სამშაბათი, 19.03.2024, 13:21
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » ოქტომბერი » 04
კახეთში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ. როგორც მათ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, საკვებად პურიც არ ჰყოფნით. დევნილების თქმით, მძიმე სოციალური პირობების შესახებ არაერთხელ აცნობეს კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას, მაგრამ უშედეგოდ.

იძულებით გადაადგილებულებს დღეისათვის მხოლოდ გაეროს სასურსათო პროგრამით გათვალისწინებული მწირი დახმარება მიეწოდებათ, ისიც დაგვიანებით.

ოფიციალური მონაცემებით, კახეთში ამ დროისთვის სულ 645 დევნილი რჩება, აქედან 117 ადამიანი საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში მდებარე ბანაკში კომპაქტურად არის ჩასახლებული, 18 ადამიანი სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბის ყოფილი სკოლა – ინტერნატის შენობაში ცხოვრობს და 21 დევნილი თელავის ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სკოლა – პანსიონის შენობაშია შესახლებული. დანარჩენი დევნილები სხვადასხვა რაიონში კერძო საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობენ.

წაკითხულია: 818 | თარიღი: 04.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ქვეყნის ბიუჯეტი იზრდება.

აგვისტოს მოვლენების შედეგად სერიოზულად დაზარალდა  ეკონომიკა.  მიუხედავად ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა, 2008 წლის ბიუჯეტი 325 მილიონი ლარით გაიზარდა.  ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმა განაცხადა.

საქართველოს მთავრობის სხდომაზე  2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ცვლილებების ვარიანტი განიხილეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა  ლადო გურგენიძემ მადლიერება გამოხატა ამერიკის ხაზინისა და მთავრობის მიმართ მათ მიერ გაწეული მუშაობისათვის.

პრემიერ მინისტრის  ინფორმაციით, დეტალები ბრიუსელში გაირკვევა.

შეგახსენებთ, 21-22 ოქტომბერს ბრიუსელში დაგეგმილია დონორთა კონფერენცია, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას და დახმარების მიღებასთან დაკავშირებით არსებული პრობლელმები გაირკვევა.

რაც შეეხება კანონპროექტს, ის უკვე შეტანილია პარლამენტში დასამტკიცებლად.

წაკითხულია: 825 | თარიღი: 04.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა  სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.


სააკაშვილის განცხადებით, დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის მთავარი ცენტრი სასამართლო ხელისუფლება უნდა გახდეს. მისი თქმით, საქართველომ მიაღწია იმას, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობას არ აქვს – საქართველოში სასამართლოში ქრთამს პრაქტიკულად აღარ იღებენ და კორუფცია შემცირდა.


"თუმცა, მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ ხშირად მოსამართლემ წინასწარ იცის თავისი გადაწყვეტილება, წინასწარ მომზადებული აქვს თავისი აზრი ან ნაკარნახევი აქვს, რაც მალე უნდა დასრულდეს",-აღნიშნა პრეზიდენტმა.


სააკაშვილის განცხადებით, სისტემაში უნდა იყოს ბევრი მაკონტროლებელი, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებიც, მოსამართლეს კი დაცვის მეტი გარანტიები მიეცეს. მისივე თქმით, ნაფიცი მსაჯულების მეშვეობით, სასამართლოსადმი ნდობა გაიზრდება. პრეზიდენტის განცხადებით, მოსამართლეს სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანის არ უნდა ეშინოდეს.

წაკითხულია: 828 | თარიღი: 04.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ოთხი ქართველი, რომელთაც თვეზე მეტი ოსი სეპარატისტების ტყვეობაში გაატარეს, გათავისუფლდა.

ოსი სეპარატისტების მოთხოვნა ამჯერადაც არ დაკმაყოფილდა. თბილისმა ქართველი მძევლები კრიმინალებში არ გაცვალა.

კომისია, რომელიც ტყვეთა გაცვლას ხელმძღვანელობს, მუშაობას განაგრძობს. მათი ინფორმაციით, ტყვეთა გაცვლის პროცესი დასრულებული არ არის. მოლაპარაკებები გრძელდება.

წაკითხულია: 807 | თარიღი: 04.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ზუგდიდის რაიონში რუსმა სამშვიდობოებმა პროვოკაცის მოწყობა სცადეს.

სამშვიდობო ძალების სამხრეთის ზონის მეთაური პოლკოვნიკი ვლადიმერ როგოზინი სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიასთან მივიდა და უთხრა, რომ წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანის ტერიტორიაზე რუსმა ჯარისკაცებმა ასამდე შეიარაღებული ქართველი სპეცნაზელი ნახეს.

როგოზინის განცხადებით აქ ქართველი სამხედროების ყოფნა იკრძალება. ვითარების გასარკვევად ზაზა გოროზია, სამხარეო პოლიციის წარმომადგენლები და ევროკავშირის დამკვირვებლები სოფელ ფახულანის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ძალების ბლოკ-პოსტთან მივიდნენ. არც ერთი ქართველი სპეცნაზელი როგოზინის მიერ მითითებულ ტერიტორიაზე არ აღმოჩნდა.

წაკითხულია: 811 | თარიღი: 04.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მოწამვლასთან დაკავშირებით საქართველოში სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ჩამოვა.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ქვეყნის მთავარმა პროკურორმა განაცახდა, რომ გამოძიება გარკვეული პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე მუშაობს. სპეციალური ჯგუფი გერმანიაშიც გაიგზავნა.

წაკითხულია: 833 | თარიღი: 04.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" ახალგორში არსებული სიტუაციის ამსახველ კადრებს ავრცელებს.

სააგენტო იუწყება, რომ დასახლებაში დაახლოებით 8 000 ადამიანიდან ახლა მხოლოდ 3 000–მდე ადგილობრივია დარჩენილი.

სიტუაციას სეპარატისტები აკონტროლებენ, რაც ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს. კადრებში ასახულია, როგორ პატრულირებენ ახალგორში რუსული სამხედრო ძალები და სეპარატისტები.

წაკითხულია: 879 | თარიღი: 04.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსი ოფიცერი მუსიკალური რგოლის დამზადებისათვის დაისაჯა. ვიტალი ეფრემოვი, რომელიც პეტერბურგის ოლქში მსახურობდა, ციმბირში გადაიყვანეს. სი ენ ენის ჟურნალისტმა მეთიუ ჩენსმა ეფრემოვის დაწერილ რეპ-ჰიტზე სიუჟეტიც მოამზადა. კლიპში რუსი ოფიცერი თავდაცვის მინიტრის ანატოლი სერდიუკოვის სახელზე წერილს წერს და უყვება ყაზარმებში არსებულ გაუსაძლის პირობებსა და კორუფციაზე. სიმღერის სახელწოდებაც ასეთია - ''წერილი ანატოლი სერდიუკოვს''. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ეფრემოვის ციმბირში გადაყვანის ფაქტს კლიპის გავრცელებას არ უკავშირებს
წაკითხულია: 806 | თარიღი: 04.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საპარლამენტო ოპოზიცია აგვისტოს მოვლენების შემდეგ თავდაცვის უწყებიდან გათავისუფლებული სამხედროების დაკითხვას ითხოვს. თუ ქართული სამხედრო წინააღმდეგობა წარმატებული იყო, მაშინ რატომ შეცვალეს შემადგენლობა გაერთიანებულ შტაბში.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნას საეჭვოდ დაემთხვა სამხედრო უწყებაში წმენდა, ოპოზიციის მოთხოვნაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ხელისუფლება ნებისმიერ კითხვაზე პასუხს გასცემს.

''ჩვენ მოვითხოვთ, რომ ის ადამიანები, ვინც ეს ოპერაცია დაგეგმა ან არ დაგეგმა, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა თანამდებობებზე, მოვიდნენ ამ კომისიის სხდომაზე და გასცენ კითხვებს პასუხი,'' - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

წაკითხულია: 774 | თარიღი: 04.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz