|
Главная » 2008 » ოქტომბერი » 20
წაკითხულია: 1293 |
თარიღი: 20.10.2008
| რეიტინგი: 1.0/1
| კომენტარი (0)
|
საჩხერის რაიონში, რუსი ოკუპანტების ბლოკ-საგუშაგოზე ინციდენტი მოხდა. რუსმა აგრესორებმა სოფელ პერევში უკანონოდ მოქმედ ბლოკ-პოსტზე საერთაშორისო სასურსათო პროგრამით გათვალისწინებული ჰუმანიტარული ტვირთი არ გაატარეს.
12 ტონა საკვები პროდუქტი პერევში მცხოვრებ 670 ადამიანზე იყო გათვლილი.
რაიონის გამგებლის ზურაბ ცერცვაძის განცხადებით, ოკუპანტები პერევიდან გასვლას არ აპირებენ, პირიქით, ისინი ზამთრისთვის მზადებას განაგრძობენ.
“ოკუპანტები ახლომდებარე ტყეებიდან შეშას ეზიდებიან და ბლოკ-პოსტს ამაგრებენ” – აღნიშნა მან.
როგორც ცნობილია, მედვედევ-სარკოზის შეთანხმების თანახმად, ოკუპანტებს ეს ტერიტორია ჯერ კიდევ 10 ოქტომბრისთვის უნდა დაეტოვებინათ.
წაკითხულია: 922 |
თარიღი: 20.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში რუსეთს მედვედევ-სარკოზის შეთანხმების ბოლომდე შესრულებისკენ მოუწოდებს.
როგორც მისიის ხელმძღვანელმა ჰანს-იორგ ჰაბერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “რუსეთმა მედვედევ-სარკოზის შეთანხმება ბოლომდე უნდა შეასრულოს და საერთაშორისო დამკვირვებლებს კონფლიქტის ზონაში შესვლის უფლება უნდა მისცეს”.
“ეს არის დიპლომატიური პროცესი და მოლაპარაკებების საკითხი. ნაკლებ სავარაუდოა, ეს ძალიან მალე მოხდეს, თუმცა ჩვენ მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი”, - განაცხადა მისიის ხელმძღვანელმა.
ამასთან, ჰაბერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი მისია სამშვიდობოა და 10 ოქტომბრიდან დამკვირვებლები იარაღის გარეშე პატრულირებენ.
“მისიამ პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ქართულ პოლიციასთან ნაყოფიერად თანამშრომლობს”, - აღნიშნა ჰაბერმა.
წაკითხულია: 821 |
თარიღი: 20.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გალის რაიონში რუს ოკუპანტებსა და აფხაზ სეპარატისტებს შორის დაპირისპირება გრძელდება.
როგორც “აფხაზეთის მედიაცენტრში” განაცხადეს, რუსი ოკუპანტების ბრძანებით აფხაზმა სეპარატისტებმა გალის რაიონის სოფლები დატოვეს და სოფელ ზემო ბარღების გავლით გალის მიმართულებით წავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ აფხაზმა სეპარატისტებმა რაიონში 60-მდე სპეცრაზმელი შეიყვანეს, რომლებიც მთელი დღის მანძილზე დაბალი ზონის სოფლებში “უაზის” ტიპის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, ადგილობრივ მოსახლეობას სახლებში უვარდებოდნენ და წვევამდელების დაკავება დაიწყეს.
“ნაბაკევში განლაგებულმა რუსმა სამხედროებმა აღნიშნულ ჯგუფს ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს და განუცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში მსგავს ქმედებას თვითონ განახორციელებდნენ” – აღნიშნეს “აფხაზეთის მედიაცენტრში”.
წაკითხულია: 828 |
თარიღი: 20.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციები თბილისში მიმდინარე წლის 7 ნოემბრიდან დაიწყება და მასობრივ ხასიათს მიიღებს. ამის შესახებ ”გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა, “კონსერვატორმა” კახა კუკავამ განაცხადა.
”საპროტესტო აქციები 7 ნოემბრიდან დაიწყება და მასობრივ ხასიათს მიიღებს. არსებობს უამრავი კითხვა, რომელზეც ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს”, - განაცხადა კუკავამ და დასძინა, რომ ”საქართველოს ხელისუფლება წაგებულ ომს ზეიმობს”.
ამასთან, მისივე თქმით, ნეომბრის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მედიის თავისუფლება იქნება.
”მედია საზოგადოებას ცინიკურად ექცევა”, - დასძინა კუკავამ.
წაკითხულია: 838 |
თარიღი: 20.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დენიელ ფრიდი საქართველოში ვიზიტს დღეს საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრით განაგრძობს.
საპარლამენტო უმცირესობამ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე დენიელ ფრიდთან დღეს გამართულ შეხვედრისას სხვადასხვა საკითხებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ისაუბრეს, რომ საქართველო არ უნდა წამოეგოს რუსეთის პროვოკაციას და ქვეყანამ თანმიმდევრული დემოკრატიული რეფორმები უნდა გაატაროს.
მისი თქმით, სწორედ ამ მიზნების განსახორციელებელი გზებისა და იდეების გარშემო გაცვალეს მოსაზრებები.
“დიდი კმაყოფილებით შემიძლია გამოვთქვა ჩემი მოსაზრება, რომ “ქრისტიან-დემოკრატების” მიდგომები ქვეყანაში არსებული პრობლემებისადმი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ეკონომიკური განვითარების, უმუშევრობის, სოციალური პრობლემების, დემოკრატიის განვითარების, მთლიანად ემთხვევა იმ გენერალურ ხაზს, რომელიც ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, დემოკრატიულ სახელმწიფოებს აქვთ გამოხატული საქართველოს მიმართ”, - განაცხადა თარგამაძემ და დასძინა, რომ ახლა მნიშვნელოვანია ამ გზაზე კონსტიტუციურ ჩარჩოებში, თანმიმდევრულად, მშვიდობიანად სიარული და ქვეყნის სწორედ ასეთი გზით შეცვლა უკეთესობისკენ.
ამასთან, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე დენიელ ფრიდი საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვდერისას აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებით კომისიით დაინტერესდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს კომისიის ხელმძღვანელმა პაატა დავითაია
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 884 |
თარიღი: 20.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს ბრიუსელში გაემგზავრება.
როგორც ჟურნალისტებს პარლამეტის პრესსამსახურში განუცხადეს, ბაქრაძე ბრიუსელში მონაწილეობას მიიღებს სესიაში, რომელზეც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ქვეყნის სამომავლო განვითარების სტრატეგიას, ასევე, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივას განიხილავენ.
21 ოქტომბერს დავით ბაქრაძე ჰოლანდიაში გაემგზავრება. ჰააგაში დავით ბაქრაძე პირისპირ შეხვედრებს გამართავს ჰოლანდიის პარლამენტის სპიკერთან გერდი ვერბეტესთან და ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება აევე შეხვედრები ჰოლანდიის პარლამენტის წევრებთან.
წაკითხულია: 778 |
თარიღი: 20.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საქართველოს მთავრობის კანცელარია მომავალი წლისთვის დაფინანსების გაზრდას წლევანდელთან შედარებით 1.750.0 ათასი ლარით გეგმავდა.
2009 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც პარლამენტმა მთავრობას დაუწუნა და თან “ქამრების შემოჭერის” რჩევა მისცა, მთავრობის კანცელარიისთვის 12,000.0 ათასი ლარია გათვალისწინებული, წელს კი ეს თანხა 10, 250.0 ათასი ლარია.
მომავალი წლისთვის მთავრობის კანცელარიაში მომუშავეთა რიცხოვნობის 330 დან 250-მდე შემცირებაც იგეგმება, შრომის ანაზღაურების მუხლში კი 4,119,6 ათასიდან კლება მხოლოდ 3,592.8 ათასამდეა.
ზოგადად, ხარჯებში კანცელარიას წელს 9, 700.0 ათასი ლარია აქვს განსაზღვრული, რისი გაზრდაც მომავალი წლისთვის 11, 450.0 ათასამდე იგეგმებოდა. გაზრდაა კანცელარიის საქონლისა და მომსახურების ხარჯებშიც, კერძოდ, ამ მუხლში წელს 5,517.3 ათასი ლარია, მომავალ წელს კი 7, 794.1 ათასი ლარის გათვალისწინება იგეგმებოდა.
უცვლელი რჩება კანცელარიის დაფინანების ხარჯებში სოციალური უზრუნველყოფის მუხლი, სადაც წლევანდელის მსგავსად 63.1 ათასი ლარია განსაზღვრული.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას პროექტი პარლამენტის მხრიდან საკმაოდ კრიტიკულად შეფასდა და არ არის გამორიცხული “ქამრების შემოჭერის” რჩევის გათვალისწინება მთავრობის კანცელარიასაც მოუხდეს.
წაკითხულია: 807 |
თარიღი: 20.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
აშშ-ს საქართველოსადმი მხარდაჭერა იქნება საპარლამენტო ოპოზიციის ძირითადი საუბრის თემა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, დენიელ ფრიდთან დღევანდელი შეხვედრისას.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე უმცირესობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს აშშ-ს-გან დახმარება ორი ძირითადი მიმართულებით სჭირდება, კერძოდ, ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებისა და დემოკრატიული განვითარების მხრივ.
მისივე თქმით, დენიელ ფრიდთან შეხვედრისას სწორედ ამ საკითხებს დასვამს.
დეპუტატმა დასძინა, რომ მოსახლეობის მთავარი ინტერესი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, უმუშევრობასა და ეკონომიკურ პრობლემებს უკავშირდება, რაც სწორედ ზემოაღნიშნულ საკითხებთან არის პირდაპირ კავშირში და მათ საქართველო ძლიერი პარტნიორის გარეშე ვერ გადაწყვეტს.
“ამ საკითხში კი საქართველოს აშშ-ს გარდა ალტერნატივა არ ჰყავს” - აღნიშნა უმცირესობის ლიდერმა.
ფრაქცია “ძლიერი საქართველო - ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე გია თორთლაძის განცხადებით კი, შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და რუსეთის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე ისაუბრებს.
ამასთან, როგორც ანტიკრიზისული საბჭოს ხელმძღვანელი, თორთლაძე საბჭოს ფორმატში მიღებულ გადაწყვეტილებებზეც გაამახვილებს ყურადღებას.
წაკითხულია: 851 |
თარიღი: 20.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
“თანასწორობის ინსტიტუტის” ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კაკაბაძე ამ ორგანიზაციაში გოგა ხაინდრავას და ლევან გოგიჩაიშვილის მიღებას თავის დროზე დაშვებულ შეცდომად აფასებს და იმავდროულად, ხაინდრავას ოლიგარქ ბერეზოვსკისთან საეჭვო ურთიერთობებზე საუბრობს.
ამის შესახებ ირაკლი კაკაბაძის მიერ გავრცელებულ წერილშია ნათქვამი, სადაც ის “თანასწორობის ინსტიტუტის” მიზნებსა და პრინციპებზე საუბრობს.
ირკლი კაკაბაძის განცხადებით, ამ ორი ადამიანის ორგანიზაციაში მიღება მთლიანად მისი ინიციატივით მოხდა და ამ ნაბიჯზე სრულ პასუხისმგებლობასაც იღებს, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს დიდი შეცდომა იყო, რომელმაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა ორგანიზაციას.
მისი თქმით, ამ ადამიანებს ინსტიტუტის გამგეობამ 2008 წლის აგვისტოში გამგეობის წევრობა ორგანიზაციის წესდების უხეში დარღვევისათვის შეუჩერა, რადგან მათ სხვა წევრებთან შეთანხმების გარეშე გამოაქვეყნეს წერილი მთელი ორგანიზაციის სახელით.
კაკაბაძე აღნიშნავს, რომ ხაინდრავამ რამდენჯერმე გამოიჩინა ორგანიზაციის პოლიტიზირების სურვილი და ინიციატივა, ინსტიტუტს კი ყოველთვის იმედი ჰქონდა, რომ ის როგორც კონფლიქტების ყოფილი მინისტრი, რომელმაც ბევრი სასარგებლო ინიციატივა წამოაყენა, არაძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მიიღებდა მონაწილეობას არასამთავრობო და საგანმანათლებლო სექტორში.
“მაგრამ მან პოლიტიკურ ინტრიგებში ყოფნა არჩია და თანაც მეტად უცნაური ფორმით - ის ხშირად “თანასწორობის ინსტიტუტის” შირმას ეფარებოდა, რათა პოლიტიკურ ორგანოებთან თანამშრომლობა დაეწყო. ხშირად, მისი პოლიტიკური პარტნიორები სულაც ა
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 809 |
თარიღი: 20.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ინტერნეტგამოცამა “გაზეტა.რუ”-ს ინფორმაციით, აფხაზეთში რუსეთის ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს მეოთხე დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სიმიონ გრიგორიევი იქნება.
როგორც გამოცემა იუწყება, გრიგორიევი ადრე საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესს ხელმძღვანელობდა.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ასევე აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბაც. ელჩის კანდიდატურა უკვე წარუდგინეს რუსეთის პრეზიდენტსაც და რუსეთის დუმის შესაბამის კომიტეტს.
“გაზეტა.რუ”-სთან საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ თემაზე კომენტარისგან თავი შეიკავეს. თუმცა რუსეთის დუმის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარის ალექსეი ოსტროვსკის ინფორმაციით, სამინისტრომ დუმაში ელჩის კანდიდატურა უკვე წარადგინა.
წაკითხულია: 847 |
თარიღი: 20.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ აშშ-მ საქართველო, როგორც გეოპოლიტიკური პარტნიორი, მოატყუა. ნათელაშვილი აშშ-ს ხელისუფლებისგან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას მოითხოვს.
როგორც ნათელაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ განცხადების გაკეთება დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში იმყოფება აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილე დენიელ ფრიდი.
“სააკაშვილის მარიონეტულმა ხელისუფლებამ საქართველოს ინტერესები შესწირა რუსეთ-ამერიკის ბრძოლას გეოპოლიტიკური პირველობისთვის”, - განაცხადა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველომ ამერიკის მხარდაჭერისთვის ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო, კერძოდ, დაკარგა ტერიტორიები, რუსეთის უდიდესი ბაზარი, გააუქმდა რუსეთთან უვიზო მიმოსვლა.
მანვე აღნიშნა, საქართველოსთვის უნდა მოიძებნოს იმ ბაზრის შემცვლელი, რომელიც საქართველომ რუსეთის სახით დაკარგა. ნათელაშვილი მოითხოვს, საქართველოსთან აშშ-მ თავისუფალი ვაჭრობისა და გადაადგილების ხელშეკრულება გააფორმოს.
“ამერიკის მოკავშირეობისთვის ჩვენ ყველაზე დიდი მსხვერპლი გავიღეთ, ამისგან მოგება კი სხვა სახელმწიფოებმა, კერძოდ ბალტიისპირეთმა, უნგრეთმა, სლოვაკეთმა, ჩეხეთმა და სამხრეთ კორეამ უვიზო რეჟიმი მიიღეს”, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
წაკითხულია: 879 |
თარიღი: 20.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დუმაში რატიფიცირებისთვის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შეთანხმების შესახებ დოკუმენტი შეიტანა.
შეთანხმება მოსკოვს, ცხინვალსა და სოხუმს შორის მეგობრობას, თანამშრომლობას და ერთმანეთისთვის სხვადასხვა სახის დახმარების გაწევას ისახავს მიზნად.
დოკუმენტის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, რუსეთის პრეზიდენტმა შეთანხმების რატიფიცირების განხილვა პარლამენტს ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად დაავალა.
მეგობრობას, თანამშრომლობას და დახმარების შესახებ შეთანხმებას ხელი სეპარატისტებმა და რუსებმა კრემლში, 17 სექტემბერს საზეიმოდ გამართულ ცერემონიალზე მოაწერეს.
წაკითხულია: 799 |
თარიღი: 20.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გია ნოდია თბილისის მე-200 ახლადგარემონტებული საჯარო სკოლის გახსნას დაესწრო.
სკოლის რემონტი იაკობ გოგებაშვილის მეგაპროგრამის ფარგლებში ჩატარდა. სარემონტო სამუშაოებზე 600 000 ლარი დაიხარჯა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში 150 მზრუნველობასმოკლებული ბავშვი სწავლობს.
წაკითხულია: 882 |
თარიღი: 20.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსმა ოკუპანტებმა შიდა ქართლის რეგიონის 17 სოფელს სასმელი წყლის მიწოდება შეუწყვიტეს.
უკვე მეორე დღეა, აღნიშნულ სოფლებსა და გორის რამდენიმე დასახლებულ პუნქტს წყალი არ მიეწოდება.
დღეს გორში პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლის რეგიონში ლადო ვარძელაშვილი იმყოფებოდა, რომელმაც მოსახლეობას პრობლემის მოგვარებაში დახმარება აღუთქვა.
წაკითხულია: 820 |
თარიღი: 20.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსი ოკუპანტები სოფელ პერევში უკანონოდ გახსნილ ბლოკ საგუშაგოებზე ამ დრომდე რჩებიან.
ადგილობრივთა განცხადებით, ოკუპანტები სოფლიდან გასვლას არ ჩქარობენ. ისინი ზამთრისთვის შეშას და საკვებს იმარაგებენ.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, რუსეთის ჯარს საქართველოს ტერიტორია ჯერ კიდევ 10 ოქტომბერს უნდა დაეტოვებინა, თუმცა მთელ რიგ ტერიტორიებზე, მათ შორის პერევშიც ოკუპანტები პოზიციებს კვლავინდებურად ინარჩუნებენ.
წაკითხულია: 857 |
თარიღი: 20.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ცხინვალის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა საგუშაგოს “ქართველების პროვოკაციულ ქმედებებზე საპასუხო ცეცხლის გახსნის” ნება დართო.
დე ფაქტო შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიხეილ მინძაევის განცხადებით, “18 ოქტომბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტოს ყველა საგუშაგოს მიეცა ბრძანება, ქართველების მხრიდან პროვოკაციის შემთხვევაში საპასუხო ცეცხლი გახსნან”.
“გრძელდება პროვოკაციული ქმედებების ჯაჭვი, რომლებმაც ქართველების აზრით, საბოლოო ჯამში ოსური მხარის მსგავსი ნაბიჯები უნდა გამოიწვიოს”, - განაცხადა მინძაევმა და აქვე დასძინა, რომ “პირადი შემადგენლობის შეკავება, რომელსაც საფრთხე ემუქრება, სულ უფრო ძნელი ხდება”.
“ძნელია, აუხსნა ადამიანებს, რომ მათ თავი არ უნდა დაიცვან”, - დასძინა მინძაევმა.
ამასთან, დე ფაქტო მინისტრი ევროპელი დამკვირვებლების უმოქმედობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.
“უსაფრთხოების ზონაში შეთანხმების თანახმად, სამხედროები არ უნდა იყვნენ, თუმცა ქართული მხარე უხეშად არღვევს ყველა შეთანხმებას და ამაზე რეაგირებას საერთაშორისო დამკვირვებლები არ ახდენენ”, - განაცხადა მინძაევმა.
წაკითხულია: 778 |
თარიღი: 20.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
შიდა ქართლის რეგიონის ყოფილ ოკუპირებულ სოფლებში რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების გადასვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ამჟამად რუსული აგრესიის შედეგად გარდაცვლილები კვლავ საკუთარ ეზოებში არიან დამარხულები. მათი რაოდენობა დაახლოებით 20-ს შეადგენს.
როგორც დაღუპულთა ოჯახების წევრები აცხადებენ, სასაფლაოების ტერიტორიებზე განაღმვითი სამუშაოები ამ დრომდე არ ჩატარებულა, რის გამოც გადასვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
წაკითხულია: 809 |
თარიღი: 20.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
თბილისი. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პოლიტიკური გაერთიანება “ქართული დასის” პოლიტსაბჭოს წევრთა საჩივრის საფუძველზე პარტიის ლიდერის, დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას საქმიანობის გამოძიება დაიწყო.
პოლიტსაბჭოს წევრთა საჩივარი ბაღათურიას მიერ პარტიის კუთვნილი ფინანსური სახსრების განკარგვის მიზნობრიობას და პოლიტიკური გაერთიანების წესდების სხვა დარღვევებს შეეხება.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ “ქართულ დასში” განხეთქილება მოხდა. პოლიტსაბჭოს წევრების უმრავლესობა ჯონდი ბაღათურიას “ქართული დასის” საბანკო ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დარიცხული 4 თვის თანხის გაფლანგვასა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების პოლიტსაბჭოსთან შეუთანხმებლად მიღებაში ადანაშაულებს.
როგორც პოლიტსაბჭოს წევრმა ნათელა სირაძემ განაცხადა, პარტიის ლიდერი “ქართული დასის“ წესდების საპირისპიროდ, უკანონოდ მოქმედებდა, რის შედეგადაც პოლიტსაბჭოში განხეთქილება მოხდა.
“ჩვენი პოლიტიკური მოღვაწეობის მიზეზი ჯონდი ბაღათურიას მიმართ სიმპატიები არ ყოფილა. ჩვენი მიზანი იყო, გვემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის და გვეზრუნა საქართველოს მომავლისთვის. ჩვენ ის ადამიანები ვართ, ვინც ღალატს პრეზიდენტსაც კი არ აპატიებს და ბაღათურიას უკანონო ქმედებასა და ღალატს ნამდვილად ვერ მოვითმენდით! ის ჩვენთან შეთანხმების გარეშე იღებდა ყველა გადაწყვეტილებას, პირადად გაჰქონდა პარტიის კუთვნილი თანხა, რაშიც ვამხილეთ კიდეც”- განაცხადა ნათელა სირაძემ.
“ჩვენ გვეგონა, რომ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 800 |
თარიღი: 20.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წაკითხულია: 808 |
თარიღი: 20.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|