|
Главная » 2008 » ოქტომბერი » 22
გამარჯობათ,ძალიან ქთხოვთ ვისაც დრო და სურვილი გექნებათ რომ დამატოთ სტატიები საიტზე ქთხოვთ დაწეროთ კომენტარებში. ჩვენ ვერ ვახერხებთ დროზე ადრე სტატიების დამატებას რაგაც მიზეზების გამო ამიტომ თქვენ დახმარება გვჭირდება ვისაც დრო აქვს.გმადლობთ წინასწარ.
საიტის ადმინისტრაცია!
წაკითხულია: 1102 |
თარიღი: 22.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (7)
|
მოსკოვი ევროკავშირს “საქართველოს პროვოკაციებზე ყურადღების გამახვილებისკენ” მოუწოდებს.
როგორც დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, “ქართულ-ოსური კონფლქტის ზონაში განლაგებულმა ევროკავშირის დამკვირვებლებმა ქართული მხარის პროვოკაციებს დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ”.
“ჩვენ გვინდა, ამ ზონაში მყოფმა დამკვირვებლებმა ქართული მხარის პერიოდულ პროვოკაციულ ქმედებებზე მეტი ყურადღება გაამახვილონ. მისიის წარმომადგენლებმა ყურდაღება უნდა მიაქციონ ასევე იმ ფაქტს, რომ იქ რეგულარულად ჩნდებიან ქართული სპეცრაზმელები, სხვა შეიარაღებული პირები, მაშინ, როდესაც აბსოლუტურად გასაგებია, რომ სიტუაციის დასამშვიდებლად იქ მხოლოდ პოლიციელები უნდა იმყოფებოდნენ”, - განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ევროკავშირის დამკვირვებლები თავისი საქმიანობით მხოლოდ მომხდარის დაფიქსირებით შემოიფარგლებიან, მაშინ, როდესაც მედვედევ-სარკოზის შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის გარანტად გამოდის”.
წაკითხულია: 846 |
თარიღი: 22.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
პარლამენტში შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფი ხვალიდან ყველა იმ სუბიექტთან შეხვედრებს დაიწყებს, რომელთა საქმიანობა არჩევნებს უკავშირდება. პირველი ასეთი შეხვედრა ხვალ NDI-ს ოფისში სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებთან გაიმართება.
სწორედ ასეთი შეთანხმებით დასრულდა დღეს პარლამენტში გამართული ინტერფქციული ჯგუფის პირველი შეხვედრა.
როგორც ჟურნალისტებს ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, თავდაპირველად შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო და არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორის ჯგუფთან, საარჩევნო ადმინისტრაციასთან, ტელევიზიების წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც მომზადდება დასკვნა იმ პრობლემებთან და ხარვეზებთან დაკავშირებით, რომელიც 3 ნოემბრის არჩევნებს უძღვის წინ.
როგორც ცნობილია, სპეციალური ინტერფრაქციული ჯგუფი 3 ნოემბრის არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ინიციატივით შეიქმნა. ჯგუფის შემადგენლობაში ყველა საარჩევნო სუბიექტია წარმოადგენილი. ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები დეპუტატები ლევან ვეფხვაძე, პავლე კუბლაშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, აკაკი მინაშვილი და ჯონდი ბაღათურია არიან.
წაკითხულია: 965 |
თარიღი: 22.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
“ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოსახლეობის დემოგრაფიულ გენოციდში ადანაშაულებს.
“ლეიბორისტების” მორიგი ბრალდება 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს უკავშირდება, რომელიც, ძაგანიას შეფასებით, “სრულიად უვარგისია”.
“მაშინ, როცა ყველა გუბერნატორს დაფინანსება 10%-ით გაეზარდა, სამეანო მომსახურების პროგრამა საერთოდ ამოგდებულია ბიუჯეტიდან, ხოლო ბავშვთა სამედიცინო მომსახურების პროგრამისთვის მხოლოდ 3 მილიონი ლარია გამოყოფილი”- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ძაგანიამ.
მან მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, “სააკაშვილის უვარგისი ბიუჯეტი არ დაამტკიცოს” და შეახსენა დეპუტატებს, რომ ისინი “ქართველი ხალხის და არა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ არიან დაქირავებულები”.
წაკითხულია: 836 |
თარიღი: 22.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი დალილა ხორავა 23-24 ოქტომბერს ქუთაისში, ხობში, ზუგდიდსა და წალენჯიხაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდება.
დალილა ხორავა ზუგდიდში კოდორის ხეობიდან ჩასახლებულ 65 ოჯახს მოინახულებს. ქუთაისში, ხობსა და ჯვარში ვიზიტისას კი ის იმ უნარშეზღუდულ პირებს და მრავალშვილიან ოჯახებს შეხვდება, რომლებიც მათი სოციალური სტატუსიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ.
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ინვალიდებს ინვალიდის სავარძლებსაც გადასცემს. გარდა ამისა, ყველა ოჯახს, რომელსაც დალილა ხორავა ესტუმრება, ჰუმანიტარული დახმარების სახით ჰიგიენური საშუალებები დაურიგდება.
აღნიშნული შეხვედრების დროს დალილა ხორავა სმენადაქვეითებულ პირთა პრობლემების შესწავლას და მათი რაოდენობის განსაზღვრას გეგმავს.
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის პროგრამას საერთაშორისო ორგანიზაციების Counter-Part International-ისა და USAID ის მხარდაჭერით ახორციელებს.
წაკითხულია: 883 |
თარიღი: 22.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ, რამდენიმე დღის წინ მოუწოდა თავის მხარდამჭერებს 7 ნოემბერს საპროტესტო აქცია გამართონ პარლამენტის წინ აქციის დარბევის ერთი წლისთავის აღსანიშნავად.
“ეს არის დღე პოლიციური აპარატის წინააღმდეგ, ეს არის ზოგადად ღირსების დღე,” - განაცხადა მან 20 ოქტომბერს პარლამენტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე. “სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ყველა იმ ქმედებაზე, რომლითაც ზიანი მოუტანა საქართველოს და იმ სისხლის გამო, რომელიც აგვისტოში დაიღვარა”.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ “კონსერვატორული” პარტია ესწრებოდა პარლამენტის წინ გამართულ პრესკონფერენციას, რამდენიმე სხვა პარტიამ, რომლებიც ოპოზიციური კოალიციის წევრები იყვნენ, “ახალი მემარჯვენეების” ჩათვლით, განაცხადეს, რომ ისინი უერთდებიან აქციას. “რესპუბლიკური” პარტიის წარმომადგენლების თქმით, ისინიც “შესაძლოა” შეუერთდნენ აქციას, თუმცა მათი თქმით, ამ საკითხზე მიმდინარეობს შიდა კონსულტაციები და პარტიის გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ 7 ნოემბერს ერთდღიანი აქციის გამართვა იგეგმებოდა.
“თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამაზე გავჩერდებით,” - განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ ოპოზიცია იწყებს “საპროტესტო აქციების ახალ ტალღას”.
მისი თქმით, ოპოზიცია ითხოვს დემოკრატიზაციას, კერძოდ საარჩევნო კოდექსის რეფორმირებას და სამაუწყებლო მედიის თავისუფლებას.
მოგვიანებით იმავე დღეს რადიო “უცნობის” ეთერში საუბრისას, კახა კუკავა შეეცადა ზო
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 883 |
თარიღი: 22.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აჭარის არჩევნების გამჭვირვალედ და დემოკრატიულად ჩატარების მიზნით შექმნილი პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის პირველი სხდომა დღეს გაიმართება.
პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნის ინიციატივით 9 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოვიდა და განაცხადა, რომ აჭარის არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებას საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ერთ-ერთ პლენარულ სხდომაზე ბაქრაძემ ისიც განაცხადა, რომ ცალკეული თანამდებობის პირების თავის გამოჩენის სურვილს, ხელისუფლება დემოკრატიულ არჩევნებს არ გადააყოლებს.
ინტერფრაქციული ჯგუფის პირველივე სხდომაზე, ჯგუფის წევრი და უმცირესობის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილ განკარგულების საკითხსაც დააყენებს, რომლის თანახმადაც ბათუმს 12 მილიონი უპროცენტო სესხის სახით გამოეყო. ვეფხვაძემ ამ თანხის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძის ვოიაჟებზე ასახვაზე უკვე ისაუბრა.
ჯერჯერობით უცნობია მოჰყვება თუ არა რაიმე რეაგირება ამ ფაქტს და “დაისჯება” თუ არა ვინმე, თუმცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია ლევან ვარშალომიძის მიხეილ მაჭავარიანის სიმამრის მიხეილ ჟღენტით ჩანაცვლების სურვილის შესახებ.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, მისი შეცვლის შესახებ ინფორმაცია უკვე დიდი ხანია ვრცელდება, თუმცა შეცვლის ფორმა და შემცვლელის ვინაობა არ კონკრეტდება.
წაკითხულია: 928 |
თარიღი: 22.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტები დღეს ერთობლივად საგანგებო განცხადებას შეიმუშავებენ.
საგანგებო განცხადების მიღების აუცილებლობა რუსეთის მიერ სარკოზის გეგმის შეუსრულებლობამ და ახალგორში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. განცხადება მეგობარი ქვეყნების პარლამენტებს გაეგზავნება.
გუშინდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პაატა დავითაიამ კიდევ ერთხელ დააყენა ახალგორის საკითხი და აღნიშნა, რომ რუსეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციები საქართველოს მხრიდან მოსალოდნელ ტერაქტებზე, ქართველების ოსურ ჯარში იძულებით გაწვევის თაობაზე და ხშირად დარღვეული საჰაერო სივრცე მეტყველებს, რომ რუსეთის მხრიდან დიდი პროვოკაცია მზადდება.
დავითაიამ კიდევ ერთხელ მიმართა პარლამენტს და საქართველოს ხელისუფლებას, რომ მსოფლიო თანამეგობრობა საქმის კურსში დროულად ჩააყენოს, რათა შემდეგ განვითარებული მოვლენები საქართველოს არ დაბრალდეს.
წაკითხულია: 811 |
თარიღი: 22.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო სათათბიროში რატიფიკაციისთვის რუსეთის ფედერაციას და “აფხაზეთის რესპუბლიკასა” და “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს” შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებების შეტანას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული იმპერიალიზმის მიერ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს უწოდებს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ არის მიმართული. “მე-20 საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან - საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული - რუსეთის ფედერაცია თანმიმდევრულად ატარებს ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკას, რომლის მთავარი იარაღია მოსახლეობის ეთნიკური წმენდა საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ამ ამოცანის გადასაწყვეტად მოსკოვი არ ერიდება მარიონეტული რეჟიმების შექმნას და მათი თუ საკუთარ ე.წ. მშვიდობისმყოფელთა ხელით მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორსა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას”, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების ინფორმაციით, საკუთარი მოქალაქეების დაცვის პროფაშისტური მოტივაციით საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ სცნო ზემოხსენებული მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი “სახელმწიფოები” და მათი “საზღვრების” უსაფრთხოების დაცვა სუკ-ის მემკვიდრე რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურს ჩააბარა, რაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ბაზების შექმნასთან ერთად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აშკარა წინააღმდეგობაში მოდის
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 845 |
თარიღი: 22.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე მოსკოვის მიერ სრული კონტროლის დაჩქარებულად დაწესების მიზეზებზე, ნიცაში 18 ნოემბრისათვის დაგეგმილი შეხვედრისა და მედვედევის ერევანში ვიზიტის ჩვენთვის სავარაუდოდ ცუდ შედეგებზე, ასევე ოპოზიციის ნოემბრისათვის გააქტიურების სავარაუდო სცენარებზე პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძემ ისაუბრა.
- ბატონო არჩილ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მოსკოვის სურვილი დაჩქარებული ტემპებით “სამართლებრივად” გააკონტროლოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია?
- ეს იმ პროცესის ნაწილია, რომელიც მოსკოვმა 26 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით დაიწყო. ეს პროცესი პრაქტიკულად უფრო ადრეც დაიწყო, როცა პუტინის 16 აპრილის განკარგულებით რუსეთის სამინისტროებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის დამყარება დაევალა.
ახლა ხდება სოხუმთან და ცხინვალთან მოსკოვის მიერ დადებული ხელშეკრულებების რატიფიცირება. რუსეთი ცდილობს ამ რეგიონებში მის საქმიანობას სამართლებრივი სახე მისცეს.
რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გაკონტროლება, ამ რეგიონებში ბაზების მშენებლობა, მოსკოვის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გასაკონტროლებლად “სრულფასოვანი სამართლებრივი ბაზის შექმნა”, ამ რეგიონების მაქსიმალურად კონტროლს ქვეშ აყვანას ემსახურება. მოსკოვი ცდილობს ის, რაც ცეცხლითა და მახვილით მოიპოვა, მაქსიმალურად გააკონტროლოს და დიპლომატიური გზით ვინმემ არ დაათმობინოს.
- აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრების სრულფასოვნად გაკონტროლების შემდეგ ეს რეგიონები დასავლეთისათვის და ჩვენთვის პრაქტიკულად სრულად ჩაიკეტება.
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 805 |
თარიღი: 22.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ფონდი “ძმები ბაგრატიონები” ბაგების #-3 კორპუსში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას ჰუმანიტარულ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 954 |
თარიღი: 22.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დღეს, 16:00 საათზე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების დეპარტამ,ენტის ხელმძღვანელი ჟან კლოდ ერო პრესკონფერენციას გამართავს.
იგი ევროკავშირის მიერ გამყოფილი დახმარების შესახებ ისაუბრებს.
ჯან კლოდ ერო საქართველოს 18 ოქტომბერს ეწვია. ვიზიტი 23 ოქტომბრამდე გასტანს. იგი აკვირდება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 6 მილიონი ევროს ოდენობის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას.
წაკითხულია: 855 |
თარიღი: 22.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მივა.
კუბლაშვილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ანტიკრიზისულმა საბჭომ დაიბარა.
როგორც ჟურნალისტებს საბჭოს თავმჯდომარემ გია თორთლაძემ განუცხადა, დეპუტატები კოტე კუბლაშვილისგან მოისმენენ ინფორმაციას და დაუსვამენ შეკითხვებს უზენაეს სასამართლოში გატარებულ და დაგეგილ რეფორმებთან დაკავშირებით.
ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.
წაკითხულია: 866 |
თარიღი: 22.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დღეს ბრიუსელში საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილი დონორთა კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციის მთავარი მიზანი საქართველოსთვის დახმარების სახით ფულადი თანხის გამოყოფაა.
კონფერენციაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და საერთაშორისო ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას.
კონფერენციის თანათავმჯდომარეები ევროკომისარი საგარეო საქმეთა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სფეროში ბენიტა ფერერო ვალდნერი და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი შიგეო კაცუ იქნებიან.
შეხვედრაზე განცხადებებს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძის ხელმძღვანელობით ბრიუსელში უკვე გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებთან, ევროკომისიის ეკონომიკურ და საგარეო საქმეთა გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან მარკო ბუტისთან.
ამასთან, ბრიუსელში საქართველოს პრემიერისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხოსე მანუელ ბაროზოს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
გარდა ამისა, ბრუსელში ვიზიტისას საქართველოს ფინანსთა მინისტრი
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 913 |
თარიღი: 22.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დღეს პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება.
ინტერფრაქციული ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ინიციატივით 3 ნოემბრის არჩევნებზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით შეიქმნა და მის შემადგენლობაში ყველა საარჩევნო სუბიექტია წარმოდგენილი.
ინტერფრაქციული ჯგუფის წევრები დეპუტატები ლევან ვეფხვაძე, პავლე კუბლაშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, აკაკი მინაშვილი და ჯონდი ბაღათურია არიან.
ჯგუფის შეხვედრა პარლამენტში 13.00 საათისთვის დაინიშნა.
წაკითხულია: 857 |
თარიღი: 22.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
როინ შავაძის მკვლელობის დეტალებთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე გიორგი და გივი თარგამაძეებმა იდავეს.
პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებას სენაკის ბატალიონის ჯარისკაცის როინ შავაძის მკვლელობის საქმის განსაკუთრებულ კონტროლზე აყვანის თაობაზე, დღის მეორე ნახევარში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე გამოეხმაურა.
გივი თარგამაძის განცხადებით, მან გადაამოწმა ინფორმაცია და შეიტყო, რომ როინ შავაძე ნარკოტიკების შენახვისთვის იყო დაპატიმრებული, გაქცევა სცადა, ბადრაგს იარაღი წაართვა და გაისროლა. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ შავაძე ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. ამ ფაქტის გახმაურებისას, გივი თარგამაძემ კოლეგა გიორგი თარგამაძეს რჩევაც მისცა, რომ „ადამიანის ტრაგედიები არ არის ის თემა, რომელიც წინასაარჩევნო სპეკულაციისთვის შეიძლება გამოიყენოს".
გაქცევისას ლიკვიდირების ვერსია საეჭვოდ მიაჩნია გიორგი თარგამაძეს, რომელმაც შემდეგ განაცხადა, რომ როინ შავაძეს წინა მხრიდან 22 ტყვიაზე მეტი აქვს მოხვედრილი და გაქცეულ ადამიანს წინიდან არ ესვრიან. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა კვლავ მიმართა გენპროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანონ ეს საქმე და უზრუნველყონ ოჯახის წევრების უსაფრთხოება. გიორგი თარგამაძის ინფორმაციით, 16 აგვისტოს, ბათუმის ცენტრალური ქუჩიდან ნიღბიანმა პირებმა როინ შავაძე გაიტაცეს, რომელიც საღამოს პროზექტურაში მკვდარი იპოვეს.
თარგამაძემ ეს ფაქტი სახელმწი
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 868 |
თარიღი: 22.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წითელა-წითურას ინდური ვაქცინის მიერ რამდენიმე მოზარდში გამოწვეული უკურეაქციის მიუხედავად, ქართველი მედიკოსები მშობლებს აცრების ჩატარებისკენ მოუწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, თბილისის 67-ე და მე-5 საჯარო სკოლების 9 მოსწავლეს სკოლაში ჩატარებული აცრების შემდეგ გულისრევა, თავის ტკივილი, შემცივნება, კიდურების შეშუპება და თავბრუსხვევა აღენიშნათ, რამაც მოზარდებსა და მათ მშობლებში პანიკა გამოიწვია.
როგორც ”პირველს” დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, ვაქცინაციას სხვადასხვა ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვაგვარად იტანს და რიგ შემთხვევებში აცრას შესაძლოა, გარკვეული უკურეაქციაც მოჰყვეს, მაგრამ ეს ვაქცინის უვარგისობაზე არ მიუთითებს და მოსახლეობის შეშფოთების საფუძველი არ უნდა გახდეს.
საყოველთაო აცრები საქართველოს მასშტაბით გუშინ დაიწყო. წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინა ინდოეთიდან შემოიტანეს და ის საქართველოში მცხოვრებ 6-დან 27-წლამდე ასაკის 1 მილიონ ადამიანზეა გათვლილი.
წაკითხულია: 815 |
თარიღი: 22.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველო საერთაშორისო საზოგადოებისგან მიმდინარე წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების შედეგად მიღებული ზარალის ასანაზღაურებლად დაახლოებით 4 მილიარდს მიიღებს.
აღნიშნული საკითხი დღეს ბრიუსელში დონორთა კონფერენციაზე გადაწყდება. როგორც ცნობილია, ქართული დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძის ხელმძღვანელობით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის საკითხებისადმი მიძღვნილ დონორთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებთან, ევროკომისიის ეკონომიკურ და საგარეო საქმეთა გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან მარკო ბუტისთან.
ამასთან, ბრიუსელში საქართველოს პრემიერისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ხოსე მანუელ ბაროზოს ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. გარდა ამისა, ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნიკა გილაური და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორი და საგარეო დახმარების დირექტორი ჰენრიეტა ფორე საქართველოსა და აშშ-ს შორის ბიუჯეტის თანადგომის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
წაკითხულია: 855 |
თარიღი: 22.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობის განცხადებით, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში რუსული მხარის დაფინანსებით სამხედრო ბაზები რაც შეიძლება, მალე უნდა აშენდეს.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ნიკოლაი მაკაროვის განცხადებით, სამხედრო ბაზების მშენებლობა 2009 წელს დასრულდება. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს კონფლიქტურ ტერიტორიებზე განლაგებული თითოეული სამხედრო ბაზა დაახლოებით 4 ათასი ჯარისკაცით დაკომპლექტდება.
როგორც ცნობილია, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში სამხედრო ბაზების მშენებლობისთვის რუსულმა მხარემ რუსეთის 2009 წლის ბიუჯეტიდან 20 მილიარდი რუბლის გამოყოფა გადაწყვიტა.
წაკითხულია: 882 |
თარიღი: 22.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|