ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდგომარეობა კვლავ დაიძაბა
21:19
კვლავ დაიძაბა მდგომარეობა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. წუხელ, გვიან ღამით, ცეცხლი გაიხსნა ჯერ სოფელ ნიქოზის მიმართულებით, სროლა განმეორდა დღეს დილითაც, რასაც ნიქოზის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატის შემოსვლა მოჰყვა. სულ ცოტა ხნის წინ კი კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა გორის რაიონის სოფელ აძვთან. ჯერ დაუდგენელმა პირებმა მდინარე აძურაზე ხიდის ააფეთქეს, თუმცა ხიდის კონსტრუქცია მთლიანად დაზიანებული არ არის. არსებული ინფორმაციით, დივერსიული აქტი ოსმა სეპარატისტებმა განახორციელეს.