პარასკები, 04.10.2024, 23:52
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » ოქტომბერი » 08

 პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, მომავალი წლიდან თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების შემცირებაში საგანგაშო არაფერია და ეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე უარყოფითად არ აისახება. 

როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2009 წლის ბოუჯეტის დაგეგმვისას მთავრობის მხრიდან ერთიანი პრიორიტეტების შემუშავება და მათი დაბალანსებულად წარდგენა მოხდა. 

”თავდაცვის ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული თანხხები ხმარდება ქვეყნის ეკონომიკას, სოციალურ პროგრამებს, მაგრამ ეს არ კეთდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემცირების ხარჯზე. ეს არის ის ოპტიმალური ბალანსი, რომელიც მოძებნილი იქნა პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის” - აღნიშნა მან. 

2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები მომავალი წლისთვის 950 000.0 ათასი ლარით არის განსაზღვრული, წელს კი კეზერაშვილის უწყება 1, 395, 225.0 ათასი ლარით დაფინანსდა.

წაკითხულია: 832 | თარიღი: 08.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მომღერალ ჯაბა ბოჯგუას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ტარიელ ტაბატაძემ, აღმკვეთი ღონისძიების სახით შეუფარდა გირაო _ 25 ათასი ლარის ოდენობით პატიმრობის უზრუნველსაყოფად.

როგორც  საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა, ბოჯგუა პატიმრობაში იქნება, ვიდრე სასამართლოს მიერ დაკირსებულ თანხას - 25 ათას ლარს არ გადაიხდის. მისი თქმით, ეს თანხა ბოჯგუამ 20 დღეში უნდა გადაიხადოს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომღერალი ეჭვმიტანილია თაღლითური გზით 17700 ლარისა და 5500 აშშ დოლარის მითვისებაში. აღნიშნული თანხა ჯაბა ბოჯგუამ მოქალაქეს გამოსძალა. სანაცვლოდ ბოჯგუა მოქალაქეს მეუღლის პატიმრობიდან გათავისუფლებას ჰპირდებოდა.

სამართალდამცავებმა მომღერალი ჯაბა ბოჯგუა 3 დღის წინ დააკავეს და მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის თაღლითური გზით დაუფლების ბრალდება წაუყენეს.

წაკითხულია: 2101 | თარიღი: 08.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ჟენევის კონფერენციასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის უმოქმედობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და გამოდის ინიციატივით, ჟენევაში 15 ოქტომბერს საქართველოს დელეგაციას საქართველოს ელჩმა გაერო-ში ირაკლი ალასანიამ უხელმძღვანელოს.

„ჟენევის სამშვიდობო კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოს ელჩი გაერო-ში ირაკლი ალასანია უნდა იყოს. ამ პიროვნებამ ომის მძიმე დღეებში მაღალი პროფესიონალიზმი, გაწონასწორებული და მტკიცე ხასიათი გამოიჩინა. გაეროში მისი საქმიანობა დიპლომატიის სანიმუშო მაგალითია“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარტიის წევრები მიიჩნევენ, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობით საქართველოს ძირძველი ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია განახორციელა და ამ ფაქტზე ევროკავშირმა, როგორც შუამავალმა მხარემ შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს. 

ედპ აღნიშნული ინიციატივით ანტიკრიზისულ საბჭოში შესვლას გეგმავს და საკითხის საქართველოს მთავრობასთან ერთად განხილვას მოითხოვს.

წაკითხულია: 847 | თარიღი: 08.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მოსკოვი დარწმუნებულია, რომ “აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ სოხუმის წინააღმდეგ დსთ-ის სანქციებმა აზრი დაკარგა”.

“პრინციპულად ახალი რეალობის გათვალისწინებით, აფხაზეთისთვის ოდესღაც დაწესებულმა სანქციებმა აზრი სრულიად დაკარგა. საერთაშორისო არენაზე ორი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფო გამოჩნდა – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. აქედან გამოვდივართ და ამაზე ვამახვილებთ დსთ-ის სხვა წევრი სახელმწიფოების ყურადღებას”, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ანდრეი დენისოვმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ “რუსეთი არ აპირებს, საკუთარი აზრი დსთ-ის დანარჩენ ქვეყნებს თავს მოახვიოს”.

“რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ამ საკითხის დელიკატურობა, ამდენად არ ვაპირებთ, ჩვენს პარტნიორებს რაიმე ვაიძულოთ. დარწმუნებულები ვართ, რომ დროთა განმავლობაში მათ თავად ცხოვრება უკარნახებს სწორ გადაწყვეტილებას”, - აღნიშნა ლავროვის მოადგილემ.

წაკითხულია: 857 | თარიღი: 08.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს იუსტიციის მინიტრის ნიკა გვარამიას განცხადებით, ახალი სამინისტროს უპირველესი ამოცანა პენიტენციალურ სისტემაში არსებული ინფრასტრუქტურის უფრო მეტად განვითარება და ჯანდაცვის სისტემის მაღალ ხარისხში აყვანა იქნება. 

როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ნიკა გვარამიამ განუცხადა, გარდა ამ ორისა, სამინისტროს ამოცანა ასევე პრობაციის სისტემის განვითარება იქნება.

”მართალია, ჯანდაცვის სისტემის მაღალ დონეზე აყვანა დაწყებულია, მაგრამ პირადად მე კმაყოფილი არ ვარ. პრობაციის სისტემა კი უზრუნველყოფს, რომ ეს ყველაფერი განვითარდეს”, - განაცხადა იუსტიციის მინიტრმა. 

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროსა და გენპროკურატურის გაერთიანების შემდეგ პენიტენციალური სისტემა დამოუკიდებელი სამინისტრო უწყების  სახით ჩამოყალიბდება. კერძოდ, მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საუბარია სასჯელაღსრულების სამინისტროს შექმნაზე, რომელშიც აქამდე იუსტიციის სამინიტროში შემავალი სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და პრობაციის სამსახური გაერთიანდება. ახალი სამინისტრო 2009 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება და მის ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. 

რაც შეეხება იუსტიციის სამინიტროს კიდევ ერთ საქვეუწყებო სტრუქტურას - ექსპერტიზის ბიუროს, იგი დამოუკიდებელ საჯარო სამსახურად ჩამოყალიბდება და მის ხელმძღვანელს პრეზიდენტი დანიშნავს. 

იუსტიციის სამინიტროსა და გენპროკურატურის გაერთიანებასთან დაკავშირებით არის კიდევ ერთი საინ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 870 | თარიღი: 08.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.

როგორც მან აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, გაგრძელდეს დროებითი ღონისძიებების მოქმედება და ვალდებულება დააკისრა რუსეთს, დაიცვას ადამიანის უფლებები იმ ტერიტორიებზე, სადაც იგი ეფექტურ კონტროლს ახორციელებს.

გვარამიას განცხადებით, სასამართლო დაეყრდნო საქართველოდან გაგზავნილ ინფორმაციას, მათ შორის ცნობებს პოლიციელების მკვლეობის, ასევე, გორში მომხდარი აფეთქების შესახებ და ასევე სხვა ინფორმაციებს.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტი საქართველოსთვის.

წაკითხულია: 871 | თარიღი: 08.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz