ქართულმა დელეგაციამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსული მხარის მიერ საქართველოში დარიგებული ყალბი რუსული პასპორტები წარადგინა.
ამ გარემოებამ სესიაზე ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა.
“ამ ადამიანებმა არც კი იცოდნენ, რომ “რუსეთის მოქალაქეები” იყვნენ. ეს რუსული მხარის არალეგიტიმური ქმედებების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. რუსებს დემოკრატიის ეშინიათ. ჩვენ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანც-ვალტერ შტაინმაიერის შუამავლობით სამშვიდობო მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, თუმცა რუსეთმა ეს არ მოიწონა. ჩვენ არ გვინდა რუსეთის იზოლაცია, მაგრამ რუსეთმა უნდა ისწავლოს საერთაშორისო ნორმებით მოქმედება” - განაცხადა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა.
ამ დროისთვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე შესვენებაა გამოცხადებული. დებატები 2 საათში განახლდება. შესვენების შემდეგ ასამბლეის სხდომაზე სიტყვით “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი გიორგი თარგამაძეც გამოვა.
|