხედრო ბაზების აშენებდა და სტრატეგიულ გზებსა და რკინიგზას აგებდა.
- ”კულმინაცია 80’000 რეგულარული ჯარისკაცის და ნახევრად სამხედრო შენაერთების თავმოყრა იყო საქართველოს საზღვრებთან, მათგან სულ ცოტა 60’000 აგვისტოს ომში მონაწილეობდა,” - ამბობს ის.
- ”7 აგვისტოს დაახლოებით 20’000-დან 25’000-მდე ოსი და რუსი სამხედრო პირი და 240 ტანკი იყო სამხრეთ ოსეთში,” - აცხადებს ილარიონოვი და ამატებს, რომ მისი ინფორმაციით ქართულ შეიარაღებას 29’000 სამხედრო და 200 ტანკი ჰყავდა, რომელთა დიდი ნაწილი იმ დროს აფხაზეთის საზღვართან იყო თავმოყრილი.
- ”სამხრეთ ოსეთის სიახ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 782 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დღეს, ვაჭრობის პირველივე საათებში რუსეთის საფონდო ინდექსები მნიშვნელოვნად დაეცა.
მოსკოვის დროით 10:35 საათზე მოსკოვის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟა 10%-მდე, ანუ 627 პუნქტამდე დაეცა, ხოლო რუსეთის სავაჭრო სისტემა – 2%-ით, ანუ 770 პუნქტამდე. რუსეთის სავაჭრო სისტემის აქციების ტექნიკური ინდექსები 6,58 %-ით, 1330 პუქტამდე დაეცა.
რუსეთის სავაჭრო სისტემასა და მოსკოვის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე საფონდო ინდექსების დაცემა აზიურ საბირჟო სივრცეში მომხდარი ჩავარდნით არის გამოწვეული.
მაგალითად, იაპონურმა ინდექსმა Nikkei- მ დღეს ყველაზე მასშტაბური ვარდნა განიცადა ბოლო 20 წლის განმავლობაში.
ამერიკული საბირჟო მაჩვენებლები ერთი დღით ადრე 7-9%-ით დაეცა. აშშ-ში და მთელს მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიის შიშით აქციების გაყიდვის ტალღამ მთელი მსოფლიო მოიცვა. გარდა ამისა, ბანკირები ლიკვიდურობის დეფიციტს კვლავ განიცდიან.
წაკითხულია: 799 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
სროლები იყო წუხელ გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში.
რუსი სამხდეროების ბაზაზე გალის დაბალი ზონის სოფლების აფხაზური მილიციის უფროსი ბესიკ ჭყონია შევიდა. ჭყონიას ბაზის ტერიტორიაზე კონტეინერი ჰქონდა, სადაც ქართული მოსახლეობიდან ამოღებულ თხილს ინახავდა, თუმცა რუსმა სამხედროებმა მას კონტეინერის წაღების საშუალება არ მისცეს. შეიარაღებული დაპირისპირების მიზეზიც სწორედ ეს გახდა.
რუსმა სამხედროებმა ბესიკ ჭყონია მუცლის არეში დაჭრეს და ბაზის ტერიტორის გარეთ დააგდეს, რადგან ეგონათ, რომ იგი მკვდარი იყო. თუმცა, ჭყონია ადგიმობრივმა მოსახლეობამ ჯერ ნაბაკევის საავადმყოფოში მიიყვანა, იქიდან კი გალის რაიონის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
წაკითხულია: 840 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წაკითხულია: 871 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
თემქის დასახლების რამდენიმე ობიექტს გაზმომარაგება ხვალ აღუდგება.
საინვესტიციო
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 873 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ჟენევის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი შესაძლოა, ნოემბერში გაიმართოს.
რუსული
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 805 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რიგგარეშე ფორმატში დღეს პარლამენტის სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები საქართველოს რიგ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ იმსჯელებენ.
როგორც ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე განმარტავს, რუსეთის მოქმედებები არ იძლევა ოპტიმიზმისა და იმის ფიქრის საფუძველს, რომ მისი სამხედრო ნაწილები სარკოზის შეთანხმების გათვალისწინებით, 7 აგვისტოს მდგომარეობას დაუბრუნდებიან, ამიტომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ სოფელში, სადაც რუსეთის საჯარისო ნაწილები იმყოფებიან, საგანგებო მდგომარეობა ისევ გაგრძელდეს.
გარდა ამისა, 16 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტს. აღნიშნული კანონი უშუალოდ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას ჩაანაცვლებს.
პარლამენტის სხდომა 16:00 საათისთვის დაიწყება.
წაკითხულია: 815 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რიგგარეშე ფორმატში დღეს პარლამენტის სხდომა გაიმართება, რომელზეც დეპუტატები საქართველოს რიგ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ იმსჯელებენ.
როგორც ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე განმარტავს, რუსეთის მოქმედებები არ იძლევა ოპტიმიზმისა და იმის ფიქრის საფუძველს, რომ მისი სამხედრო ნაწილები სარკოზის შეთანხმების გათვალისწინებით, 7 აგვისტოს მდგომარეობას დაუბრუნდებიან, ამიტომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ სოფელში, სადაც რუსეთის საჯარისო ნაწილები იმყოფებიან, საგანგებო მდგომარეობა ისევ გაგრძელდეს.
გარდა ამისა, 16 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტს. აღნიშნული კანონი უშუალოდ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას ჩაანაცვლებს.
პარლამენტის სხდომა 16:00 საათისთვის დაიწყება.
წაკითხულია: 819 |
თარიღი: 16.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|