პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, მომავალი წლიდან თავდაცვის სამინისტროს დაფინანსების შემცირებაში საგანგაშო არაფერია და ეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე უარყოფითად არ აისახება.
როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2009 წლის ბოუჯეტის დაგეგმვისას მთავრობის მხრიდან ერთიანი პრიორიტეტების შემუშავება და მათი დაბალანსებულად წარდგენა მოხდა.
”თავდაცვის ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული თანხხები ხმარდება ქვეყნის ეკონომიკას, სოციალურ პროგრამებს, მაგრამ ეს არ კეთდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემცირების ხარჯზე. ეს არის ის ოპტიმალური ბალანსი, რომელიც მოძებნილი იქნა პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის” - აღნიშნა მან.
2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები მომავალი წლისთვის 950 000.0 ათასი ლარით არის განსაზღვრული, წელს კი კეზერაშვილის უწყება 1, 395, 225.0 ათასი ლარით დაფინანსდა.
|