სამშაბათი, 19.03.2024, 07:17
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » ოქტომბერი » 17

მომავალ კვირას პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი გელა ბეჟუაშვილი მივლენ. მერაბიშვილი და ბეჟუაშვილი პირველნი იქნებიან იმ მაღალჩინოსნებიდან, რომლებიც აგვისტოს მოვლენების შესწავლის მიზნით პარლამენტში შექმნილ დროებით კომისიას გასცემენ პასუხს.

დღეს კომისიის საორგანიზაციო სხდომა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ მერაბიშვილს და ბეჟუაშვილს 22 ოქტომბერს მოუსმენენ. 

”კომისიის სამუშაო გეგმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იმის საფუძვლიან შესწავლას ითვალისწინებს, თუ როგორ ემზადებოდა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განსახორცილებად და რა უძღოდა წინ 6-12 აგვისტროს მოვლენებს. სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრი და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი არიან ის პირები, რომლებიც აღნიშნულთან დაკავშირებით ზუსტ ინფორმაციას ფლობენ” - განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა პაატა დავითაიამ.   

გარდა ამისა, მან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს გივი თარგამაძეს დაავალა, კომისიას წარმოუდგინოს კომიტეტის ხელთ არსებული მასალა, რომელიც საქართველოში განხორციელებულ რუსულ აგრესიას შეეხება და ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები და შეფასებები, ასევე შესაბამისი სატელეფონო, ვიდეო- და აუდიო-ჩანაწერები წარმოადგინო

წაკითხულია: 858 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გალის რაიონის სოფელ ოქუმში გახსნილ ორ უკანონო საგუშაგოს ამ დროისთვის მხოლოდ რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. 

ოქუმში თითო საგუშაგოზე 25-მდე რუსი სამხედრო იმყოფება, ადგილზე შეყვანილია მძიმე ტექნიკაც.  თავიდან ოქუმის ცენტრში მხოლოდ ერთი ბლოკ-პოსტის გახსნა იგეგმებოდა, თუმცა ოკუპანტებმა საგუშაგოები ყოფილი საბჭოს შენობასა და გალისკენ მიმავალ გზაზეც განათავსეს.

წაკითხულია: 766 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოს პრეზიდენტმა გორს გმირი ქალაქი უწოდა.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს შიდა ქართლში ყოფნისას რუსული აგრესიის დროს გორის მოსახლეობის მოქმედებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გორელებმა გმირობა გამოიჩინეს და გორი გმირი ქალაქია. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ სასურველი იყო, ამ აგრესიის პირობებში მოსახლეობის ევაკუაცია უფრო ორგანიზებულად განხორციელებულიყო.
"ჩვენ იძულებული ვიყავით, თბილისის დასაცავად გავსულიყავით, სხვანაირად ვერც გორს და ვერც დანარჩენ ქვეყანას ვერ შევინარჩუნებდით", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, რომ გორი 100%-იანი დასაქმების ქალაქად გადაიქცეს.

წაკითხულია: 849 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიის სხდომაზე პირველად შსს მინისტრს და საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსს დაიბარებენ.
ამის შესახებ კომისიის დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდნენ, რომელიც ახლა დახურულ ფორმატში გრძელდება.

კომისიის თავმჯდომარე პაატა დავითაიას განცხადებით, კომისიის სხდომა, სადაც ვანო მერაბიშვილსა და გელა ბეჟუაშვილს მოუსმენენ, ოთხშაბათს, 22 ოქტომბერს გაიმართება.
მისი თქმით, კითხვების სწორად დასმისთვის აუცილებელია კომისიამ ჯერ საფუძვლიანი ინფორმაცია მიიღოს აგვისტოს მოვლენებზე.

კომისიის დღევანდელ სხდომაზევე დავითაიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძეს დაავალა, კომისიას წარმოუდგინოს ის ინფორმაციები, რაც კომიტეტს გააჩნია.

კერძოდ, საქართველოში განხორციელებულ რუსულ აგრესიაზე საერთაშორისო ექსპერტების დასკვნები, არასამთავრობოების შეფასებები, სატელეფონო ჩანაწერები და ა.შ. ამ კონტექსტში დავითაიამ რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალ მარატ კულახმეტოვის განცხადებაზეც გაამახვილა ყურადღება, სადაც ამბობს, რომ სროლა ოსმა სეპარატისტებმა დაიწყეს და სამშვიდობოები ვეღარაფერს ახერხებენ.

წაკითხულია: 833 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

დასავლეთ საქართველოში წყალდიდობაა. ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა რეგიონის რამდენიმე რაიონი და სოფელი დატბორა. ადიდებულმა მდინარე რიონმა ჯებირები გაარღვია და მოსახლეობის კარ-მიდამო დააზიანა. განსაკუთრებით დატბორილია იმერეთისა და გურიის სოფლები. წაღებულია ხიდები, ჩამოწოლილია მეწყრები და ჩახერგილია გზები. პრობლემები შეიქმნა ვანის რაიონში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმებშიც, სადაც მიმდებარე ტერიტორიაა დატბორილი. ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება გურიისა და სამეგრელოს 36 ათას აბონენტს. ენერგოპროჯორჯიას თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობენ, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო გაძნელებულია.
წაკითხულია: 778 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ ნიკოლა სარკოზიმ განცხადება ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 827 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რა გახდა ”ექსპერტთა კლუბის დაარსების წინაპირობა?
- ის ადამიანები, ვინც დღეს კლუბის დამფუძნებლების როლში აღმოჩნდნენ, როგორც ანალიტიკური ჯგუფი, ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამოსავალ გზებზე სექტემბრის თვიდან ვმუშაობდით.

უკვე დაახლოებით ერთ თვეში ჩვენ გამოვაქვეყნებთ დოკუმენტს, სადაც ასახული იქნება არა მარტო ჩვენი ხედვა, არამედ ოპტიმალური ვარიანტებიც სხვადასხვა სფეროში. კლუბი მიზნად ისახავს, აქტიურად ჩაერთოს და გაანალიზოს ქვეყანაში შექმნილი რეალობა და იფიქროს მის პერსპექტივებზე. ვფიქრობთ, ეს კლუბი, მალე შეიძენს უცხოელ სტუმრებსაც, რადგან მრავალი ჩვენი უცხოელი კოლეგაა დაინტერესებული ჩვენი ქვეყნის რეალური განვითარებით. ამდენად, ჩვენ გვექნება საშუალება ხშირი კონტაქტისა საკუთარ საზოგადოებასთან.

თუ დაინტერესდნენ თქვენი ინიციატივით ხელისუფლების წარმომადგენლები და თქვენ თუ გაქვთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი?
- ჩვენი ჯგუფი საომარი მოქმედებების შემდეგ შეიქმნა და მას შემდეგ პირადად ჩემთან სახელისუფლებო სტრუქტურებიდან არანაირი დაინტერესება არ ყოფილა. თუმცა, ჩვენს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ურთიერთობენ სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურებთან. სხვათა შორის, გარკვეული პერიოდის მანძილზე მეც გახლდით ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველთა ჯგუფში.

”დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი” მზად არის ჩვენი ცოდნა და გამოცდილება მივაწოდოთ, როგორც სახელისუფლებო, ისე ნებისმიერ დაინტერესებულ ჯგუფს, რათა საქმე გაკეთდეს. თუმცა, ხელისუფლებისგან ჩვენით რეალური დაინტერესება არ ყოფილა და ასეთ ინფორმაციას არც ჩვენი წევრები ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 777 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ექსპერტები ყოველთვის ამტკიცებდნენ, რომ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად, ოსებსა და აფხაზებთან საერთო ენის გამონახვა აუცილებელია. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა თავის დროზე რეინტეგრაციის სამინისტრო, თუმცა... დღეს, ამ ხალხებისგან დიდი უფსკრული გვყოფს, ურთიერთობები უფრო გამწვავდა და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა უტოპიად გვეჩვენება.

რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ურთიერთობის აღსადგენად, როგორ უნდა ”გავათავისუფლოთ” ოკუპირებული ტერიტორიები და დაგვტოვებს თუ არა მსოფლიო პრობლემებთან მარტო? – ”ვერსიის” კითხვებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილი პასუხობს.

თავის დროზე, რეინტეგრაციის სამინისტრო იმიტომ შეიქმნა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეინტეგრაცია მომხდარიყო. არადა, ბოლო პერიოდში, ამ ხალხებთან, პირიქით, უფსკრული გაიზარდა.
- მე ოსებს ორ ნაწილად გავყოფდი - ისინი, ვინც ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ და სხვა რეგიონებში მაცხოვრებელი ოსები, რომელთა წინააღმდეგ, კონფლიქტის მიუხედავად, არანაირი ფაქტები არ ყოფილა. ეს საამაყოა. ცხინვალის რეგიონში პირველი კონფლიქტის შემდეგ, საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრები ოსები კარგ მდგომარეობაში არ ყოფილან. ჩემი მოადგილე, ქალბატონი ელენე თევდორაძე ოსებით დასახლებულ სოფლებში სპეციალურად გავგზავნე და საბედნიეროდ აღმოჩნდა, რომ ახლა, მათ არავინ ავიწროებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ოსებთან პრობლემა არ გვაქვს!

ბუნებრივია, ომის დროს, პრობლემები შეიქმნა იმ ოსებთან, რომლებიც ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ. ისინი ფიქრობენ, რომ ომი ქართველებმა დავიწყეთ. თუმცა, გულის სიღრმეში ხვდებიან, რომ ეს ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 795 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ნატო ღიაა საქართველოსთვის, ხოლო რუსეთი ”რეალობაა, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება”. ეს იყო მთავარი, რისი თქმაც მოისურვა ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა ევროატლანტიკური საბჭოს გასვლით სხდომაზე თბილისში, რომელმაც მუშაობა გუშინ დაასრულა.

თბილისის უნივერსიტეტში შეხვედრისას სხეფერმა გააკრიტიკა მოსკოვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გამო, მაგრამ ამავე დროს განაცხადა, რომ ”რუსეთის დასჯა” ნატოს საქმე არ არის. ”ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის,” - თქვა მან, ”რუსეთი თავად მიდის საერთაშორისო იზოლაციისაკენ”.

გენერალური მდივანი საქართველოს შეპირდა, რომ ნატოს გაფართოების პროცესი გაგრძელდება. მას არ დაუკონკრეტებია, როდის შეძლებს თბილისი გახდეს ალიანსის წევრი, თუმცა აღნიშნა, რომ თუ ნატოს ქვეყნები საქართველოს მიღებაზე შეთანხმდებიან, მაშინ ამ გადაწყვეტილებას ვერავინ (უფრო სწორად რუსეთი) ვერ ”დაადებს ვეტოს”.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უფრო მკვეთრი იყო თავის გამონათქვამებში. გუშინ საღამოს პრეს-კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ”რუსეთი ცხვრის ტყავში აღარ იმალება” და ”მგლის კლანჭები გამოაჩინა”. მან დასავლელი შუამავლები მონადირეებს შეადარა, რომლებმაც ”მგელს უნდა უთხრან, რომ მისი ადგილი აქ არ არის”. მისი აზრით, რუსეთმა იმ პოზიციებამდე უნდა დაიხიოს, რაც 7 აგვისტომდე ეჭირა და თავისი არსებობა სამხრეთ ოსეთში 500 სამშვიდობომდე უნდა შეამციროს, ხოლო კოდორზე კონტროლი საქართველოს დაუბრუნოს.

ახლა ნატოს ექსპერტები სწავლობენ, თუ როგორ შეიძლება საქართველოს დახმარება სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენის საკითხში. სხეფერი სამშაბათს გორს ეწვია, სადაც არა მხოლოდ დევნილ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 796 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

საქართველოში რუსული აგრესიის მიერ მიყენებული ზარალის აღსადგენად 3,25 მილიარდი დოლარი დასახელდა.

ეს ციფრი დასახელებულია იმ წერილობით განცხადებაში, რომელიც მსოფლიო ბანკმა გაავრცელა საქართველოსთვის დონორულ კონფერენციასთან დაკავშირებით. კონფერენცია, მინისტრების დონეზე, 22ოქტომბერს, ბრიუსელში შედგება.

თანხა ქვეყნის ბიუჯეტის, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სოციალური პროგრამების დახმარებას მოხმარდება.

ერთ-ერთ კონკრეტულ ამოცანად “საქართველოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაძლიერება” სახელდება.

მომავალ კონფერენციას ევროკომისარი საგარეო კავშირებსა და მეზობლობის პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერი გახსნის.

მასში მონაწილეობას ევროკომისიის ხელმძღვანელი ჟოზე მანუელ ბაროზუ, საფრანგეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მიიღებენ.

კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ლადო გურგენიძე წარადგენს.

წაკითხულია: 802 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლაში რუსული დელეგაცია და სეპარატისტები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც დაადანაშაულა.

ტელეკომპანია ”იმედის” ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო დელეგაციები პლენარულ სხდომაზე დასწრებას დაჟინებით ითხოვდნენ.

- ”ჩანაფიქრის ჩაშლის შემდეგ კი, დელეგაციები არც საინფორმაციო შეხვედრებს დაესწრნენ და პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვეს”, - განაცხადა მაკკორმაკმა.

მისივე თქმით, ეს დისკუსიის ჩაშლის მცდელობა იყო, თუმცა, დიალოგი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით მაინც უნდა გაგრძელდეს. მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი 18 ნოემბრისთვის არის დანიშნული.

წაკითხულია: 846 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგელ ანჰელ მორატინოსი საქართველოში დღეს, 21.00 საათზე ჩამოვა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მორატინოსი პირდაპირ პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაემგზავრება, სადაც პირველ შეხვედრას, 21.30 საათზე მიხეილ სააკაშვილთან გამართავს.

ხვალ კი ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელს შეხვდება. ხვალ ასევე დაგეგმილია შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრ ეკა ტყეშელაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან.

18 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში მიგელ ანჰელ მორატინოსი ბათუმში გაემგზავრება, ბათუმის შემდეგ კი ფოთში ჩავა, სადაც ვეროკავშირის მონიტორებს შეხვდება. იმავე დღეს, 20.00 საათზე ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმიდან თურქეთში გაემგზავრება.

წაკითხულია: 862 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მუშაობის გრაფიკს შეაჯერებენ.

როგორც ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარე პაატა დავითაიამ განუცხადა, დღეს ასევე იმსჯელებენ იმ თანამდებობის პირების ნუსხაზე, რომელთაც უახლოეს სხდომებზე დაიბარებენ.

ამას გარდა, დღესვე გადაწყდება, რომელი ტელეარხის მეშვეობით მოხდება მნიშვნელოვანი სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლირება.

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია მუშაობას უკვე მომავალი კვირიდან შეუდგება. კომისია სამი თვის განმავლობაში იმუშავებს.

საგულისხმოა, რომ აღნიშნულ კომისიასთან პოლიტოლოგიისა და კონფლიქტების დარგის პროფესორები, მეცნიერები და ექსპერტებიც ითანამშრომლებენ ითანამშრომლებენ.

ამის შესახებ გუშინ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ისაუბრეს, რომელზეც კომისიის თავმჯდომარე პაატა დავითაია ექსპერტებს და კონფლიქტის დარგის პროფესორებს შეხვდა.

დავითაიას თქმით, მნიშვნელოვანია აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე სპეციალისტებთან ერთობლივი მსჯელობა და აზრის გათვალისწინება. მისივე ინფორმაციით, პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა, რომელსაც კომისიის წევრები საჯაროდ განიხილავენ.

სხდომაზე კომისიის რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილეს ყურადღება. კე ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 752 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მალხაზ აკიშბაიამ და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა გუსინ ჟენევაში პრესკონფერენცია გამართეს.

პრესკონფერენციაზე მალხაზ აკიშბაიამ იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელზეც ის 15 ოქტომბერს, ჟენევაში დაგეგმილ საერთაშორისო დისკუსიაზე აპირებდა სიტყვით გამოსვლას, თუმცა, როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები რუსული მხარის ძალისხმევით, ჩაიშალა.

“ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რათა საერთაშორისო საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია იმის თაობაზე, რასაც საქართველოსთან მიმართებაში ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მხრიდან აქვს ადგილი. იმედია, იქნება სათანადო ძალისხმევა და რეალურად დაიწყება სამშვიდობო პროცესი და მხარეებს შორის დიალოგი, რაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა,” - განაცხადა აკიშბაიამ.

ჟენევაში ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო მალხაზ აკიშბაიას საქართველოს კონფლიქტებთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე არაფორმალურ შეხვედრაზე ზემო აფხაზეთიდან საოკუპაციო ჯარების გაყვანისა და დევნილების დაბრუნების საკითხის დაყენებას გეგმავდა.

ამასთან, მალხაზ აკიშბაია აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, კერძოდ კი გალის რაიონში არსებულ ვითარებაზე და იქ მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევაზეც აპირებდა საუბარს.

საქართველოს დელეგაცია თბილისში გუშინ, გვიან ღამით დაბრუნდა და ჟენევის კონფერენციათან დაკავშირებით პირველი კომენტარები აერ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 788 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ევროკავშირის პოზიცია უცვლელია, მისი ლიდერები საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებების ნოემბერში გაგრძელებას იმედით ელიან და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ აფიქსირებენ. შესაბამისი განცხადებები ევროპელმა ლიდერებმა გუშინ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე გააკეთეს.

სამიტის მთავარი თემა საქართველო იყო. ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები მედვედევ-სარკოზის გეგმის შესრულებას განიხილავდნენ.

ევროკავშირის მოქმედმა თავმჯდომარემ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ აღნიშნა, რომ ექვსპუნქტიანი გეგმა სრულად უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთთან ჩვეულებრივი ურთიერთობები ვერ გაგრძელდება.

ამის დასრტურია, გუშინ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ ჟენევაში ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო, ევროკავშირმა რუსეთთან ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობა შეაჩერა.

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა უმაღლესი კომისრის, ხავიერ სოლანას განცხადებით, ევროკავშირს რუსეთთან მოლაპარაკებების განსაახლებლად სრული ანალიზი სჭირდება. ხავიერ სოლანამ და ბენიტო ფერერო ვალდნერმა განაცხადეს, რომ რუსეთმა უნდა დაიხიოს უკან და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

“გუშინდელი შეხვედრიდან ყველა პრობლემის გადაჭრას არც ველოდით. ძალიან რთულია ამ პრობლემასთან დაკავშირებით პირველივე შეხვედრაზე რაიმე კონკრეტულს მიაღწიო. მთავრი იყო, რომ ამ პროცესისთვის სტარტი მიგვეცა. რუსეთთან მოლაპარაკებების განახლებისთვის კი დეტალური ანალიზი გვჭირდება. ეს საკითხები უკვე ნ ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 792 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

გუშინ საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრობდა. პრეზიდენტმა ... წაიკითხეთ სრულად »

წაკითხულია: 812 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ლევან ნავროზაშვილი დაავადებულია მწვავე ლიმფობილასტური ლეიკემიით. მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. მოძღვარი საჭიროებს სასწრაფო გადაუდებელ მკურნალობას საზღვარგარეთ, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხას მოითხოვს (საჭიროა 60 000 დოლარი). თუ სურვილი გაგიჩნდებათ დაეხმაროთ მამა ლევანს  გადარიცხეთ 1 ლარი თქვენი მობილური ტელეფონიდან. მაგთიდან - 200 323 ჯეოსელიდან 700 323 .
წაკითხულია: 1011 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შენიშვნებთან დაკავშირებით სპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ერთიანია, თუმცა ოპოზციას დამატებითი კითხვები მაინც აქვს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელი სხდომის შემდეგ უმცირესობის წევრმა, "ქრისტიან-დემოკრატმა" ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, რომ დაფინანსების სოციალური მიმართულებით გაზარდა აუცილებელია.

მისივე თქმით, აუცილებელია, გაიზარდოს საპატრიარქოს სუბსიდირებაც, კითხვები არსებობს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირებასთან დაკავშირებითაც, კერძოდ, რა კომპონენტებში მცირდება უწყების დაფინანსება.

ლალიაშვილს მნიშვნელოვნად მიაჩნია მთავრობის დაფინანსების შემცირებაზე ზეწოლაც. ამის შესახებ კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ მელიქიშვილმაც ისაუბრა.

ოპოზციონერი დეპუტატის აზრით, მთავრობის წევრების ადმინისტრაციების დაფინანსება სრულიად შესაძლებელია, რომ შეთავაზებულ 5-10%-ზე მეტადაც კი შემცირდეს.

წაკითხულია: 824 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

პარლამენტი მთავრობის მიერ მომზადებულ 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს ღიად აკრიტიკებს და წარმოდგენილი საბიუჯეტო პარამეტრების შეცვლას მოითხოვს. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მოსახლეობის სოციალურ დაცვასთან დაკავშირებული საბიუჯეტო პროგრამების დაფინანსების გაზრდის საკითხს საკმაოდ მწვავედ აყენებს.      

2009 წლის ბიუჯეტის პროექტი დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. 

პარლამენტს კარგად ესმის ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობაც და ის ფინანსური კრიზისიც, რომელსაც მთელი მსოფლიო განიცდის, ” - განაცხადა სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა. 

მელიქიშვილი მთავრობას ”ქამრების შემოჭერასა” და გაჭირვებულ ხალხზე ორიენტირებას ურჩევს და აცხადებს, რომ ”საბიუჯეტო პროექტში არ ჩანს, რომ მთავრობის მაღალჩინოსნები საბიუჯეტო შეზღუდვებს იზიარებენ”.

წაკითხულია: 827 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება დაახლოებით 600 მილიონით მცირდება.

2009 წლის ბიუჯეტის პროექტი დღეს პარლამენტში განიხილება. ჯერჯერობით არ არის პროექტის დასრულებული ვარიანტი.

დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები და კითხვები აქვთ.

წაკითხულია: 896 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

მოსკოვი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო მსოფლიოს წინაშე ახსნა-განმარტებებს აგრძელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების დაცვის სურვილით იყო განპირობებული”.

“აფხაზეთზე ისეთივე თავდასხმა მზადდებოდა, როგორც სამხრეთ ოსეთის მიმართ განხორციელდა და ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება, ისევე, როგორც მათთან თანამშრომლობისა და მეგობრობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება სამართლებრივი, ზნეობრივი და პრაგმატული მოსაზრებებით იყო ნაკარნახები”, - განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “რესპუბლიკების” დამოუკიდებლობა 26 აგვისტოს აღიარა.

წაკითხულია: 817 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

აშშ სეპარატისტებს ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დიალოგი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში მაინც უნდა გაგრძელდეს. 

თეთრი სახლის პოზიცია დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა შონ მაკკორმაკმა გააჟღერა.

“რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები პლენარულ სხდომაზე დასწრებას დაჟინებით ითხოვდნენ, ჩანაფიქრის ჩაშლის შემდეგ კი არც საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს დაესწრნენ და მოლაპარაკებათა პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვეს, რაც საერთაშორისო დისკუსიის ჩაშლის მცდელობა იყო”, - განაცხადა მაკკორმაკმა.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდი ჟენევაში 18 ნოემბრისთვისაა დაგეგმილი.

წაკითხულია: 766 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

რუსეთი მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, ”მკაცრად დაგმოს და დაუსჯელი არ დატოვოს სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებები, რომელიც მან ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ჩაიდინა”. 

ეს განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე რუსეთის ფედერაციის წარმომადენელმა ვლადიმერ ჟიგლოვმა გააკეთა. 

მისი თქმით, “საქართველოს მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დაახლოებით 10 ათასი არასრულწლოვანი იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა და გაქცეულიყო”.

ჟიგლოვმა კიდევ ერთხელ შეახსენა გაეროს წევრებს, რომ “ქართული ჯარი მიზანმიმართულად ბომბავდა იმ გზას, რომლის საშუალებითაც ქალაქიდან თავის დაღწევას ლტოლვილები, მათ შორის ბავშვები ცდილობდნენ”.

”ქართველები ცეცხლს უხსნიდნენ სასწრაფო დახმარების მანქანებს, ხოლო თხოვნები ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის შესახებ დიდი ხნის გტანმავლობაში იგნორირებული იყო. ცეცხლი იყო გახსნილი სკოლების, ბაღების, საავადმყოფოების მიმართულებით, რის შედეგადაც მათი დიდი ნაწილი განადგურებულია“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა, რომლის აზრით, ”კაცობრიობის წინააღმდეგ ეს ცინიკური დანაშაულებები საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მკაცრ დაგმობას საჭიროებს”.

”იმედი მაქვს, მსოფლიო თანამეგობრობა გააერთიანებს ძალისხმევას კონფლიქტების შესაჩერებლად, ძალადობასთან ბრძოლის, უწიგნურობის დაძლევის, სიღარიბის, ავადმყოფობის დაძლევის მიზნით, რათა შეიქმნას ბავშვებისთვის ღირსეული ცხოვრების სამყარო”, - დასძინა მან.

წაკითხულია: 748 | თარიღი: 17.10.2008 | რეიტინგი: 0.0/0 | კომენტარი (0)

Форма входа
Календарь новостей
«  ოქტომბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz