გიორგი ცაგარეიშვილი და გია თორთლაძე ახლო მომავალში ერთობლივად ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავენ
საპარალმენტო უმცირესობის ლიდერები გიორგი ცაგარეიშვილი და გია თორთლაძე ახლო მომავალში ერთობლივად ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავენ. ამის შესახებ «პირველს» დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა აცნობა.
«მე და ბატონ გია თორთლაძეს ერთად მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს. პარტიის სახელწოდებისა და ჩვენი მომავალი თანაგუნდელების ვინაობაზე მუშაობა ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს. შემიძლია, გითხრათ, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრჩეში ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნა არც ისე შორეული პერსპექტივაა», - განუცხადა «პირველს» ცაგარეიშვილმა და დასძინა, რომ “ახალ პარტიაში სახეებს პოლიტიკური ცნობადობის და მაღალი რეიტინგის მიხედვით არ გააწევრიანებენ”.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმცირესობის წევრები გიორგი ცაგარეიშვილი და გია თორთლაძე 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე გაერთიანებული ოპოზიციის წევრები იყვნენ.
|