კახეთში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ. როგორც მათ კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, საკვებად პურიც არ ჰყოფნით. დევნილების თქმით, მძიმე სოციალური პირობების შესახებ არაერთხელ აცნობეს კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას, მაგრამ უშედეგოდ.
იძულებით გადაადგილებულებს დღეისათვის მხოლოდ გაეროს სასურსათო პროგრამით გათვალისწინებული მწირი დახმარება მიეწოდებათ, ისიც დაგვიანებით.
ოფიციალური მონაცემებით, კახეთში ამ დროისთვის სულ 645 დევნილი რჩება, აქედან 117 ადამიანი საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში მდებარე ბანაკში კომპაქტურად არის ჩასახლებული, 18 ადამიანი სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბის ყოფილი სკოლა – ინტერნატის შენობაში ცხოვრობს და 21 დევნილი თელავის ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სკოლა – პანსიონის შენობაშია შესახლებული. დანარჩენი დევნილები სხვადასხვა რაიონში კერძო საცხოვრებელ სახლებში ცხოვრობენ.
|