|
Главная » 2008 » ოქტომბერი » 02
ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ოპოზიციური პარტიები აქტიურად მართვენ პარტიათაშორის კონსულტაციებს. მასში მონაწილეობას იღებენ, როგორც წამყვანი ოპოზიციური პარტიები, ისე ის პირები, რომლებმაც დატოვეს პოლიტიკური არენა და მასში დაბრუნების სურვილი აქვთ, კერძოდ, აქტიურად მონაწილეობს კონსულტაციებში ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნორაიდელი. ამის შესახებ ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ოპოზიციურ პარტიებში წყაროებმა განუცხადეს.
მანამდე ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა საკუთარ სურვილზე, დაარსოს პოლიტიკური პარტია. მან უკვე ჩაატარა შეხვედრები პარტიებთან ”ახალი მემარჯვენეები” და ”დემოკრატიული განვითარების ფონდი”. წყაროები არ გამორიცხავენ, რომ კონსულტაციების შედეგად შესაძლოა შეიქმნას არა მხოლოდ ახალი პარტიები, არამედ ახალი ალიანსები.
- ”მე ჯერ არ ვიცი, სად ვიქნები, ნათელია მხოლოდ ერთი რამ, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების გამართვა ყველასთან, რათ გაირკვეს საერთო განწყობა და ინტერესები. ქვეყანა ამჟამად იმყოფება ისეთ მდგომარეობაში, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება”, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პარტია ”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა.
”დემოკრატიული განვითარების ფონდის” პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის თქმით, კონსულტაციებს პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფი მართავს.
- ”ეს კონსულტაციები გაგრძელდება, ეს ნორმალური პროცესია პოლიტიკურ ცხოვრებაში”, - მიაჩნია მას. მან ასევე დააზუსტა, რომ უკვე გამართა შეხვედრები რესპუბლიკური პაეტიის, ”ახალი მემარჯვენეების”, ”საქართველოს გზის” ლი
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 861 |
თარიღი: 02.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი მწუხარებას გამოთქვამს “უკრაინის მიერ საქართველოში იარაღის შეტანის” გამო.
როგორც პუტინმა დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრთან იულია ტიმოშენკოსთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, “რუსეთი წუხს, რომ უკრაინამ საქართველოში, კონფლიქტის ზონაში იარაღი შეიტანა”.
“ძალიან სამწუხაროა, რომ უკრაინამ კონფლიქტის ზონაში იარაღის შეტანა შესაძლებლად ჩათვალა. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა და ასეთ შემთხვევაში სახელმიწფო, როგორც წესი, ძალიან თავშეკავებულად იქცევა”, - განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა უკრაინა საქართველოსთვის იარაღის უკანონოდ მიწოდებაში აგვისტოს მოვლენების შემდეგ რამდენჯერმე დაადანაშაულა. ამასთან, უკრაინის პრემიერმა იულია ტიმოშენკომ გუშინ პრეზიდენტ იუშჩენკოს იარაღით უკანონო ვაჭრობაში დასდო ბრალი.
წაკითხულია: 820 |
თარიღი: 02.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დღეს მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ცხინვალში ჩავიდა და ადგილობრივი კრიმინალური
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 864 |
თარიღი: 02.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ევროკავშირის დანმკვირვებლები უკვე საქართველოში არაიან. 22 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელმა პატრულირება დაიწყო. მისის მთავარი ოფისი ბაზალეთის ბაზაზე განთავსდა. დამკვირვებლების სრული მობილიზება 10 ოქტომბრამდე უნდა მოხდეს. სწორად ამ ვადაში უნდა გავიდეს რუსეთის შეიარაშებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. უკვე ცნობილია, რომ დამკვირვებლები კონფლიქტის ზონის გარეთ განთავსდებიან.
პირველივე დღე მონიტორინგის წევრებისათვის სირთულეებით დაიწყო. რუსეთი დამკვირვებლებს ახალგორის ტერიტორიიაზე არ უშვებდა. ( 6 პუნქტიანი შეთანხმების თანახმად , უნდა აღდგეს 6 აგვისტომდე არსებული მდგომარეობა. ახალგორი კი ომის შემდეგ დაიკავეს რუსებმა. ) ოკუპანტები არ თმობენ რამდენიმე უკანონო ბლოკ საგუშაგოსაც.
დღეს ევროგაერთიან
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 817 |
თარიღი: 02.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე რუს პოლიტიკოსებს და თანამდებობის პირებს “თეორეტიკოსობისთვის თავის დანებებას” ურჩევს.
ასეთ რჩევას დავით ბაქრაძე იმ რუს პოლიტიკოსებს აძლევს, რომლებიც აშშ-ირანის ომის დაწყების შემთხვევაში საქართველოს პოლიგონად გამოყენების პერსპექტივაზე საუბრობენ.
ბაქრაძის თქმით, “ამერიკა-ირანის ომი ძალიან თეორიული პერსპექტივაა, ირანთან მიმართებაში კი თავად რუსეთს ჰმართებს საკუთარი პასუხისმგებლობის უკეთესად გააზრება და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა”.
”რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივად ბლოკავს ყველა გადაწყვეტილებას ირანთან დაკავშირებით და საერთაშორისო საზოგადოებას არ აძლებს ამმხრივ შეთანხმებული ნაბიჯების გადადგმის საშუალებას, რაც კარგი იქნებოდა თვითონ რუსეთისთვის, ამერიკისთვის, მთელი რეგიონისა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვი” - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ.
წაკითხულია: 848 |
თარიღი: 02.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ქართულმა დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსული მხარის მიერ საქართველოში დარიგებული ყალბი რუსული პასპორტები წარადგინა.
ამ გარემოებამ სესიაზე ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა.
“ამ ადამიანებმა არც კი იცოდნენ, რომ “რუსეთის მოქალაქეები” იყვნენ. ეს რუსული მხარის არალეგიტიმური ქმედებების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. რუსებს დემოკრატიის ეშინიათ. ჩვენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანც-ვალტერ შტაინმაიერის შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, თუმცა რუსეთმა ეს არ მოიწონა. ჩვენ არ გვინდა რუსეთის იზოლაცია, მაგრამ რუსეთმა უნდა ისწავლოს საერთაშორისო ნორმებით მოქმედება” - განაცხადა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა.
ამ დროისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე შესვენებაა გამოცხადებული. დებატები 2 საათში განახლდება. შესვენების შემდეგ ასამბლეის სხდომაზე სიტყვით “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი გიორგი თარგამაძეც გამოვა.
წაკითხულია: 830 |
თარიღი: 02.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია მუშაობას ორ საათში განაახლებს. სხდომაზე სიტყვით საქართველოს “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი გიორგი თარგამაძეც გამოვა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო სასმბლეის სესიაზე შესვენება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. დღის პირველ ნახევარში სხდომაზე სიტყვით ორმოცამდე დეპუტატი გამოვიდა.
როგორც ჟურნალისტებს ქართული დელეგაციის წევრმა, დეპუტატმა დავით დარჩიაშვილმა განუცხადა, “სხდომაზე სულ რამდენიმე არაადექვატური გამოსვლა დაფიქსირდა”.
“დეპუტატთა უმრავლესობა ცალსახად გმობს რუსეთის აგრესიას და რუსული ჯარის მიერ საქართველოში განხორციელებულ ქმედებებს არაპროპორციულად მიიჩნევს”, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
თავის მხრივ, რუსული დელეგაცია ტონს არ იცვლის. როგორც ჟურნალისტებს დეპუტატმა მარგელოვმა განუცხადა, “რუსული მხარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ყოველი პუნქტისთვის ბრძოლას გააგრძელებს და საბოლოოდ გაიმარჯვებს”. “რუსეთი შეიძლება, მოატყუო, მაგრამ ვერ დაამარცხებ”, - განაცხადა მარგელოვმა.
როგორც ცნობილია, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭს დღეს, გვიან ღამით უყრის. წინასწარი ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს საქართველოს კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილების შესაცვლელად და ცნობილი 6-პუნქტიანი დოკუმენტის პირობების შესასრულებლად ვადას მომავალი წლის იანვრამდე აძლევს. წინააღმდეგ შემთხ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 834 |
თარიღი: 02.10.2008
| რეიტინგი: 4.0/1
| კომენტარი (0)
|
საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მოწვევით, საქართველოს ნატო-ს უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია ეწვია.
დელეგაცია უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის მაიკლ ევანოფის ხელმძღვანელობით თბილისში ორდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა.
დელეგაციის წევრებს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი გელა ბეჟუაშვილი შეხვდა.
შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ნატო-საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივები და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს.
ნატოს უსაფრთხოების სამსახურის დელეგაცია შეხვედრებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძესთან, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის მინისტრებთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ალექსანდრე ლომაიასთანაც გამართავს.
წაკითხულია: 842 |
თარიღი: 02.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთსა და გერმანიას შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც მერკელმა დღეს სანკტ-პეტერბურგში, ფორუმზე “პეტერბურგული დიალოგი” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, “გერმანული მხარე საქართველოში რუსეთის ქმედებებს არაპროპორციულად აფასებს”.
“რუსული რეაქცია ამ კონფლიქტში ჩვენს მიერ განიხილება, როგორც არაპროპორციული. ვთვვით, რომ ეხლა ჩვენ ნდობა ისევ უნდა აღვადგინოთ”, - განაცხადა მერკელმა და დასძინა, რომ “კავკასიის კრიზისთან დაკავშირებით გერმანიასა და რუსეთს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ”.
წაკითხულია: 844 |
თარიღი: 02.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით პარლამენტში შექმნილი კომისიის ხელმძღვანელი პაატა დავითაია უკვე ჩამოყალიბდა იმ პირთა წრეზე, რომელთაც აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტში დაიბარებენ და კითხვებს დაუსვამენ.
”მე უკვე ვიცი, ვინ იქნებიან ეს ადამიანები აღმასრულებელი ხელისუფლებიდან” - განაცხადა დავითაიამ.
თუმცა ამ ეტაპზე დეპუტატი მათი სახელების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ “აუცილებლად დადგება ყველა იმ პირის თანამდებობრივი პასუხიმგებლობის საკითხი, ვინც კომისიის სხდომაზე მოსვლაზე უარს იტყვის”.
ამასთან, მისივე თქმით, იგეგმება კომისიის სხდომების როგორც სტენოგრაფიული ჩაწერა, ასევე ვიდეო- და აუდიოგადაღება.
წაკითხულია: 795 |
თარიღი: 02.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს რიგ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა კიდევ ორი კვირით, 17 ოქტომბრამდე გაგრძელდა. პრეზიდენტის მიმართვის საფუძველზე შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტმა დღეს 91 ხმით, ერთხმად მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ ეს არის ბოლო შემთხვევა, როცა პარლამენტი საგანგებო მდგომარეობას ახანგრძლივებს და ევროკავშირთან აღებული ვალდებულების გათვალისწინებით, რუსეთი 10 ოქტომბერამდე კონფლიქტური ზონების მიმდებარე ტერიტორიებიდან შეიარაღებულ ძალებს გაიყვანს.
გარდა ამისა, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უშუალოდ კონფლიქტურ რეგიონებში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ჩაანაცვლებს, რომელიც მომავალ კვირას იქნება მიღებული.
როგორც ცნობილია, უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საომარი მდგომარეობა 3 სექტემბერს გააუქმა და იმავე დღეს რუსეთის რეგულარული არმიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საგანგებო მდგომარეობა დააწესა.
წაკითხულია: 800 |
თარიღი: 02.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წაკითხულია: 886 |
თარიღი: 02.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
”სომალი საქართველოს სეპარატისტული რეპსუბლიკების დამოუკიდებლობას აღიარებს,”- განაცხადა ოთხშაბათს სომალის ელჩმა რუსეთში
”სომალის მთავრობა ემზადება, რაც შეიძლება სწრაფად დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან,” - ამბობს მოჰამედ მაჰმუდ ჰანდული.
”ჩვენ გვჯერა, რომ აფხაზ და ოს ხალხს აქვს თვითგამორკვევის უფლება. ჩვენ ვიწონებთ რუსეთის როლს კავკასიის კრიზისის მოგვარებისას,” - აცხადებს ელჩი.
სანაცვლოდ სომალის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ რუსეთი მეკობრეებთან ბრძოლაში დაეხმარება.
სომალის ნაპირებისგან მოშორებით მნიშვნელოვანი სანაოსნო გზებია, ხოლო სუსტი ხელისუფლების პირობებში, ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში მეკობრეობა ჰყვავის. პირატებმა არაერთხელ დააკავეს გემები თვით რუსეთის მოქალაქეებით. ამჟამად ისინი უკრაინულ გემ ”ფაინას” გამოსახსნელად ითხოვენ გამოსასყიდს, რომელიც ტანკებით და სხვა საომარი აღჭურვილობითაა დატვირთული. ხომალდზე რამდენიმე რუსი მეზღვაურიც იმყოფება.
ამ დღეებში, რუსეთის სამხედრო გემი სომალის ტერიტორიული წყლებისკენ გაემართა. ჰანდულეს თქმით, მთავრობა დაბრკოლებას არ შეუქმნის რუსეთის ხომალდს. ”ჩვენი ხელისუფლება ნებას რთავს რუსეთს ებრძოლოს მეკობრეებს, როგორც ზღვაში, ისე ხმელეთზე”.
წაკითხულია: 860 |
თარიღი: 02.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 839 |
თარიღი: 02.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
რუსეთი საქართველოსთან ომით არ კმაყოფილდება, თურქეთს თავისკენ იბირებს, სომხეთს აქეზებს, აზერბაიჯანს აშინებს, ირანს აიმედებს და ევროკავშირთან ჭიდაობს.
მოკლედ, კავკასიაში ძალაუფლების განსამტკიცებლად, რუსეთი რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად იბრძვის. თუმცა, არც ამერიკა ზის გულხელდაკრეფილი, რაც დიკ ჩეინის კავკასიში ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. თუმცა, შედეგებზე საუბარი მაინც ნაადრევია, რადგან სანამ პუტინი ბოლომდე არ ”გახსნის კარტებს”, არავინ იცის რას მოიმოქმედებს დასავლეთი.
როგორც ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, ქართული გენეტიკური ამბიცია რასაკვირველია დევს მცდელობაში, რომ მსოფლიო ცხინვალის გადანაწილების პარალელურად გადანაწილდეს, მაგრამ გადანაწილებაზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი თუ პუტინი ღიად ამოალაგებს თავის ”დომაშნიე ზაგადოვკი”-ს და აპრილში დაწყებული მუქარის შესრულების საშუალება მიეცემა.
- ”პუტინისთვის ომი მიზნის მიღწევის საშუალება იყო. ამიტომ, რაც უფრო მალე დაანახვებს მსოფლიოს თავის ზრახვებს, მით მალე გაკოტრდება და კონტრზომების მიღების აუცილებლობაში დაარწმუნებს საერთაშორისო თანამეგობრობას”, -ამბობს ექსპერტი.
ის, რომ პუტინის ერთ-ერთი ამოცანა საქართველოს გეოსტრატეგიული ფუნქციის დაკნინება და მის მიმართ დასავლეთის ინტერესის განელება იყო, კამათს არ იწვევს.
თუმცა, რუსეთი იმდენად უგუნურად მოიქცა, რომ ამაზე უკეთეს გამოსავალს საქართველოს ხელისუფლებისთვის ვერავინ მოიფიქრებდა.
- ”რუსეთმა ჩვენს ხელისუფლებას, საერთაშორისო მასშ
...
წაიკითხეთ სრულად »
წაკითხულია: 828 |
თარიღი: 02.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წაკითხულია: 907 |
თარიღი: 02.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
წაკითხულია: 872 |
თარიღი: 02.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში დღეს ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების, გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლების მონაწილეობით მრგვალი მაგიდა გაიმართება.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს ასევე დაგეგმილი აქვთ შეხვედრები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
გარდა ამისა, ისინი გაემგზავრებიან ქალაქ გორში, სადაც რუსეთის აგრესიის შედეგად დაზიანებულ უბნებს მოინახულებენ.
როგორც ცნობილია, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია გუშინ პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს ნიკა რურუას შეხვდა.
ამასთან, გაიმართა შეხვედრები სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძესთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან ალექსანდრე ლომაიასთან, თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან, სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ ეკა ტყეშელაშვილთან. დღის ბოლოს სტუმრებს პრეზიდენტის კანცელარიაში მიხეილ სააკაშვილი შეხვდა.
ნატოს დელეგაცია თბილისს დღესვე დატოვებს.
წაკითხულია: 820 |
თარიღი: 02.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|