რუსი ოკუპანტები სოფელ პერევში უკანონოდ გახსნილ ბლოკ საგუშაგოებზე ამ დრომდე რჩებიან.
ადგილობრივთა განცხადებით, ოკუპანტები სოფლიდან გასვლას არ ჩქარობენ. ისინი ზამთრისთვის შეშას და საკვებს იმარაგებენ.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, რუსეთის ჯარს საქართველოს ტერიტორია ჯერ კიდევ 10 ოქტომბერს უნდა დაეტოვებინა, თუმცა მთელ რიგ ტერიტორიებზე, მათ შორის პერევშიც ოკუპანტები პოზიციებს კვლავინდებურად ინარჩუნებენ.
|