|
Главная » 2008 » ოქტომბერი » 18
კვლავ დაიძაბა მდგომარეობა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. წუხელ, გვიან ღამით, ცეცხლი გაიხსნა ჯერ სოფელ ნიქოზის მიმართულებით, სროლა განმეორდა დღეს დილითაც, რასაც ნიქოზის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის შემოსვლა მოჰყვა. სულ ცოტა ხნის წინ კი კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა გორის რაიონის სოფელ აძვთან. ჯერ დაუდგენელმა პირებმა მდინარე აძურაზე ხიდის ააფეთქეს, თუმცა ხიდის კონსტრუქცია მთლიანად დაზიანებული არ არის. არსებული ინფორმაციით, დივერსიული აქტი ოსმა სეპარატისტებმა განახორციელეს.
წაკითხულია: 952 |
თარიღი: 18.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დღეს, 18 ოქტომბერს პოლიტიკური მოძრაობა “საქართველოს გზის” ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ქალაქ დოვილში მონაწილეობას მიიღებს ქალთა მსოფლიო ფორუმში “Women's Forum Global Meeting”.
სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს თემის - "გლობალური სურათი" განხილვაში, სადაც ევროპულ კავშირის მომავალზე და პერსპექტივებზე იმსჯელებენ. დებატებს საფრანგეთის საერთაშორისო არხის FRANCE 24-ის ჟურნალისტი, კაროლინე დე კამარეტი გაუძღვება.
ქალთა მსოფლიო ფორუმი საფრანგეთში, ქალაქ დოვილში 16 ოქტომბერს გაიხსნა. ფორუმში მსოფლიოს ორიათასამდე ცნობილი ქალბატონი მონაწილეობს. საქართველოდან ფორუმში მონაწილეობას "საქართველოს გზის" ლიდერი, სალომე ზურაბიშვილი და პარტიის პრესმდივანი, სოფო ჯაჯანაშვილი იღებენ.
ფორუმზე განიხილება შემდეგი თემები: "ქალი სამსახურში და საზოგადოებაში", "სამეცნიერო ცხოვრება და ტექნოლოგიები" და "გლობალური სურათი".
სალომე ზურაბიშვილი და სოფო ჯაჯანაშვილი საქართველოში 21 ოქტომბერს დაბრუნდებიან.
წაკითხულია: 871 |
თარიღი: 18.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
დღეს, 18 ოქტომბერს, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიგელ ანხელ მორატინოსი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ჰანსიორგ ჰებერთან ერთად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფოთის ოფისს მოინახულებს. ამის შესახებ “ჯი-ეიჩ-ენს” მისიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
ამას გარდა, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სადამკვირვებლო მისიის ესპანურ კონტინგენტს შეხვდება, რომელიც ფოთშია განთავსებული.
წაკითხულია: 865 |
თარიღი: 18.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ კონსტიტუციურ ჩანაწერში ფორმულირება კიდევ უფრო დაზუსტდება.
ეს გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე უმცირესობის წევრის გია ცაგარეიშვილის შენიშვნის გათვალისწინებით მიიღო.
წარმოდგენილ საკონსტიტუციო პროექტში, რომელიც ოპოზიციასთან შეთანხმებით მომზადდა, ნათქვამია, რომ მთავრობა უფლებამოსილებას ან ახლადარჩეული პრეზიდენტის, ან ახლადარჩეული პარლამენტის წინაშე იხსნის.
როგორც ცაგარეიშვილი აცხადებს, ასეთი ფორმულირება მთავრობას არჩევითობის საშუალებას მისცემს და არ გახდის ვალდებულს, უფლებომოსილება მოიხსნას ორივე შემთხვევაში.
წაკითხულია: 873 |
თარიღი: 18.10.2008
| რეიტინგი: 0.0/0
| კომენტარი (0)
|
|
|
|
|